"მილანის" თავკაცმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა
"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ლონდონის "არსენალთან", ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩზე ისაუბრა.

"ინგლისურ ფეხბურთს ვიცნობთ და ინგლისური გუნდების თამაშის სტილიც ვიცით. სათამაშოდ შესაბამისი განწყობით და კონცენტრირებულები უნდა გავიდეთ და სწრაფად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, "არსენალი" მაღალ ტემპში დაიწყებს თამაშს და პირველი წუთები გადამწყვეტი იქნება.

ვფიქრობ, შესანიშნავ მატჩს ჩავატარებთ, რადგან მეოთხედფინალში გასვლის კარგი შანსი გვაქვს. თუ გავიტანთ, ეს, რა თქმა უნდა, შეხვედრის შედეგზე ძალიან იმოქმედებს.

დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "არსენალთან" თავს მოდუნების საშუალებას არ მისცემს, მიუხედავად პირველ მატჩში მოპოვებული ოთხბურთიანი უპირატესობისა. ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს იტყვი. ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ამიტომაც პირველი მატჩი უნდა დავივიწყოთ და შემდეგ რაუნდში გასვლაზე ვიფიქროთ.

ჩვენ სხვა გუნდი დაგვიპირისპირდება - არა ის, რომელიც პირველ შეხვედრაში თამაშობდა. "არსენალი" მთელ ძალას გამოიყენებს, მას ხომ დასაკარგი არაფერი აქვს.

ჩვენთან დამარცხების შემდეგ მან სამი კარგი მატჩი ჩაატარა. ხომ ნახეთ, რა უქნეს "მეთოფეებმა" "ტოტენჰემსა" და "ლივერპულს"?!

ასეთი თამაშები მოტივაციას მმატებს. ჩვენ შესანიშნავი შანსი გვაქვს, პირველად ბოლო ხუთი წლის მანძილზე ფინალამდე მივაღწიოთ და ამ მატჩს ისევე უნდა მოვეკიდოთ, როგორც პირველ შეხვედრას.

მეოთხედფინალში გასვლა მნიშვნელოვანია, შემდეგ ხომ მთელი გზის ბოლომდე გასვლის შანსი გვაქვს", - განაცხადა ალეგრიმ.

"კმარა პსჟ-ს და "სლოვანის" მატჩის ყურება" - რიოლო ჩემპიონთა ლიგის რეფორმას მოითხოვს
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად