პოგბა სეზონის დასრულების შემდეგ "ოლდ ტრეფორდს" დატოვებს და სათამაშოდ სხვა ქვეყანას მიაშურებს
"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ ნისლიან ალბიონს 2009 წელს "ავრიდან" მიაშურა სათამაშოდ. დეკემბერ-იანვარში პოლს უსიამოვნება თავად სერ ალექს ფერგიუსონთან მოუვიდა. ბუნებრივია, ამის მერე მის მანჩესტერულ კარიერას წერტილი დაესვა.

პოგბა სეზონის დასრულების შემდეგ "ოლდ ტრეფორდს" დატოვებს და სათამაშოდ სხვა ქვეყანას მიაშურებსო (მით უფრო, რომ მას კონტრაქტის ვადა ეწურება), - ამტკიცებდა გუშინდელი "დეილი მეილი". ფეხბურთელით თურმე ტურინის "იუვენტუსია" დაინტერესებული.

"ბებერი ქალბატონი" მზადაა, 18 წლის ფრანგს ის პირობები შესთავაზოს, რაზეც მას "ეშმაკებმა" უარი უთხრეს - დაუნიშნოს კვირაში 20 ათასი ფუნტის ჯამაგირი. "ბიანკონერი" ფეხბურთელის აგენტ მინო რაიოლას ბონუსის სახით 1,7 მილიონ ფუნტს ჰპირდება. სწორედ ამიტომ ეჭვი გვღრღნის, რომ მთელი ეს აურზაური და ფეხბურთელის დაპირისპირება "იუნაიტედთან" სწორედ ეშმაკი იტალიელი აგენტის წამოწყებული უნდა იყოს.

მერტეზაკერი პოდოლსკის შეუჩნდა

"არსენალი" "კიოლნისა" და გერმანიის ნაკრების 26 წლის თავდამსხმელის, ლუკას პოდოლსკის გადაბირებას რომ გეგმავს, ჩვენს გაზეთს ამ თემაზე არაერთხელ დაუწერია.

ამ გეგმას არც თავად ჩრდილოლონდონელები მალავენ. ლოგიკურიც არის, რადგან არსენ ვენგერი მარუან შამახისა და ნიკლას ბენდტნერის გაშვებას გეგმავს. მათ ნაცვლად კი ერთი მაღალი კლასის თავდამსხმელის დამატება ყელზე ნამდვილად არ დაადგება. "მეთოფეთა" გერმანელი ცენტრალური მცველი გერმანულ გაზეთებს გამოუტყდა, რომ მეგობარს ამ საკითხზე ტელეფონით უკვე რამდენჯერმე შეეხმიანა. რა პოზიცია აქვს ლუკასს, ამაზე მერტეზაკერი დუმს.

იაგიელკა და როდუელი მზად არიან

მუხლის ტრავმით გამოწვეული ორთვიანი პაუზის შემდეგ "ევერტონის" მთავარ მწვრთნელ დევიდ მოიესს უკვე ამ უქმეებზე შეეძლება 29 წლის ცენტრალური მცველის, ფილ იაგიელკას გამოყენება.

ეს ცნობა მის გულს მალამოსავით დაედება, რადგან შაბათს "გუდისონ პარკს" მიჯრით ორი მარცხით გაავებული "ტოტენჰემი" სტუმრობს.

ლურჯებს არც შემდეგ ელით იოლი ცხოვრება - 13 მარტი "ლივერპული"-"ევერტონი" (გამოტოვებული თამაში), 17 მარტი "ევერტონი"-"სანდერლენდი" და 21 მარტი "არსენალი"-"ევერტონი". გამოცდილი სტოპერის თამაში უმძიმეს დაპირისპირებებში ლივერპულელთა დაცვას მეტ თავდაჯერებულობას შესძენს.

იაგიელკა უკვე იყო 27-ე ტურში "ქუინზ პარკთან" მატჩის განაცხადში, მაგრამ შოტლანდიელი დამრიგებელი მის გამოყენებას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გეგმავდა. ფეხბურთელმა ორშაბათს "ლივერპულისა" და "ევერტონის" რეზერვისტთა დაპირისპირებაში 90 წუთი ითამაშა.

ფილი არც სუნთქვის პრობლემას შეუწუხებია და არც ნატკენ მუხლს. მერსისაიდულ დერბიში ითამაშა 20 წლის საყრდენმა ჯეკ როდუელმაც. როგორც "ევერტონის" ფიზმომზადების მწვრთნელები აცხადებენ, ფეხბურთელები პრემიერლიგის დატვირთვებისთვის უკვე მზად არიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად