ერიკ ჰარისონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი გახლავთ, რომელმაც თავის ოდინდელ შეგირდ რაიან გიგზს შეუთვალა...

ერიკ ჰარისონი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის ყოფილი მწვრთნელი გახლავთ, რომელმაც თავის ოდინდელ შეგირდ რაიან გიგზს შეუთვალა, როგორც კი უელსის ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდები, "იუნაიტედის" ფეხბურთელობასთან დამშვიდობება მოგიწევსო. შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს უელსმა ჩერნოგორიაში წააგო და გულგატეხილმა მწვრთნელმა ჯონ ტოშაკმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შემდეგ უელსელებმა ტოშაკის შემცვლელის ძიება დაიწყეს და უპირველეს ყოვლისა გიგზს მიადგნენ.

დაახლოებით ასეთი რამ გააკეთა თავის დროზე მარკ ჰიუზმაც. "ფულჰემის" დღევანდელი თავკაცი მაშინ "ბლექბერნში" ამთავრებდა მოთამაშის კარიერას. მან ჰარისონი თავის ერთ-ერთ უპირველეს მრჩევლად და მარჯვენა ხელად იგულა.

დღეს, როდესაც საქმე გიგზზე მიდგა, 72 წლის პედაგოგი, რომელმაც "92 წლის გამოშვებად" ცნობილი ფეხბურთელების ჯგუფი (დევიდ ბექჰემი, გიგზი, გარი ნევილი, პოლ სქოულზი და სხვა) აღზარდა, ამბობს, რომ ერთდროულად ნაკრების თავკაცობა და ფეხბურთის თამაში გამორიცხულია.

"ეს არ არის ადგილი სადაც შეიძლება კარგად მოკალათდე. ნაკრების ხელმძღვანელობა შეთავსებით გამორიცხულია. ადამიანი, რომელიც ამ თანამდებობას იბარებს ავტომატურად შუბის წვერზე ექცევა. ვფიქრობ, "მანჩესტერ იუნაიტედში" ფეხბურთის თამაში და იმავდროულად უელსის ნაკრების გაძღოლა გამორიცხულია, - თქვა ჰარისონმა, - მარკთან ერთად რომ ვმუშაობდი მთელს უელსში დავდიოდით და თითოეულ ფეხბურთელს, ყმაწვილსა თუ ზრდასრულს სათითაოდ ვსწავლობდით და ვაკვირდებოდით. ასე რომ, თუ რაიანს თანამდებობას სერიოზულად შესთავაზებენ, მას დიდი არჩევანის გაკეთება მოუწევს".

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა