"ბარსელონამ" "ლევერკუზენი" 7:1 გაანადგურა, აპოელ-მა კი "ლიონს" პენალტების სერიაში აჯობა
რა შეიძლება ითქვას ლიონელ მესიზე? ალბათ, ახალი არაფერი. და მაინც თუ ელოდებით, ვერაფრით დაგეხმარებით. უბრალოდ, არ გვახსენდება კომპლიმენტი, არგენტინელზე ჯერ რომ არ თქმულა. სამხრეთამერიკელმა მორიგი სპექტაკლი შესთავაზა "კამპ ნოუზე" შეკრებილ მაყურებელს.

პეპ გვარდიოლას "ბარსელონასთან" პლეი ოფში დაპირისპირება მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე კლუბისთვის არ ნიშნავს გარანტიას, რომ ის აუცილებლად გამოვარდება.

"ლევერკუზენი" მათ შორის ნამდვილად არ არის. რა უნდა დაეპირისპირებინა გერმანიის ვიცე-ჩემპიონს მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი საკლუბო ჩემპიონისთვის? ამის წარმოდგენა ნამდვილად შეუძლებელი იყო. მაქსიმუმი, რასაც "ფარმაცევტები" შეიძლებოდა გასწვდენოდნენ, იყო დაპირისპირების ისე ჩამთავრება, რომ არ განადგურებულიყვნენ.

რობინ დუტის შეგირდებმა ესეც ვერ მოახერხეს. თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ მიჯრით გაშვებული გოლების შემდეგ ცოტა "აიჭრა" სტუმართა 20 წლის კარის დარაჯი ბენდ ლენო, რომელმაც "ბლაუგრანას" ორი გოლი პირადად აჩუქა. საერთო ჯამში მასზე აუგი მაინც არ დაგვცდება, რადგან მან 6-ჯერ გადაარჩინა საკუთარი გუნდი.

თამაშის დასრულებამდე ორი ინტრიგა იყო დარჩენილი: გაიტანდა თუ არა ერთ გოლს მაინც სტუმარი და მოახერხებდა თუ არა მესი ჩემპიონთა ლიგის აბსოლუტური რეკორდის დამყარებას - შეაგდებდა თუ არა მეხუთე გოლს. მესიმ 85-ე წუთზე თავისი მცირე ინტრიგა მოკლა, მატჩის დასრულებამდე წამებით ადრე კი გერმანელებმა ამ მხრივ მაინც "არ შეირცხვინეს თავი".

რაც შეეხება ნიქოზიაში გამართულ შეხვედრას: "გსპ სტადიუმზე" ანგარიში მასპინძლებმა პირველივე სერიოზული შეტევისას გახსნეს. მე-9 წუთზე ხარალამბიდესმა ბურთიანად შეაღწია საჯარიმოში და ვარდნაში შორეულ ძელთან მანდუკას გადააწოდა. რევეიერმა პასი ვერ ჩაჭრა. 31 წლის ბრაზილიელმა კი ახლოდან გაიტანა.

რაკი "ლიონს" შინ ანალოგიური ანგარიშით ჰქონდა მოგებული და მეტი გოლი აღარც გასულა, საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც ორი დარტყმა მოიგერია დიონისიოს ქიოტისმა და გუნდი 1/4-ფინალში გაიყვანა.

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. საპასუხო მატჩები

ბარსელონა-ლევერკუზენი 7:1 (3:1:) (იხილეთ ვიდეო)

ბარსელონა (4-3-1-2): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო, ადრიანო (63. მუნიესა) - ინიესტა (53. ტელიო), ბუსკეტსი, ჩავი (53. კეიტა) - ფაბრეგასი - მესი, პედრო

ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - შვააბი, ტოპრაკი, კადლეცი, კასტრო - რაინარტცი, როლფესი, ბენდერი (55. შიურლე), აუგუსტო (68. ოჩიპკა) - კისლინგი, დერდიოკი (55. ბელარაბი)

გოლები: 1:0 მესი (25), 2:0 მესი (43), 3:0 მესი (50), 4:0 ტელიო (55), 5:0 მესი (58), 6:0 ტელიო (62), 7:0 მესი (85) 7:1 ბელარაბი (90)

გაფრთხილება: კასტრო, როლფესი

კუთხური: 6-1; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 6-0; კარში დარტყმა: 14-2 (11-1); ბურთის ფლობა: 70%-30%.

მაყურებელი: 80 000

აპოელ-ლიონი 1:0 (0:1) პენ: 4:3

აპოელ (4-2-3-1): ხიოტისი - ჟორჟე, ოლივეირა, პურსაიტიდისი, ბოავენტურა - მორაიში, სოუზა (94. ალექსანდრუ) - ხარალამბიდესი (77. მარსინიო), მანდუკა, აილტონი - სოლარი (74. ტრიჩკოვსკი)

ლიონი (4-2-3-1): ლორისი - კრისი, კონე, რევეიერი, სისოხო - ჩელსტრიომი, გონალონი - ედერსონი (73. გომისი), ბასტოსი, ბრიანი (100. ლაკაზეტი) - ლოპესი

გოლები: 1:0 მანდუკა (9)

პენალტების სერია: ჩელსტრიომი 0:1 აილტონი 1:1; ლ. ლოპესი 1:2, მორაიში 2:2; გომისი 2:3, ალექსანდრუ 3:3; ლაკაზეტი 3:3 (მეკარე); ტრიჩკოვსკი 4:3, ბასტოსი 4:3 (მეკარე)

გაფრთხილება: მანდუკა, სოლარი, აილტონი, ბოავენტურა - კონე, ბასტოსი, გონალონი

გაძევება: მანდუკა 115

კუთხური: 2-11; ჯარიმა: 20-26; თამაშგარე: 6-4; კარში დარტყმა: 8-15 (3-8); ბურთის ფლობა: 47%-53%.

მაყურებელი: 22 000

მატჩის შემდეგ

ლიონელ მესი: ხუთი გოლის გატანა შესანიშნავია

კრისტიან ტელიო: ხოსეპ გვარდიოლამ დამავალა - ვყოფილიყავი ის, რაც ვარ

ხოსეპ გვარდიოლა: ლიონელ მესი ერთხელაც ექვს გოლს გაიტანს

რობინ დუტი: "ბარსელონა" იდეალურად თამაშობს

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა