ნიჟნინოვგოროდულ კლუბს დავის სამოქალაქო სასამართლოში განხილვა სურს, სადაც ბევრად დიდი გავლენა აქვს
რუსული კლუბები მასიურად გამდიდრდნენ, ამბიციები გაუჩნდათ, ევროპელებს სიმდიდრესა და კლასში ეჯიბრებიან, ევროპულ თასებსაც შეწვდნენ და ჩემპიონთა და ევროპის ლიგის ჯგუფურ ტურნირებს გაუშინაურდნენ.

მაგრამ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგაში" დატრიალებულმა ტრაგიკომიკულმა ვითარებამ რუსები დააფიქრა, რომ მათ ფეხბურთში ყველაფერი ისე არ ხდება და ბევრი პრობლემა მოუგვარებელია.

ისე არ გაიგოთ, თითქოს ქვეტექსტში პარალელებს ვავლებთ და ვგულისხმობთ, რომ საქართველოში ყველაფერი უკეთ არის. აქაც იგივე პრობლემებია, მაგრამ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგა" ქართველებთან მართლაც უცნაურად იქცევა, დავა კი ლათინოამერიკული სერიალივით აბსურდით გრძელდება.

მომხდარზე ნიჟნინოვგოროდელთა ყოფილი მცველი, აწ უკვე გორის "დილას" წევრი ლაშა სალუქვაძე გველაპარაკა.

- "ვოლგამ" ექვსიდან სამი ფეხბურთელი უპრობლემოდ გაუშვა. შენ და გოგუა რატომ გაგაწვალეს, ხელმძღვანელობასთან პირადი კონფლიქტი გქონდათ?

- რაც იყო, ყველამ იცის. პირადად ჩხუბი არ მომსვლია, მაგრამ უარესია, რასაც გვიკეთებენ. ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი ვითარება და ვერ ვხვდები, რას გადამეკიდნენ. ითხოვენ საკონტრაქტო თანხის უკან დაბრუნებას. ბევრ გუნდში მითამაშია, პრობლემებიც ყოფილა, მაგრამ ასეთი აბსურდი არავისგან მსმენია.

შესაძლოა, პირად შეურაცხყოფად მიიღეს, რომ წამოვედით. მაგრამ ჩვენ თავად არ ვართ შეურაცხყოფილები, გუნდიდან სრულიად უსაფუძვლოდ რომ გაგვაგდეს და "ვოლგა" თვეების განმავლობაში ხელფასებს არ გვიხდიდა?

რუსეთის საფეხბურთო კავშირის დავების პალატამ კლუბი დაავალდებულა, რომ დავალიანება გაესტუმრებინა და თანხა ანგარიშზე დაგვირიცხეს, მაგრამ ჩემი და გოგიტას ბანკის ბარათები მაშინვე დაბლოკეს.

დღემდე ვერ მივიღე პასუხი, რატომ ვერ ვიღებთ კუთვნილ თანხას, მე ხომ რუსეთში ენთუზიაზმზე არ ვთამაშობდი?! კლუბი ვალდებული იყო, ჩემი შრომა აენაზღაურებინა.

"ვოლგა" ამ ელემენტარულ ამბავსაც უარყოფს. გამოდის, რომ მოყვარულები ჩავედით და ენთუზიაზმზე ვმუშაობდით. ეს ხომ აბსურდია?!

- "ვოლგა" თანხის ხარჯვის ანგარიშს ითხოვს...

- ეს საერთოდ ბოდვაა. რუსეთში რვა წელი ვთამაშობდი, მაგრამ მსგავსი კანონების შესახებ არაფერი მსმენია. ან რა მაგათი საქმეა, ფული რაში დავხარჯეთ? საპრეტენზიო გვაქვს ჩვენ და არა კლუბს, მაგრამ ისე გათავხედდნენ, რომ გაღმა შედავება გადაწყვიტეს და ჩვენი დადანაშაულება სურთ.

გუნდს შეკრებაზე როგორ უნდა წავყოლოდით, როდესაც დუბლებში გადაგვიყვანეს და თავად თქვეს, ძირითად გუნდს ჩამოგაშორეთო? თურქეთში გუნდის ვარჯიშზე ხომ არ შევიპარებოდით? მაგალითად, თქვენ რედაქტორს აბარებთ ანგარიშს, ხელფასი რაში დახარჯეთ? კლუბი ამას გვედავება.

ახლა ჩვენი საქმის სამოქალაქო სასამართლოში განხილვა სურთ, სადაც, ცხადია, ბევრად დიდი გავლენა აქვთ და პროცესის სათავისოდ დასრულების სრული გარანტია გააჩნიათ. ობიექტურ სასამართლოში კი აბსოლუტურად სხვა ვითარება იქნება.

- თქვენ საქართველოში ცხოვრობთ და საკითხს ვინ გიგვარებთ?

- ადვოკატები დავიქირავეთ და საქმეში ისინი არიან ჩართულები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად