ჩვენებურის "მაჰრამმა" დასავლეთ აზიის ასოციაციის თასის ნახევარფინალურ მატჩში "ზობ აჰანი" 100:86 დაამარცხა
ნიკა ცქიტიშვილის ბრწყინვალე თამაშის წყალობით ირანულმა "მაჰრამმა" დასავლეთ აზიის საკალათბურთო ასოციაციის თასის პირველ ნახევარფინალურ მატჩში "ზობ აჰანი" 100:86 დაამარცხა და ფინალში გასვლაზე განაცხადი გააკეთა.

ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და 18 ქულასთან ერთად 20 მოხსნა, 4 დაფარება და თითო ჩაჭრა–პასი მოაგროვა. ნიკამ ფარს არავინ გააკარა და თავისი გუნდის წარმატებაში ლომის წილი შეიტანა.

ცქიტიშვილი სასტარტო ხუთეულში იყო და როგორც უკვე ვთქვით, შეუცვლელად ითამაშა. "სკიტას" უკვე პირველი მეოთხედის შემდეგ 8 ქულა და 7 მოხსნა ჰქონდა.

ჩვენებურმა 11-იდან 7 ორქულიანი, 4-იდან 1 სამქულიანი და 2-იდან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ხუთჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30-ს უწია და თანაგუნდელთაგან იგი მხოლოდ სამად ბაჰრამის (32) ჩამორჩა, რომელმაც 27 ქულა, 5 მოხსნა და 5 პასი მიითვალა.

საპასუხო მატჩი "ზობ აჰანის" მოედანზე 12 მარტს გაიმართება. თუკი "მაჰრამი" იმარჯვებს, ფინალში გავა. არადა, მესამე, გადამწყვეტი მატჩი უკვე მაჰრამელთა მოედანზე დაინიშნება.

მეორე ნახევაფინალურ წყვილში ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა, ლიბანურმა "ალ რიადიმ" თანამემამულე "ჩემპვილს" დაძაბულ ბრძოლაში 104:100 მოუგო.

gbf.ge

[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის