"ბოსტონის" ფორვარდმა მოხსნების რაოდენობით შაკილ ო'ნილი ჩამოიტოვა უკან და მე-12 ადგილზე გადაინაცვლა
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გასული სათამაშო დღის მთავარი მოვლენა კევინ გარნეტის სტატისტიკური მიღწევა იყო: "ბოსტონის" ფორვარდმა მოხსნების რაოდენობით შაკილ ო'ნილი ჩამოიტოვა უკან და ლიგის ისტორიაში ამ მაჩვენებლით მე-12 ადგილზე გადაინაცვლა.

თანაც ეს შაკის დაბადების დღეზე გააკეთა. "ბოსტონი" საკუთარ მოედანზე ეთამაშებოდა "ჰიუსტონს" და მხოლოდ ოვერტაიმში შეძლო მისი დამარცხება. ეს "სელტიქსის" დიდი ტრიოს დამსახურება იყო - პირსმა, ალენმა და გარნეტმა ერთად 64 ქულა დააგროვეს.

"ბოსტონმა" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო და სულ მცირედით ჩამორჩება დივიზიონის ლიდერ "ფილადელფიას". "ჰიუსტონს" კი "მინესოტა" წამოეწია.

ასევე ოვერტაიმი ითამაშეს "დეტროიტმა" და "ლეიკერსმა". თითქოს რა ინტრიგა უნდა ჰქონოდა შეხვედრას, რომელშიც "პისტონზის" ორმა ლიდერმა ჯამში ორი (!) ქულა დააგროვა: ნაითმა საერთოდ ვერც ერთი ბურთი ვერ ჩააგდო, მონრომ კი ორი ქულა მიითვალა, თუმცა 15 მოხსნით მოიწონა თავი. მაგრამ "დეტროიტმა" მოიგო ეს შეხვედრა. ორი მიზეზის გამო: შეაჩერა ბრაიანტი, რომელმაც 26-იდან 18 სროლა ააცილა, მათ შორის - ცხრიდან შვიდი სამქულიანი; და მეორე: ბრწყინვალედ ითამაშა სტაკიმ, რომელმაც 34 ქულა დააგროვა.

ბრაიანტმა მაინც გამოიჩინა თავი, როცა სირენასთან ერთად ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, თუმცა იქ კალიფორნიელებს დიდად არ გამოუჩენიათ თავი.

ტაისონ ჩენდლერი დალასში დაბრუნდა და როგორც იქნა, საჩემპიონო ბეჭედი ჩაიბარა. ამის შემდეგ ნიუიორკელთა ცენტრი ჩრდილში მოექცა და მხოლოდ 6 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა მატჩი. იგივე სტატისტიკა ჰქონდა კარმელო ენტონის, რომელმაც თამაშიდან მხოლოდ ორჯერ ჩააგდო (12 ცდიდან).

მიუხედავად ამისა, სტაუდმაიერის მონდომებით "ნიქსი" ხუთი წუთით ადრე იგებდა კიდეც - 78:77, მაგრამ მასპინძლებმა სწრაფად მოუსპეს მეტოქეს ბრძოლის სურვილი - ნოვიცკის ცხრა და კიდის ხუთი ქულით "დალასი" 14:0 გაიქცა. ორ წუთზე ნაკლებ დროში 13 ქულის გაბათილება შეუძლებელი ჩანდა.

სანამ კრის ბოში ბებიის დაკრძალვაზე იყო წასული, "მაიამიმ" ზედიზედ ორი მატჩის წაგება მოასწრო - ასეთი რამ ბოლო სამი თვეა არ მომხდარა.

ამ მინი-კრიზისის დასაძლევად "ჰიტს" იოლი მეტოქე შეხვდა "ნიუ ჯერსის" სახით. ფლორიდელებმა არ შეიმჩნიეს მეტოქე და უკვე მეორე მეოთხედის სტარტზე სხვაობა 20 ქულას შეადგენდა, ხოლო მეორე ტაიმის დასაწყისში, მარიო ჩელმერსის სამქულიანის შემდეგ, სტუმრებისთვის ანგარიში უბრალოდ სამარცხვინო გახდა - 37:67.

"ფლორიდელებმა 40-ქულიან უპირატესობასაც მიაღწიეს, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა პრინციპული მნიშვნელობა. "მაიამის" კარგ განწყობაზე არ უმოქმედია დუეინ უეიდის ტრავმას. "ფლეშმა" ფეხი გადაიბრუნა, მაგრამ მატჩის შემდეგ ჟურნალისტები დაარწმუნა, რომ სერიოზული არაფერია და "ატლანტასთან" შემდეგი მატჩისთვის მწყობრში იქნება.

ინდიანა-ატლანტა 96:101

22:29, 32:29, 17:18, 25:25

ი: უესტი (24), გრეინჯერი (19+8 მოხსნა), ჰილი (15+6 მოხსნა), ჰიბერტი (13+8 მოხსნა), ჯორჯი (11+6 მოხსნა).

ა: სმიტი (27+9 მოხსნა), პარგო (16), უილიამსი (12+6 მოხსნა), ფაჩულია (12+10 მოხსნა).

ბოსტონი-ჰიუსტონი 97:92 (ო)

21:28, 25:12, 17:28, 21:16, 13:8

ბ: პირსი (30+6 მოხსნა), ალენი (21), გარნეტი (13+13 მოხსნა), რონდო (9+12 პასი+3 ჩაჭრა).

ჰ: სკოლა (18+14 მოხსნა), ლოური (18+7 მოხსნა+7 პასი), პარსონსი (12), დალემბერი (11+17 მოხსნა), მარტინი (11), დრაგიჩი (11+3 ჩაჭრა).

მაიამი-ნიუ ჯერსი 108:78

30:17, 34:20, 24:19, 20:22

მ: ჯეიმსი (21+9 მოხსნა+6 პასი), ბოში (20), უეიდი (13), კოული (13), ბატიე (11), პიტმანი (10+6 მოხსნა).

ნ-ჯ: დ. უილიამსი (16), ბრუქსი (12), პეტრო (11+8 მოხსნა).

შარლოტი-ორლანდო 100:84

15:25, 28:23, 29:23, 28:13

შ: მაგეტი (29+7 მოხსნა), ჰენდერსონი (16), ბიიომბო (10+15 მოხსნა+7 დაფარება), უოკერი (10+8 პასი).

ო: ჰოვარდი (15+17 მოხსნა), ანდერსონი (14+11 მოხსნა), რედიკი (14).

დეტროიტი-ლეიკერსი 88:85 (ო)

17:24, 28:17, 9:20, 24:17, 10:7

დ: სტაკი (34), გორდონი (15+5 მოხსნა+5 პასი), ჟერებკო (10+5 მოხსნა), მაქსიელი (10+10 მოხსნა), პრინსი (10), მონრო (2+15 მოხსნა).

ლ: ბინუმი (30+14 მოხსნა+3 დაფარება), ბრაიანტი (22+5 მოხსნა+7 პასი), გასოლი (20+10 არლქრპთ+6 პასი+5 დაფარება).

დალასი-ნიუ იორკი 95:85

27:15, 23:29, 27:19, 18:22

დ: ნოვიცკი (28), ბობუა (18), კიდი (15+6 მოხსნა).

ნ-ი: სტაუდმაიერი (26+7 მოხსნა), ლინი (14+7 პასი), ნოვაკი (13), ფილდსი (4+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა