უკრაინელმა მორიგი მეტოქის სახელი გამოაცხადა, უმცროსი კლიჩკო ამერიკელ ტონი ტომპსონს შეხვდება
შაბათს, ფრანგი ჟან-მარკ მორმეკის დამარცხების შემდეგ, სუპერმძიმე წონით კატეგორიაში სამი ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, უკრაინელმა ვლადიმერ კლიჩკომ მორიგი მეტოქის სახელი გამოაცხადა. უმცროსი კლიჩკო ამერიკელ ტონი ტომპსონს შეხვდება.

ცნობილია, რომ ტომპსონი IBF-ის ვერსიით, მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის ოფიციალური პრეტენდენტია. უკრაინელისა და ამერიკელის შეხვედრა 2012 წლის ზაფხულში შედგება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. სხვათა შორის, ვლადიმერ კლიჩკო და ტომპსონი 2008 წელს ერთხელ უკვე შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ უკრაინელმა მე-11 რაუნდში ნოკაუტით გაიმარჯვა.

კლიჩკომ ისიც განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 2012 წლის ბოლოს ნიუ იორკში გეგმავს საჩემპიონო ბრძოლის ჩატარებას. შეხვედრა ბრაიტონ-ბიჩის რაიონში, ახალ სტადიონ Barclays Arena-ზე უნდა გაიმართოს, რომელიც სულ მალე გაიხსნება. უკრაინელის სიტყვებით, მისი მეტოქე შეიძლება გახდეს ამერიკელი კრის არეოლა ან რუსი ალექსანდრ პოვეტკინი.

უკრაინული პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში კლიჩკომ განაცხადა, რომ პოვეტკინთან ბრძოლა ძალიან აინტერესებს: "მას პროფესიულ რინგზე არც ერთი შეხვედრა არ აქვს წაგებული, ოლიმპიური ჩემპიონია... ვფიქრობ, ასეთი ბრძოლა საინტერესო იქნება ჩემთვის, ალექსანდრესთვის და გულშემატკივრებისთვის".

რაც შეეხება ვიტალი კლიჩკოს, როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, მან შეთანხმებას მიაღწია ბრიტანელ დევიდ ჰეისთან და მას წელს, ზამთარში შეხვდება რინგზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"