ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიის აღზრდილები არიან კრიშტიანო რონალდო და ლუიშ ფიგუ
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიის დირექტორი დიეგო მარია მატოსი და მენეჯერი პაულო ჟორგე რივერო კარდოსო მიიღო.

შეხვედრაზე აჭარაში საფეხბურთო აკადემიის დაფუძნებასთან დაკავშირებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

"მოლაპარაკებები ქართულ მხარესთან სამი თვის წინათ დავიწყეთ. ინტენსიური კავშირი გვაქვს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის დეპარტამენტთან.

ამ ეტაპზე საუბარი სპორტული ინფრასტრუქტურის შესწავლაზე მიმდინარეობს. რამდენადაც ვიცი, ქობულეთში მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. ასევე, დაგეგმილია საერთაშორისო სტანდარტების მოედნის მოწყობა.

კარგი ფეხბურთელების გაზრდის პოტენციალი გაქვთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი აკადემია მსოფლიო ფეხბურთის კაშკაშა ვარსკვლავებმა დაამთავრეს, მათ შორის, კრიშტიანო რონალდომ და ფიგუმ", - აღნიშნა ლისაბონის "სპორტინგის" აკადემიის დირექტორმა დიეგო მარია მატოსმა.

აკადემიის დაარსების შემთხვევაში, პორტუგალიელები ქართველ სპეციალისტებს აკადემიის მართვის მენეჯმენტში დაეხმარებიან. იგეგმება ქართველი მწვრთნელების მომზადების მოკლევადიანი კურსების შემუშავებაც.

დიეგო მარია მატოსი და პაულო ჟორგე რივერო კარდოსო ბათუმში აჭარის ფეხბურთის ფედერაციისა და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის მოწვევით ჩამოვიდნენ.

ajara.gov.ge

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად