თურქულ გაზიანთეფში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატში ჩვენებური ლიდერს ნახევარი ქულით ჩამორჩება
მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადის გამარჯვებულსა და გუნდურში კონტინენტის ორგზის ჩემპიონ ნადეჟდა კოსინცევას თურქულ გაზიანთეფში მიმდინარე ქალთა ევროპის ჩემპიონატის მეორე ტური, ალბათ, არასდროს დაავიწყდება - რუს მოჭადრაკე ქალთა იმედი შავი ფიგურებით სოფიკო გურამიშვილთან შეხვედრისას საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, მაგრამ შუა თამაშში წამიერად მოადუნა ყურადღება და ახალგაზრდა ქართველი დიდოსტატის მახეში აღმოჩნდა.

დიდი მცდელობის მიუხედავად (საპატო სიტუაციის შესაქმნელად ზედიზედ რამდენიმე ფიგურა შესწირა), საშამათო საფრთხეს თავი ვერაფრით დააღწია და 51-ე სვლაზე მეტოქეს დანებდა.

შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ გურამიშვილი რუსეთის ნაკრების წევრ ვალენტინა გუნინას დაუზავდა, მე-4 ტურში კი თეთრი ფიგურებით თანამემამულე ნინო ხურციძეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია და 42-ე სვლაზე საათი გააჩერა.

5 მარტს დანარჩენ ქართველ მოჭადრაკეთა პარტიები ასე დამთავრდა: გულნარ მამადოვა (აზერბაიჯანი)-ნინო ბაციაშვილი 0,5:0,5, ზოია შლეინინგი (გერმანია)-სალომე მელია 1:0, ბაირა კოვანოვა (რუსეთი)-ნანა ძაგნიძე 0,5:0,5, ბელა ხოტენაშვილი-იოვანა ვოინოვიჩი (ჩერნოგორია) 1:0, ნატალია პოგონინა (რუსეთი)-სოფიო გვეტაძე 0,5:0,5, ლელა ჯავახიშვილი-ნადეჟდა ხარმუნოვა (რუსეთი) 1:0, მერი არაბიძე-მარია რომანკო (რუსეთი) 1:0, ჰილალ ოზთურქი (თურქეთი)-ნაზი პაიკიძე 0:1, მირანდა მიქაძე-კაროლინა ოლსაროვა (ჩეხეთი) 1:0.

სამი ტურის შემდეგ უდანაკარგოდ ფრანგი მარი სებაგი, კონტინენტის ამჟამინდელი ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე (ლიტვა) და ქრისტინა-ადელა ფოიშორი (რუმინეთი) ლიდერობდნენ. 5 მარტს ფოიშორი ანტოანეტა სტეფანოვას (ბულგარეთი) დაუზავდა, სებაგმა კი ჩმილიტე დაამარცხა და 4 ქულით მეწინავეობა შეინარჩუნა.

ჩემპიონატის დანარჩენ ფავორიტთა შეხვედრებიდან აღსანიშნავია შემდეგი ორთაბრძოლები: ელმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი)-ნასტასია ზიაზიულკინა (ბელარუსი) 0:1, ანა მუზიჩუკი (სლოვენია)-ნატაშა ბოიკოვიჩი (სერბეთი) 1:0, კატერინა ლაგნო (უკრაინა)-ალინა კაშლინსკაია (რუსეთი) 0,5:0,5, იოლანტა ზავადსკა (პოლონეთი)-ტატიანა კოსინცევა (რუსეთი) 0:1, ნარგიზ უმუდოვა (აზერბაიჯანი)-ნადეჟდა კოსინცევა 0,5:0,5.

ოთხი ტურის შემდეგ 4 ქულით, როგორც აღვნიშნეთ, სებაგი ლიდერობს, ფოიშორს, ხურციძეს, გუნინას, ზიაზიულკინას, შლეინინგსა და ჰოანგ თან თრანგს (უნგრეთი) 3,5-3,5 ქულა აქვთ.

მოჭადრაკეთა დიდმა ჯგუფმა 3-3 ქულას მოუყარა თავი. ქართველთა მონაგარი: ხურციძე-3,5, ბაციაშვილი, ხოტენაშვილი, ჯავახიშვილი, არაბიძე, პაიკიძე - 3-3, გურამიშვილი, მელია, ძაგნიძე, გვეტაძე - 2,5-2,5, მიქაძე - 1 ქულა.

6 მარტს მე-5 ტურში ითამაშებენ: გუნინა-სებაგი, ხურციძე-ფოიშორი, ზიაზიულკინა-ჰოანგი, ტ. კოსინცევა-შლეინინგი, ბაციაშვილი-ა. მუზიჩუკი, სტეფანოვა-არაბიძე, გირია-ხოტენაშვილი, პაიკიძე-ჯავახიშვილი,ძაგნიძე-ჩაროჩკინა,მელია-ვიდენოვა, გვეტაძე-გურამიშვილი, ბეზგოდოვა-მიქაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა