დინამოელთა ახალწვეულმა მეკარემ გუნდში გატარებულ პირველ პერიოდზე ისაუბრა
დინამოელები საქართველოს ჩემპიონატის წინასწარი ეტაპის ბოლო შეხვედრას საფეხბურთო კლუბ "გაგრასთან" გამართავენ. კოკა ბოლო პერიოდში სწორედ ს.კ. გაგრაში გამოდიოდა. საინტერესოა კოკას აზრი მომავალ მეტოქეზე, "დინამოში" გატარებულ პირველ პერიოდზე, გუნდის საჩემპიონო შანსებსა და სავარაუდო დებიუტზე.

კოკა სეფიაშვილი: "გაგრაში" წელიწადი გავატარე. საქართველოს ჩემპიონატის პირობებში "გაგრა" დალაგებული, სწორად ორგანიზებული და კარგი გუნდი გახლდათ, რაშიც, ჩემი აზრით, დიდი წვლილი იმდროინდელ მთავარ მწვრთნელს, ანატოლი პისკოვეცს მიუძღვოდა.

ჯერჯერობით ჩემი კარიერის ყველაზე წარმატებული პერიოდი სწორედ იქ გავატარე. საქართველოს თასის მოპოვებას გუნდის დიდ მიღწევად ვთვლი. იმ პერიოდის "გაგრასა" და დღევანდელი ფორმაციის გუნდს შორის, შემადგენლობის თვალსაზრისით, დიდი სხვაობაა. ფაქტობრივად, ის ახალი გუნდია, მაგრამ მე მაინც დაცვის ხაზს და მეკარეს გამოვარჩევდი.

ტყეშელაშვილი, ხუციძე საიმედო მცველები არიან. "დინამოში" გარსიას პერიოდს ნაკლებად ვიცნობ, გიორგი დევდარიანის ხელში კი ძალიან კარგი გუნდი გვყავს და ვფიქრობ, დიდ წარმატებებსაც მივაღწევთ. თავად მთავარი მწვრთნელის ხასიათიდან გამომდინარე, მან შეძლო გუნდის ერთ მუშტად შეკვრა და ფეხბურთელების ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება.

საჩემპიონო შანსებზე საუბარი საუკეთესო რვიანის გარკვევის შემდეგ უფრო აჯობებს, მაგრამ რაც უნდა იყოს, ყველაფერი მაინც ჩვენზე იქნება დამოკიდებული და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

"დინამოში" დებიუტს მოუთმენლად ველი. მოლოდინის სიტყვებით გადმოცემა მიჭირს. გიორგი ლორია დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს მომავალ შეხვედრას და თუ მწვრთნელები ჩემს თამაშს გადაწყვეტენ, შეიძლება დებიუტი ყოფილ კლუბთან გამომივიდეს.

მოლოდინი დიდია. საოცარი გრძნობაა და თუ მომეცა შესაძლებლობა ვითამაშო, მაქსიმალურად შევეცდები, გუნდს დავეხმარო".

fcdinamo.ge

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"