ყოფილმა მეკარემ "ეშმაკების" საკლუბო ჟურნალთან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა
ედვინ ვან დერ სარი "ოლდ ტრეფორდზე" დაბრუნდა, ოღონდ მხოლოდ 90 წუთით, რათა კარიერის ორი უმთავრესი კლუბის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "აიაქსის" მატჩს დასწრებოდა. მან ინტერვიუ "ეშმაკების" საკლუბო ჟურნალს მისცა. მასალას მცირე შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორ ცხოვრობთ პენსიონერის სტატუსით?

- ნორმალურად. სიმართლე რომ გითხრათ, ბევრი წვრილმანი საქმე მაქვს, რომელსაც როგორც იქნა მოვკიდე ხელი. ფეხბურთს ჩემი დროის 80% მიჰქონდა. ახლა ნაკლებ დროს ვატარებ სასტუმროებში, გადაფრენებში, არც დაღლილზე დასვენებას ვუთმობ ამდენ დროს. სამაგიეროდ არც სადილობისას მეძინება ხოლმე, ფილმების ყურებასაც ვახერხებ და მიხარია, რომ არ მაქვს დილის ვარჯიშები და ღამეული თამაშები.

- რა საქმით ხართ დაკავებული?

- ამსტერდამში სპორტის მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხის მოსაპოვებლად ვსწავლობ. ამას გარდა, მე და ჩემი მეუღლე ჩვენი ფონდის დაარსებაზე ვმუშაობთ. ორი წლის წინ მას ტვინში უეცრად სისხლი ჩაექცა. ვცდილობთ, ამ დაავადების მსხვერპლთა დახმარებას. ვხვდებით ფიზიოთერაპევტებსა და ნეიროფსიქოლოგებს, რათა თანამშრომელთა შტატი დავაკომპლექტოთ. ფონდს ჩემს სახელს დავარქმევთ. ორიგინალურია, არა? (იღიმის). ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ერთხელ მივიღე მონაწილეობა მარათონში, რამდენჯერმე ტელევიზიას ვესტუმრე და სხვადასხვა ქვეყანაში ვიზიტი მქონდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ელჩის სტატუსით. აი, გოლფი კი სულ ორჯერ ვითამაშე.

- მანჩესტერელებთან თუ ურთიერთობთ?

- დიახ, სმს-ებითა და მესინჯერებით. 6 თებერვალს ლონდონში ვიყავი სერ ბობი ჩარლტონის დაჯილდოებაზე, სადაც ალექს ფერგიუსონი და დევიდ გილი ვნახე. "იუნაიტედი" 6 წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო და ამიტომ არ შეიძლება ასე უცბად ადგე და დაივიწყო. მანჩესტერში დღემდე მყავს მეგობრები.

- როგორ მოხვდით "აიაქსში"

- 18 წლისა ჩემი სოფლის გუნდში ვთამაშობდი. მაშინ "აიაქსის" ასაკობრივ გუნდებში ლუის ვან გაალი მუშაობდა, ვინც ერთხელ ბანქოს თამაშისას ჩემი მწვრთნელის პირისპირ აღმოჩნდა. მან ურჩია, რომ ჩემი თამაში ენახა. ვან გაალმა ჩემი ერთადერთი თამაში ნახა და "აიაქსში" მიმიწვია, სადაც ერთი საკონტროლო მატჩი ჩავატარე და კლუბთან პროფესიული კონტრაქტი გავაფორმე. 19 წლის ასაკში პირველი კონტრაქტი დაგვიანებული იყო, თუმცა მე დიდი ტალანტი არასოდეს ვყოფილვარ, ვის წარმატებებსაც თავიდანვე ელოდნენ.

- "აიაქსსა" და "იუნაიტედს" რამე საერთო თუ აქვთ?

- ახალგაზრდა, ნიჭიერ თაობასთან მუშაობის ტრადიცია. "აიაქსში" ეს პროცესი უფრო სწრაფად მიდის, რადგან იქაური ჩემპიონატი ჩამოუვარდება ინგლისისას.

შეხედეთ დენი უელბეკსა და ტომ კლევერლის. ისინი გუნდში უკვე დიდი ხანია არიან. ისინი ჯერ ქვედა დივიზიონებში გაუშვეს იჯარით და დაიბრუნეს, შემდეგ უკვე პრემიერლიგის კლუბებში მიაღებინეს გამოცდილება.

ახლა კი ისინი უკვე ძირითადი შემადგენლობისთვის იბრძვიან. "მანჩესტერში" ეს პროცესი უფრო ხანგრძლივია, სამაგიეროდ, ზეწოლა ფეხბურთელზე ნაკლებია. "აიაქსში" კი ის რაც შეგიძლია, მალევე უნდა უჩვენო. თუ ეს ვერ მოახერხე, შემდგომ დონეზე გადასვლა გაგიჭირდება.

- 1995 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგეთ გუნდთან ერთად, რომელიც მთლიანად შიდა სისტემაში აღზრდილი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული. რა შეგრძნება იყო ეს?

- რაღაც ამის მსგავსი გააკეთა "იუნაიტედმა" 1999 წელს. მაშინ მას აკადემიაში გამოზრდილი 7-8 ფეხბურთელი ჰყავდა. 1995 წლის გამარჯვება ფანტასტიკური იყო. მე დღემდე ინტენსიური ურთიერთობები მაქვს იმ შემადგენლობის ბიჭებთან.

- "იუნაიტედამდე" "იუვენტუსსა" და "ფულჰემში" ითამაშეთ. ამსტერდამის დატოვება არ გაგიჭირდათ?

- არც ისე. ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო, რათა კარიერაში პროგრესი მქონოდა. ამისთვის კი ძლიერ ჩემპიონატში ძლიერი ფეხბურთელების გვერდით თამაში მჭირდებოდა. უნდა გინდოდეს საკუთარი თავის გამოცადო, მზად ხარ თუ არა უფრო მეტისთვის.

- როგორ აფასებთ თქვენს კარიერას "იუნაიტედში"?

- იდეალური იყო - დიდებული დროითა და ტიტულების მთელი კოლექციით.

დოსიე

დაიბადა: 1970 წლის 29 ოქტომებრს

პოზიცია: მეკარე

საკლუბო კარიერა:

აიაქსი - 226 მატჩი, 1 გოლი

იუვენტუსი - 66 მატჩი

ფულჰემი - 127 მატჩი

მანჩესტერი - 266 მატჩი

ჰოლანდიის ნაკრები:

130 მატჩი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია დუბაის სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი