ზუგდიდში, "ბაიას" ბაზის მოედანზე, თოვლი დევს და 8 მარტს დაგეგმილი ტურის გამართვა ეჭვქვეშაა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტმა უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპის ბოლო ტური 6-იდან 8 მარტამდე იმიტომ გადასწია, რომ დიდთოვლობის გამო ზუგდიდში მატჩის ჩატარება შეუძლებელი იყო.

სხვა სტადიონებზე პრობლემა საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მართებული გახლდათ - რაკი ჩემპიონატის ზედა რვა გუნდში მოსახვედრად დიდი ბრძოლაა გაჩაღებული, ყველა შეხვედრა ერთდროულად უნდა დაიწყოს და ყველა კლუბი თანაბარ მდგომარეობაში იყოს.

დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ზუგდიდში და სახარბიელო პასუხი ვერ მივიღეთ - "ბაიას" საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე კვლავ თოვლი დევს, რასაც ყინვაც ემატება. გამორიცხული არ არის, 8 მარტისთვის მოედანი, ავად თუ კარგად, მაინც მოიყვანონ სათამაშო კონდიციაში, თუმცა საგანგაშო ის არის, რომ ზუგდიდში კიდევ თოვაა მოსალოდნელი.

დრო კი აღარ ითმენს. უეფას მოთხოვნით, სეზონი დადგენილ ვადებში უნდა ჩატარდეს, ტურის კიდევ გადადება კი, ფაქტობრივად, უკვე შეუძლებელი ხდება. არც ის იქნება სამართლიანი, "ბაიამ" მარტვილის "მერანთან" პრინციპული მატჩი სხვა ქალაქში ჩაატაროს...

ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ შეიქმნას, ბუნების წყალობაა აუცილებელი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო