"ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი ბულგარეთის ნაკრების საჭესთან", - ასეთი განცხადება გააკეთა სტანიმირ სტოილოვმა.

"ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი ბულგარეთის ნაკრების საჭესთან", - ასეთი განცხადება გააკეთა სტანიმირ სტოილოვმა. მოსალოდნელიც იყო – პარასკევს ბულგარელები ლონდონის "უემბლიზე" ინგლისის ნაკრებთან 0:4 განადგურდნენ, ხოლო სამშაბათს, უკვე სოფიის "ლევსკიზე", ჩერნოგორიის ნაკრებისგან იგემეს მარცხი – 0:1. თავმოყვარე ნაკრების თავმოყვარე მწვრთნელი მსგავს სიტუაციაში ასეც უნდა მოქცეულიყო...

"ჩემი მიზანი ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გაყვანა იყო, მაგრამ ორჯერ წავაგეთ და ჯგუფიდან გასვლის შანსები მინიმუმამდე შეგვიმცირდა. ჩერნოგორიასთან მარცხი უკვე მეტისმეტია, - ამბობს 43 წლის სტოილოვი, - ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ბორისლავ მიხაილოვს ჩემი გადაწყვეტილების შესახებ უკვე ვაცნობე. ძნელია მუშაობა, როცა საუკეთესო ფეხბურთელების შეკრებას ვერ ახერხებ. დიმიტარ ბერბატოვმა ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, ხოლო ჩერნოგორიასთან მატჩის შემდეგ ახალმა კაპიტანმა სტილიან პეტროვმაც მითხრა, სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ვფიქრობო. იმედია, სტილიანი გადაიფიქრებს".

წესითა და რიგით, უელსის ნაკრების თავკაცი ჯონ ტოშაკი პირველი უნდა ყოფილიყო ახალ შესარჩევ ციკლში, ვინც ეროვნული გუნდიდან წავიდოდა, მაგრამ უელსელმა სპეციალისტმა პატრიოტიზმი გამოავლინა და ნაკრებს იქამდე არ მიატოვებს, ვიდრე შემცვლელს არ მოუძებნიან. ჰოდა, ამ შეყოვნებამ ტოშაკს "პირველმერცხლობა" დააკარგვინა – სტოილოვმა დაასწრო...

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"