ბელგრადში დაწყებულ ევროპის ჩემპიონატზე გიორგი გოგშელიძეს და ოთარ თუშიშვილს ხელი ადრევე მოეცარათ
წარუმატებლად დავიწყეთ გამოსვლა ბელგრადში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე. სასტარტო დღეს ორი ქართველი ჭიდაობდა, ორივე ტიტულოვანი და გუნდის ლიდერი, თუმცა 6 მარტს აშკარად არ იყო გორელთა დღე - გიორგი გოგშელიძე (96) ადრევე გავარდა და აღარც სანუგეშოში გადასვლის საშუალება მიეცა; ოთარ თუშიშვილმა (66) უფრო უკეთ კი იასპარეზა, ბრინჯაოსთვისაც იჭიდავა, მაგრამ საბოლოოდ მაინც უმედლოდ დარჩა.

მან ვერც ამჯერად აისრულა ევროპის ჩემპიონატის მოგების დიდი სურვილი.

არადა, თუშიშვილმა ჩემპიონატი მაღალ დონეზე დაიწყო. განსაკუთრებით დამაიმედებელი იყო მისი სტატისტიკა პირველ ორ შეხვედრაში - სერბ მირიან გეცინს ორი პერიოდის ჯამში 11:0 (5:0; 6:0) მოუგო, ბელარუს ალბერტ ბატურაუს კი უფრო მოკრძალებული ანგარიშით, მაგრამ ისევ ძირითად დროში აჯობა - 3:1; 1:0. მესამე წრეში ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდა - უკრაინელი ევროპის ჩემპიონი, ოლიმპიადისა და მსოფლიოს მედალოსანი ანდრეი სტადნიკი, რომელმაც წინა შეხვედრები ასევე დამაჯერებლად მოიგო. თუშიშვილი აქაც მოწოდების სიმაღლეზე დადგა, თუმცა ბრძოლა მხოლოდ პირველ პერიოდში იყო, რომელიც ჩვენებურმა 6:3 მოიგო, მეორეში კი მინიმალური ანგარიშით - 1:0 იმარჯვა.

ამ შეხვედრას შეალია დიდი ენერგია. თუ რატომ დატრიალდა მისი ბედის ჩარხი ამის შემდეგ უკუღმა, ვერ გეტყვით, მაგრამ ორივე მომდევნო შეხვედრა დათმო. არც მეტოქეები იყვნენ სტადნიკზე ძლიერები, წაგება მხოლოდ ამას რომ დავაბრალოთ, თუმცა, ეტყობა, თუშიშვილს ხელი გაცდენილმა მოსამზადებელმა ციკლმაც დაატყო - ნეკნის ტრავმის გამო მას მთელი ეს ეტაპი ჩაუვარდა. ის ჯერ ნახევარფინალში დამარცხდა ბულგარელ ევროპის ვიცე-ჩემპიონთან და ამ ტურნირის მომავალ ვერცხლის მედალოსან ლეონიდ ბაზანთან - 0:1; 0:3. დამამშვიდებლის ფინალში კი ვერც უნგრელ ევროპის პრიზიორ გეორგ ვოლერსთან გახდა იმის მეტს, რომ პირველი პერიოდის 0:1 წაგების შემდეგ მეორე იმავე ანგარიშით მოიგო და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა.

მისდა სამწუხაროდ, იქაც იგივე შედეგი დაფიქსირდა, ოღონდ უნგრელის სასარგებლოდ და ბრინჯაოს მედალიც მას დარჩა.

გიორგი გოგშელიძემ ბელგრადში სულ ორი შეხვედრა გამართა და თითო მოგება-წაგებით დაასრულა ტურნირი. მან შეჯიბრება მძიმედ დაიწყო - მოლდოველ ევროპის პრიზიორ ნიკოლაი ცებანთან დამატებითი დრო დასჭირდა, როცა საუკეთესო წლებში ამ დონის მეტოქეებს უპრობლემოდ უმკლავდებოდა. პირველ პერიოდში ჩვენებურმა 2:0 იმარჯვა, მაგრამ მეორე 1:1 დასრულდა და რადგან ბოლო ქულა მეტოქემ მოიპოვა, პერიოდიც მან მოიგო.

ცხადია, რომ მესამეში დაძაბული ბრძოლა გაჩაღდებოდა - გოგშელიძემ 2:1 იმარჯვა, თუმცა ასეთი დასაწყისი საგანგაშო სიგნალი იყო. სამწუხაროდ, ჩვენი შიში მეორე ორთაბრძოლაშივე გამართლდა თურქ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ სერჰატ ბალცისთან. აქაც დაახლოებით იგივე სცენარი განვითარდა - პირველი პერიოდი ისევ გოგშელიძემ მოიგო და ისევ 2:0; შეხვედრა კვლავაც დამატებითში გადავიდა და ისიც მინიმალური სხვაობით დასრულდა, ოღონდ ამჯერად მეტოქის სასარგებლოდ - 4:3... ბალცი ნახევარფინალში დამარცხდა და სანუგეშოში თავად გადაინაცვლა, ჩვენებური კი ტურნირს დაემშვიდობა.

ვინაიდან ჩემპიონატის ტრანსლაცია არ მიმდინარეობს, შეხვედრის მსვლელობაზე ვერაფერს გეტყვით. ამბობენ, რომ გოგშელიძეს სიცხეც ჰქონია, თუმცა ვეჭვობთ, ასეთი მინიმალური ანგარიშით წაგება ისევ შეთქმულების თეორიების საბაბი გახდება.

ეს პრეტენზიები რეალურად იქნებ მართალიც იყოს, ანუ მწვრთნელებს მსაჯზე მართლაც ჰქონდეთ სამდურავი - რაც არ ვიცით. ვერაფერს გამოვრიცხავთ, თუმცა გოგშელიძემ აქამდე კიდევ ერთი შეჯიბრება, ირანის საკლუბო პირველობა ჩააგდო, რაც მას სატურნირო პრაქტიკაში ჩაეთვალა. მართალია, ის სულ სხვა სტილის შეჯიბრება იყო - გუნდური და იქ საბოლოო შედეგს თანაგუნდელთა გამოსვლაც განაპირობებს, ჩვენებურის კლუბი არც უმედლოდ დარჩენილა - მესამეზე გავიდა. მაგრამ გოგშელიძე დამარცხდა თავის ერთ-ერთ უმთავრეს კონკურენტთან, რუს აბდუსალამ გადისოვთან.

ერთი სიტყვით, ოლიმპიადის წელს, როცა წინ სალიცენზიო ტურნირებია, გოგშელიძესთან დაკავშირებით ძალზე ცუდი რეალობა დავინახეთ - ჩვენებურმა თუ არ მოუმატა, ვინძლო, ვერც ლიცენზია მოიპოვოს. მით უფრო, რომ უსაგზუროდაა დარჩენილი რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, ბულგარეთი, უზბეკეთი და წამყვანი ქვეყნების უმეტესობა, სალიცენზიო შეჯიბრება კი სულ სამია და იქაც 2-3 ლიცენზია გაიცემა, ანუ ფინალში გასვლა საუკეთესო ვარიანტია.

ვფიქრობთ, აჯობებდა, მას კიევის ტურნირზე ეჭიდავა.

7 მარტს ბელგრადში კიდევ ორი ჩვენებური გავა სარბიელზე, ორივე ევროპის ვიცე-ჩემპიონი - ბესარიონ გოჩაშვილი (55) და მალხაზ ზარქუა (60). გოჩაშვილი პირველ წრეში ლიტველ შარუნას იურკუსს ხვდება. ამ წყვილში გამარჯვებულს, სავარაუდოდ, ახალგაზრდებში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონ თურქ აჰმეტ პეკერთან მოუწევს პაექრობა, რომელსაც მანამ ფრანგი ჩაკირ ანსარის ძლევა არ უნდა გაუჭირდეს.

ჩვენებურს წილისყრამ გაუმართლა იმ მხრივ, რომ აზერბაიჯანელი, რუსი და ბულგარელი ფალავანიც კი ბადის მეორე მხარეს მოხვდნენ, როგორც მონაკოელთა მოლდოველი ათლეტი, ევროპის ორგზის ჩემპიონი გენადი ტულბეა.

ზარქუა ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაებმება და სლოვაკ მიკოლა ბოლოტნიუკს შეხვდება. მასთან მოგება არ უნდა გაუჭირდეს. აი, მეორე წრეში კი ნამდვილად ძნელი ბრძოლა გადახდება - იქ გასასვლელად ერთმანეთს ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი აზერბაიჯანელი ტოგრულ ასგაროვი და თურქი მუნირ პეკერ აკტასი ხვდებიან.

კვარცხლბეკი

ვაჟები

66 კგ. 1. ალან გოგაევი (რუსეთი), 2. ლეონიდ ბაზანი (ბულგარეთი), 3. დავიდ საფარიანი (სომხეთი), გეორგ ვოლერი (უნგრეთი).

96 კგ. 1. აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი), 2. ვალერი ანდრიიცევი (უკრაინა), 3. სერჰატ ბალცი (თურქეთი), ივან იანკოუსკი (ბელარუსი).

ქალები

48 კგ. 1. ლიუდმილა ბალუშკა (უკრაინა), 2. ესტერა დობრე (რუმინეთი), 3. მარინა ვილმოვა (რუსეთი), იაგელინა სასკია შელინი (გერმანია).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
[VIDEO] წარმატებული დებიუტი - მაჭარაშვილმა ბიუკენენი ეფექტური ილეთით დაამარცხა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს