რომან აბრამოვიჩს 25 ფეხბურთელი უნდა გაეშვა სახლში ან უფრო იაფი გადაწყვეტილება მიეღო და მხოლოდ მწვრთნელი დაეთხოვა
ქვემოთ შეგიძლიათ გაეცნოთ "დეილი მეილის" ჟურნალისტის, მეტ ლოუტონის საკმაოდ საინტერესო სტატიას მცირედი შემოკლებით.

პრეზიდენტი და მწვრთნელი

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერი ლოგიკურად დამთავრდა. რომან აბრამოვიჩს 25 ფეხბურთელი უნდა გაეშვა სახლში ან უფრო იაფი გადაწყვეტილება მიეღო და მხოლოდ მწვრთნელის დათხოვნით დაკმაყოფილებულიყო.

გუნდის გასახდელი და ახალგაზრდა მწვრთნელი უკვე შეუთავსებელი ცნებები გახდნენ და იმისთვის, რათა ჩემპიონთა ლიგის გარეთ არ დარჩენილიყვნენ, აბრამოვიჩს რაღაც უნდა ეღონა.

ერთ-ერთი უნდა წასულიყო. და აი, კვირას, მას მერე, რაც კობჰემის საწვრთნელ ბაზაზე კრება დამთავრდა, ანდრე ვილაშ ბოაშმა დათხოვნის შესახებ შეიტყო. როგორც იუწყებიან, ის ძალიან გაბრაზდა, როცა მიხვდა, რომ ფეხბურთელებმა დაამარცხეს. შაბათს "ვესტ ბრომვიჩთან" წაგებისას, ისევე, როგორც სეზონის განმავლობაში დანარჩენი ცხრა მარცხისას, აშკარა იყო, რომ მწვრთნელს ფეხბურთელებმა დაუდეს ფეხი. ახლა მისი სამწლიანი პროექტი აღარ არის ის, რასაც ამ პერიოდის შემდეგ ის სხვა მწვრთნელს მემკვიდრეობით გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ აბრამოვიჩს ავბ-ის გადაყენების გადაწყვეტილება დიდი სიხარულით არ მიუღია. ის ბოლომდე იცავდა თავის მწვრთნელს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე კლუბის დირექტორატის წევრები და პირადი მრჩევლებიც კი მოუწოდებდნენ, რომ ჩახმახისთვის თითი გამოეკრა.

ვილაშ ბოაში აბრამოვიჩის კაცი იყო. მას პორტუგალიელის მიმართ განსაკუთრებული სიმპათია ჰქონდა. ის ჯერ კიდევ მოურინიოსთან ერთად მუშაობის პერიოდიდან ახსოვდა და ხვდებოდა, რომ მაშინდელი თანაშემწე ბოლომდე ჩამოყალიბებულ ადამიანად ქცეულიყო, ცოდნის საკმაოდ დიდი მარაგით. ავბ-ს არ გამოუცხადებია საკუთარი თავი კიდევ ერთ "განსაკუთრებულად" ან მოურინიოს მემკვიდრედ. თუმცა სხვებთან ურთიერთობისას ის არანაკლებ კონფრონტაციული აღმოჩნდა.

როცა ახალგაზრდა პორტუგალიელს ქირაობდა, აბრამოვიჩი დარწმუნებული იყო თავის გადაწყვეტილებაში. "პორტუსთან" ერთად წინა სეზონში მოგებული უამრავი ტიტული ბიზნესმენს დამაჯერებლობას მატებდა. აბრამოვიჩმა 13 მილიონი გირვანქა გადაიხადა მწვრთნელის კონტრაქტის გამოსყიდვაში და დამშვიდდა.

იფიქრა, რომ ავბ იმის დემონსტრაციას მოახდენდა, თუ რატომ იყო გამართლებული კარლო ანჩელოტის გუნდიდან გაშვება. თუმცა ყველაფერი უფრო რთული სცენარით წარიმართა. რთული აღმოჩნდა მწვრთნელისთვის ისიც, რომ ის თავის რამდენიმე შეგირდზე, კლუბის ვარსკვლავებზე ცოტათი უფროსი აღმოჩნდა. განსაკუთრებით გაუძნელდა მას გასახდელის მართვა ისეთ მონსტრში, როგორიც "ჩელსია".

ფეხბურთელები და მწვრთნელი

თუმცა ვილაშ ბოაშმა ანგარიში არავის გაუწია, მათ შორის, ტაქტიკის შედგენისას, რომლისთვისაც "ჩელსის" ფეხბურთელები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ. საშინელმა შედეგებმა ეს ყოველივე ცხადი გახადა.

"ვესტ ბრომვიჩთან" წაგების მეორე დღეს არისტოკრატთა ფლანგის ერთ-ერთმა ფეხბურთელმა შემდეგი რამ თქვა: "ეს ზუსტად ის შემთხვევა იყო, როცა ბევრი არ იყო დარწმუნებული, რომ ფეხბურთის თამაში აუცილებელი იყო უნივერსიტეტებისთვის შექმნილი თეორიების მიხედვით. ის სტილი, რაც მწვრთნელმა გუნდში დანერგა, ბევრმა ვერ აითვისა, მათ შორის, ჯონ ტერიმაც".

არადა, ამ დროს ავბ მთელი ძალით ცდილობდა ფეხბურთელებთან ურთიერთობა დაელაგებინა. ის თავის დროზე იმაზეც კი წავიდა, რომ ჯონ ტერისა და ანტონ ფერდინანდის რასისტულ სკანდალში აშკარად თავისი კაპიტნის მხარე დაიჭირა. თუმცა ყველა ღირსების გათვალისწინებით, ავბ-ს არ ეყო კომუნიკაციის ნიჭი.

ის წინასწარი გეგმის მიხედვით ტოვებდა ფეხბურთელებს სათადარიგოთა სკამზე. მაგალითად, ის რამდენჯერმე მოექცა ასე ფრენკ ლემპარდს. უკანასკნელი დღეების ჩათვლით, მწვრთნელი სულ უფრო იზოლირებული ხდებოდა. მას რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაუჭირა მხარი.

უფრო იმათმა, ვინც მან თავად მოიყვანა გუნდში. თუმცა, რაც უნდა ნიჭიერი სპეციალისტი იყო, ყოველთვის უნდა გაითვალისწინო ისეთი ფაქტორი, როგორიც "ჩელსის" გასახდელია, რომლისთვისაც ხანდახან ის მეტისმეტად ქედმაღალი იყო. და, რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინო გარემოება, რომ კლუბს აბრამოვიჩი მართავს. აშკარა იყო, ავბ-ს საამისოდ გამოცდილება არ ეყო.

კრიზისის დასაწყისი და პერსპექტივა

ავბ-მა შუამავლების საშუალებით ითხოვა, რათა პრეზიდენტს მისთვის მხარდაჭერა საჯაროდ გამოეცხადებინა. აბრამოვიჩი ამაზე წავიდა, მაგრამ მისი ეს ნაბიჯი განვითარებული მოვლენების ფონზე მაინც ალოგიკური ჩანდა. აბრამოვიჩს უნდა ეღიარებინა, რომ მწვრთნელის მხრიდან ამგვარი თხოვნა "ნაპოლისთან" მატჩის წინ შეცდომა იყო. მაგრამ მაშინ ალბათ მას ისიც უნდა ეთქვა, რომ ასეთი სპეციალისტის მიწვევა უკვე შეცდომა იყო, ისევე, როგორც ჯერ მოურინიოსა და შემდეგ ანჩელოტის გაშვება.

კლუბის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ გუნდს სეზონის ბოლომდე რობერტო დი მატეო უხელმძღვანელებს. თუმცა ყველა ხვდება, რომ ისევე, როგორც ავბ-ის შემთხვევაში, როდის რა მოხდება, არავინ იცის. აქედანვე ცნობილია, რომ დი მატეოს იდეებით "ჩელსიში" ბევრი არ არის აღფრთოვანებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა