გიორგი დევდარიანის წასვლის შემდეგ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს ოთარ კორღალიძე გაწვრთნის
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს, რომელიც მაისში ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში იასპარეზებს, ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, გუნდი ოთარ კორღალიძეს ჩააბარეს.

შეგახსენებთ, რომ კორღალიძემდე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს გიორგი დევდარიანი თავკაცობდა (რომელიც იანვარში თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი გახდა); თუმცა ამ ცოტა ხნის წინ დევდარიანმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თანამდებობიდან გადადგა.

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელს ოთარ კორღალიძეს მცირე ინტერვიუ ჩამოვართვით.

- რა გეგმებით მოდიხართ ნაკრებში, რა ცვლილებებს გეგმავთ?

- არა მგონია, დიდი ცვლილებები საჭირო იყოს. ძირითადი ბირთვი იგივე დარჩება, რაც შესარჩევ ციკლში იყო. დანარჩენი კი სამუშაო პროცესში გამოჩნდება. გარკვეული ცვლილებები მხოლოდ სამწვრთნელო შტაბში იქნება.

- ვინ იქნებიან თქვენი ასისტენტები?

- გადაწყვეტილი მხოლოდ ისაა, რომ ლევან ბარათაშვილი დამეხმარება. მეკარეთა მწვრთნელის კანდიდატურაზე კი ჯერ ისევ ვფიქრობთ.

- 19-წლამდელების ბირთვს ის ფეხბურთელები შეადგენენ, რომლებიც გიორგი დევდარიანის ხელში გაიზარდნენ. მათი უფროსი მეგობარიც იყო და ასეთი გუნდის გაძღოლა, ალბათ, საკმაოდ ფაქიზი საქმეა...

- ცხადია, ამაზე ვფიქრობდი, როდესაც ფედერაციამ ნაკრების გაწვრთნა შემომთავაზა. მაგრამ მეც არ ვარ გადამთიელი, მოთამაშეებთან ასევე მეგობრული და იგივე საფეხბურთო პრინციპების მიმდევარი ვარ.

- საკონტროლო მატჩები თუ დაგეგმეთ?

- პირველ შეკრებას 12 ან 13 მარტს თბილისში დავიწყებთ, 20 მარტს კი კვიპროსში ამ ქვეყნის 19-წლამდელებს შევხვდებით. მეორე შეკრება გვექნება აპრილში. სავარაუდოდ, 20 აპრილს პორტუგალიაში გავემგზავრებით და მეორე ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ.

P.S. შეგახსენებთ, რომ უეფას შტაბბინაში ჩატარებულ წილისყრაზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ჯგუფში მოხვდნენ ხორვატია, ავსტრია და ბოსნია. ტურნირს კი 25-30 მაისს ხორვატია უმასპინძლებს.

ოთარ კორღალიძე (დოსიე)

დაიბადა თბილისში 1959 წლის 2 სექტემბერს. იყო საკმაოდ წარმატებული მოთამაშე და ქართველი ფეხბურთელებიდან, ალბათ, ყველაზე მეტ კლუბში უთამაშია. 23-წლიანი კარიერის განმავლობაში 11 ქართული და უცხოური კლუბის ფორმა მოურგია, კარიერა კი 41 (?!) წლის ასაკში დაასრულა.

ბევრისთვის უცნობია, რომ ჩვენმა თავდამსხმელებმა ევროპულ ლიგებში საუკეთესო შედეგი ორჯერ აჩვენეს: 1991-92 წლების სეზონში მეტოქეთა კარი ოთარ კორღალიძემ 40-ჯერ აიღო, შემდეგ სეზონში კი მერაბ მეგრელაძემ - 41-ჯერ. მაგრამ "ოქროს ბურთის" პრიზი 5 წელიწადი არ თამაშდებოდა და ამის გამო კორღალიძე-მეგრელაძეს ეს პოპულარული ჯილდო არ მიუღიათ.

მოთამაშის კარიერა

1977 გურია (ლანჩხუთი) 18 (3)

1980 დინამო (თბილისი) 0 (0)

1981 ლოკომოტივი (თბ) ? (?)

1982-1986 ტორპედო (ქუთაისი) 154 (42)

1987-1988 დინამო (თბილისი) 29 (4)

1988-1989 გურია (ლანჩხუთი) 57 (8)

1990-1992 გურია (ლანჩხუთი) 84 (75)

1992-1993 ალაზანი (გურჯაანი) 27 (23)

1993 გურია (ლანჩხუთი) 5 (4)

1993-1994 კაზინო (ავსტრია) 3 (0)

1994-1995 ვინერი (ავსტრია) 17 (3)

1995 დინამო (თბილისი) 5 (1)

1995 ნეფთჩი (ბაქო) 4 (2)

1995-1996 ფლორა (ესტონეთი) 8 (3)

1996 გურია (ლანჩხუთი) 13 (2)

1997 ოდიში (ზუგდიდი) 3 (0)

2000 კურესაარე (ესტონეთი) 1 (0)

სამწვრთნელო კარიერა

ოთარ კორღალიძემ სამწვრთნელო კარიერა 1997 წელს დაიწყო და 2010 წლის ჩათვლით, ათამდე სხვადასხვა გუნდში მუშაობდა:

1997-99 - "არსენალი" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

1999-2000 - "დინამო" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2000-01 - "ფლორა" ტალინი (ასისტენტი)

2001-02 - "ლოკომოტივი" თბილისი (ასისტენტი)

2002-04 - "დინამო 2" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2003-04 - საქართველოს 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი

2005-06 - "კახეთი" თელავი (მთავარი მწვრთნელი)

2006-08 - "ზოოვეტი" თბილისი (მთავარი მწვრთნელი)

2008-09 - "სიონი" ბოლნისი (მთავარი მწვრთნელი)

2009-10 - "ოლიმპი" რუსთავი (მთავარი მწვრთნელი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zuzu
''სიმართლეს''!ბარათაშვილის ნაირი ქართველები ღმერთმა გვიმრავლოს.ეს კაცი პროფესიონალი ფეხბურთელი იყო და არც თუ ურიგო.შენ ისეთიუშეცდომო ხარ,რომ პირდაპირ ფრთები ამოგდის?! ტალახას კორუმპირებულობა არავის გაუგია და მაგ სიმართლით გატაროს უფალმა დარჩენილი ცხოვრება!!!
simartle
აბა წავიდა ფულის კეთება ბარათასშილს წამლის ფული ჭირდება
zuzu
მაგარი ტანდემია ოთარი და ლევანი! წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო!
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად