7 მარტს "ბარსელონა" "ლევერკუზენს" უმასპინძლებს, აპოელ-ი კი "ლიონს" მიიღებს
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ბარსელონა-ლევერკუზენი 23:45

პირველი მატჩი: 3:1

6 მარტს დილით, სანამ თვითმფრინავში ჩასხდებოდნენ და ბარსელონასკენ აიღებდნენ გეზს, ლევერკუზენელ ფეხბურთელებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ძალიან კარგ ხასიათზე იყვნენ. ზედიზედ სამმა მოგებამ და მათ შორის, "ბაიერნთან" 2:0-მა, "ბაიერში" ხალისი დააბრუნა.

თუმცა "ფარმაცევტები" კარგად ხვდებიან, რომ ამ სეზონში ეს მათთვის ბოლო საჩემპიონთალიგო მოგზაურობაა - ლევერკუზენში, რა თქმა უნდა, არავის სჯერა ის, რომ რობინ დუტის გუნდს "ნოუ კამპზე" "ბარსას" დამარცხება შეუძლია. შესაბამისად, გერმანელების ერთადერთი რეალური მიზანი ჩემპიონთა ლიგასთან ღირსეული გამომშვიდობებაა.

"მხოლოდ ფეხბურთში კი არა, ზოგადად ცხოვრებაშიც არაფერი უნდა გამორიცხო, მაგრამ მე რეალისტი ვარ და რეალურად, ჩვენ "კამპ ნოუზე" 1:3-ის შემოტრიალება არ შეგვიძლია, - თქვა "ლევერკუზენის" სპორტულმა დირექტორმა რუდი ფიოლერმა და იქვე დასძინა, - "ბარსელონა" მსოფლიოში საუკეთესო გუნდია, ჩვენ კი მხოლოდ ის გვინდა, რომ "ბარსა" ცოტათი გავაბრაზოთ".

ფიოლერმა ისიც თქვა, რომ 7 მარტს არავითარ შემთხვევაში განმეორდება ისეთი სამარცხვინო ფაქტები, პირველ მატჩში "ლევერკუზენი" მთელი საფეხბურთო ევროპის დაცინვის ობიექტად რომ გადააქცია. რუდიმ ამაში მანუელ ფრიდრიხისა და მიხალ კადლეცის უთავმოყვარეო საქციელები იგულისხმა, რომლებიც ლიონელ მესის მაისურის გაცვლაზე ჯერ კიდევ პირველი ტაიმის შემდეგ უთანხმდებოდნენ და ერთმანეთშიც კი იკინკლავეს, ჩემი უნდა იყოს, არა, ჩემიო...

ამრიგად, "კამპ ნოუზე" "ლევერკუზენელები" მესის მაისურზე აღარ ინადირებენ და თავმოყვარეობის აღდგენას შეეცდებიან. ფეხბურთელებს ერთი სული აქვთ, როდის გავლენ მოედანზე, ქომაგებს კი თავდადებას და კარგ ფეხბურთს ჰპირდებიან. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიაში "ლევერკუზენის" მხრიდან "ბარსას" ძლევაზე ყველას ხელი აქვს ჩაქნეული, "ბაიერის" 4000-მა ფანმა მაინც მოისურვა კატალონიაში გამგზავრება და "ფარმაცევტებს" "კამპ ნოუზე" სწორედ ამდენი ქომაგი ეყოლება.

მიხაელ ბალაკი ბარსელონაში, რა თქმა უნდა, არ წასულა - როგორც იცით, 35 წლის ნახევარმცველი ტრავმირებულია. ლაზარეთშია და ვერ ითამაშებს მარჯვენა მცველი ვედრან ჩორლუკაც - ისევე, როგორც დიდი ხნის ტრავმირებულები: სიდნი სემი, ტრანკუილიო ბარნეტა და რენე ადლერი.

დუტისთვის, რომლის გუნდიც ევროტურნირებზე რიგით 157-ე მატჩს ჩაატარებს, მატჩის შედეგი მეორეხარისხოვანია:

"მთავარია, კარგად ვითამაშოთ, დანარჩენს კი უშუალოდ თამაში გამოაჩენს. დასაკარგი არაფერი გვაქვს, შეძენით კი შეიძლება ბევრი რამ შევიძინოთ", - განაცხადა "ბაიერის" თავკაცმა წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მართალია, აქ ეს სულაც არ იყო საჭირო, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ "ბარსელონას" საკუთარ მოედანზე 13-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, გერმანულ კლუბთან კი ბოლოს 13 წლის წინ, 1998 წლის 4 ნოემბერს დამარცხდა (რა თქმა უნდა, მიუნხენის "ბაიერნთან" - 1:2).

ისე, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისტორიას პატარ-პატარა სასწაულები "ბარსას" წინააღმდეგაც ახსოვს: 1988 წელს "ლევერკუზენმა" "ბარსელონა" უეფას თასის მეოთხედფინალიდან გააგდო - "ულრიხ გაბერლანდ-შტადიონზე" 0:0-ის შემდეგ, "ბაიერმა" ბარსელონაში ტიტას გოლით 1:0 მოიგო. 28 წლის წინ კი "მეცმა" ნამდვილი სასწაული მოახდინა: შინ "ბარსასთან" 2:4 დამარცხდა, ხოლო "ნოუ კამპზე" 4:1 მოიგო. დაახლოებით ასეთივე წარმატებას მიაღწია "კიოლნმაც" 1980 წელს: "თხები" შინ 0:1 დამარცხდნენ, ბარსელონაში კი 4:0 გაიმარჯვეს.

"იმდროინდელ "ბარსელონებსა" და დღევანდელ "ბარსას" შორის უდიდესი სხვაობაა. ასე რომ, პარალელების გავლება უადგილოა", - აცხადებს ფიოლერი.

ალბათ პროტოკოლური ნათქვამია ის, რაც "ბარსელონას" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ განაცხადა. მან თქვა, რომ გერმანული კლუბები ყოველთვის ბოლომდე იბრძვიან, 5-10 წუთშიც შეუძლიათ 2-3 გოლის გატანა და რომ "ბარსას" ყურადღებით ყოფნა მართებს.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - ფაბრეგასი, მესი, კვენკა.

ლევერკუზენი (4-2-3-1): ლენო - შვააბი, მ. ფრიდრიხი, ტოპრაკი, კადლეცი - რაინარტცი, ლ. ბენდერი - კასტრო, რენატო, შიურლე - კისლინგი.

არბიტრი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია)

აპოელ-ლიონი 23:45

პირველი მატჩი: 0:1

ნიქოზიაში ნამდვილი საფეხბურთო ზეიმია: აპოელ-ი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლისთვის იბრძვის და წარმატების რეალური შანსი აქვს, რადგან კვიპროსელებმა ლიონში მხოლოდ 0:1 წააგეს.

შესაბამისად, ფრანგულ გრანდს აშკარა ფავორიტად ვერავინ მოიხსენიებს, თუმცა ის კი ფაქტია, რომ "ლიონი" კლასით აპოელ-ზე გაცილებით მაღლა დგას. ასე რომ, ნიქოზიელთა შანსი ბრძოლისუნარიანობასა და იღბალშია.

აპოელ-ის თავკაც ივან იოვანოვიჩს მარსელო ოლივეირა და ალდო ადორნო გამოუჯანმრთელდნენ, ელიო პინტუ კი დისკვალიფიცირებულია. "ლიონს" ტრავმის გამო გურკუფი აკლია, ლოვრენი კი გამოჯანმრთელდა.

საინტერესოა ისიც, რომ გომისს, კრისსა და კალსტრიომს ყვითელი ბარათების მიღების შემთხვევაში დისკვალიფიკაციის საფრთხე ემუქრებათ, რის გამოც ფრთხილად უნდა იყვნენ. აპოელ-ში იგივე ეხებათ ალექსანდრუს, ოლივეირას, ტრიკოვსკის, მარსინიოსა და პაულო ჟორჟეს.

სავარაუდო შემადგენლობები

აპოელ (4-2-3-1): ქიოტისი - პურსაიტიდისი, პაულო ჟორჟე, კაკა, მარსელო ოლივეირა - ნუნუ მორაისი, სოლარი - ხარალამბიდისი, ტრიკოვსკი, მანდუკა - აილტონი.

ლიონი (4-4-2): ლორისი - რევეილერი, ბ. კონე, კრისი, სისოხო - ბრიანი, გონალონსი, კალსტრიომი, ბასტოსი - ლისანდრო ლოპესი, გომისი.

არბიტრი: ალბერტო უნდიანო მალენკო (ესპანეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე