ფრანგულ სპორტულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სენტ-ანდრემ ეროვნულ გუნდში წარმოშობით ქართველი ცხრა ნომერი არ გამოიძახა
საფრანგეთის ნაკრები გასულ უქმეებზე პარიზში, "სტად დე ფრანსზე", ექვსი ერის გათამაშების გამოტოვებულ შეხვედრაში ირლანდიის ეროვნულ გუნდთან ფრეს დასჯერდა 17:17 და დიდი სლემის შესრულების შანსი დაკარგა.

მომდევნო მატჩს "ლე ბლო" კვირას ისევ პარიზში გამართავს და ამჯერად მეტოქე წინა წლებთან შედარებით ოდნავ დასუსტებული ინგლისის ნაკრები იქნება.

ფრანგთა თავკაცმა ფილიპ სენტ-ანდრემ საბრძოლო რაზმში ყველა ის მორაგბე იხმო, ვინც "სამყურებთან" ითამაშა.

ფრანგულ სპორტულ პრესაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ სენტ-ანდრემ ეროვნულ გუნდში არ გამოიძახა წარმოშობით ქართველი ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი. "იაშიმ", რომელმაც ტრავმის გამო ირლანდიასთან მატჩი გამოტოვა, გასულ უქმეებზე "ბიარიცის" შემადგენლობაში ითამაშა, ორი ლელო გაიტანა და გუნდს 25 ქულა მოუმატა. ბასკებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს და დივიზიონიდან გასავარდნ სახიფათო ზონას ოდნავ დაშორდნენ.

"დიმიტრი იაშვილის შესაძლებლობები კარგად ვიცით. ახლა გვინდა ჟულიენ დიუპიუიც ვნახოთ საქმეში. ის "სტად ფრანსეს" შემადგენლობაში შესანიშნავად ასპარეზობს და რით უნდა აგვეხსნა ახლა ნაკრებში მისი არგამოძახება?

აღსანიშნავია, რომ მას აქამდე "ლე ბლოს" შემადგენლობაში არაერთხელ უთამაშია ბრწყინვალედ. განსაკუთრებით მახსენდება ჟულიენის დებიუტი 2009 წელს, როცა საფრანგეთის ნაკრებმა ტულუზში სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს 20:13 მოუგო. აქამდე ჟულიენ დიუპიუის მხოლოდ ტრიბუნებზე ვხედავდით და გვინდა, ახლა მოედანზეც ვნახოთ.

ერთი სიტყვით, იაშვილს რომ არ ვუხმეთ, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მის კლუბს რევერანსი გავუკეთეთ. ჩვენთვის გასაგებია, რომ "ბიარიცს" უჭირს და "იაშის" დახმარება სჭირდება, მაგრამ მთავარი ყოველთვის ეროვნული გუნდი და მისი ინტერესებია." - თქვა საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ ანდრემ.

მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა დიდი სლემის შესრულების შანსი დაკარგეს, მათ მაინც შეუძლიათ ექვსი ერის მოგება. ინგლისთან მატჩის შემდეგ, ერთ კვირაში "ლე ბლო" სტუმრად დაუპირისპირდება უელსის ეროვნულ გუნდს. საფრანგეთის ნაკრებმა ორივე მატჩი უნდა მოიგოს.

საფრანგეთის ნაკრები

შერკინება: ჟან-ბატისტ პუ, ნიკოლა მასი, ვინსენ დებატი, დავიდ ატუბი, დიმიტრი სჟარჟევსკი, ვილიამ სერვა, პასკალ პაპე, იონ მაესტრი, ლიონელ ნალე, ტიერი დუსოტუარი, ჟულიენ ბონერი, იმანოლ არინორდოკი, ლუი პიკამოლი.

უკანა ხაზი: მორგან პარა, ჟულიენ დიუპიუი, ფრანსუა ტრინ-დუკი, ლიონელ ბუქსი, ვესლი ფოფანა, ორელიან რუჟერი, მაქსიმ მერმოსი, ვინსენ კლერი, ჟულიენ მალზიო, კლემან პუატრენო.

ექვსი ერი

სატურნირო მდგომარეობა

1. უელსი - 6 ქულა, 2. საფრანგეთი - 5, 3. ინგლისი - 4, 4. ირლანდია - 3, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

უელსი-იტალია, ირლანდია-შოტლანდია.

11 მარტი

საფრანგეთი-ინგლისი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა