ლარი ბლერი ჩატარებულ 9 მატჩში 19 ქულას ერთხელაც არ ჩამოსცილებია, მაგრამ ტურის საუკეთესოდ მაინც პირველად დასახელდა
მიუხედავად იმისა, რომ "შსს აკადემიას" გამთამაშებელი ლარი ბლერი საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ 9 მატჩში 19 ქულას ერთხელაც არ ჩამოსცილებია (საშუალოდ 28.9 ქულას აგროვებს), იგი ტურის საუკეთესოდ მაინც პირველად დასახელდა. ამის მიზეზი ან მისი გუნდის ვერმოგება, ან ამა თუ იმ ტურში სხვა კალათბურთელის გაბრწყინება უნდა იყოს.

ბლერს ამერიკაში მეტსახელად "მექულე მანქანას" უწოდებდნენ. იგი მეოთხე წელია ევროპაშია, ფინეთისა და საფრანგეთის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდა და საიტ "ევრობასკეტზე" საკუთარი მოსაზრებაც ბლოგში დაწერა:

"ლარი ბლერი მქვია, პროფესიონალი კალათბურთელი ვარ და საქართველოში "შსს აკადემიას" ღირსებას ვიცავ. კოლეჯების ლიგის შემდეგ კარიერის ევროპაში გაგრძელება გადავწყვიტე და უკვე მეოთხე წელია, ოკეანის გამოღმა ვთამაშობ. დიდი პატივი და პრივილეგიაა ჩემი საყვარელი თამაშით ცხოვრება. მოედანზე ყოველი შესვლისას ღმერთს ამ შანსისთვის მადლობას ვუხდი.

ბევრი ამერიკელის მსგავსად, პატარაობაში მეც პროფესიონალ კალათბურთელად ჩამოყალიბებაზე ვოცნებობდი და ევროპაში დიდი გამოცდილებაც მოვაგროვე. ამჟამად საქართველოში ვთამაშობ, რომლის ამინდებსა და კულტურასაც უკვე შევეჩვიე. იმედი მაქვს, გუნდთან ერთად წარმატებული სეზონი გამომივა."

XVI ტური

სოხუმი-ბათუმი 91:52

შსს აკადემია-დინამო 87:74

თსუ-არმია 56:118

სამედიცინო-რუსთავი 74:66

ქუთაისი-ოლიმპი 90:84

რეკორდები

ქულა

41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)

2-ქულ 11/21; 3-ქულ 4/8; საჯ 7/8

17.12.11 შსს-თსუ

41 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)

2-ქულ 14/20; 3-ქულ 2/6; საჯ 7/8

03.03.12 შსს-დინამო

მოხსნა

20 - რიჩარდ მათიაშვილი (ქუთაისი)

(მეტოქ: 4; საკუთ: 16)

23.12.11 ბათუმი-ქუთაისი

პასი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

29.10.11 შსს-ოლიმპი

14 - ლაშა გამყრელიძე (ოლიმპი)

10.12.11 დინამო-ოლიმპი

14 - ბენჟამინ ვუდსაიდი (არმია)

17.12.11 სოხუმი-არმია

ჩაჭრა

7 - რევაზ ჩაჩანიძე (რუსთავი)

29.10.11 სტუ-რუსთავი

7 - ნიკა რამიშვილი (ბათუმი)

11.11.11. ბათუმი-სოხუმი

7 - ლარი ბლერი (შსს აკადემია)

23.12.11 რუსთავი-შსს

დაფარება

6 - ილიცა მილუტინოვიჩი (ოლიმპი)

15.10.11 თსუ-ოლიმპი

6 - ბექა ბექაური (სამედიცინო)

05.11.11 დინამო-სამედიცინო

6 - მილან ოლუიჩი (დინამო)

14.02.12 დინამო-არმია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს