საქართველოს ნაკრები რუმინეთში გაემგზავრა, სადაც 10 მარტს ერთა თასის მატჩში "სტეჟარს" დაუპირისპირდება
საქართველოს ნაკრები 8 მარტს გამთენიისას რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც შაბათს, 10 მარტს, "არკულ ტრიუმფალურზე" ერთა თასის გათამაშების მეოთხე ტურის მატჩში "სტეჟარს" დაუპირისპირდება.

ამ თამაშის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ შევჩერდებით. გარდა იმისა, რომ ერთა თასზე ეს გუნდები მუდამ ფავორიტები და, შესაბამისად, კონკურენტები არიან, რუმინელებს მსოფლიოს თასზე განცდილი მარცხისთვის რევანშის აღება სწყურიათ. ამასთან ერთად, ამ შეხვედრაში გამარჯვებულს წლევანდელ ტურნირში პირველობამდე ერთი ნაბიჯიღა დარჩება.

"ბორჯღალოსნებმა" ახალზელანდიელი თავკაცის, მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, 7 მარტს თბილისში "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ბოლო ვარჯიში გამართეს.

ტრადიციული მოთელვა გუნდმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე ჩაატარა. წვრთნა დილის ათ საათზე დაიწყო და ამ პროცედურას მორაგბეებმა თითქმის ოცი წუთი დაუთმეს.

შემდეგ ჰეიგმა გუნდი მორკინალების მოკლე დარტყმებსა და რაკში გადაყრაზე ავარჯიშა. შეტევაში ძირითადად ის მორაგბეები იყვნენ, რომლებიც, სავარაუდოდ, რუმინეთთან სასტარტო შემადგენლობაში ითამაშებენ. ესენია:

15. გიორგი შკინინი, 14. ალექსანდრე თოდუა 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

მერე "ბორჯღალოსნებმა" მინდვრის მოედანზე გადაინაცვლეს. პირობითად "ძირითადის მოთამაშეები" შერკინებიდან და დერეფნიდან შეტევის ორგანიზებას ცდილობდნენ. დანარჩენები კი წინააღმდეგობას უწევდნენ. ჰეიგი აქტიურად იყო ჩართული წვრთნაში და მორაგბეებს მხოლოდ ხელდახელ აბურთავებდა.

ბორჯღალოსნებმა ამის შემდეგ მეტოქის მიერ დაკიდებული ბურთის აღებასა და კონტრიერიშის წამოწყებაში ივარჯიშეს. ოციოდ წუთში გუნდებმა როლები გაცვალეს და ახლა ბურთი საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან "ძირითად შემადგენლობას" გამოჰქონდა ფეხით, რის შემდეგაც ცდილობდნენ ხაზი დროულად აეწიათ და ბურთიანი მეტოქისთვის მოქმედების არეალი შეეზღუდათ.

ვარჯიშის დასასრულს დამრტყმელებმა და უკანახაზელებმა ფეხით თამაშში ივარჯიშეს.

ვასილ აბაშიძე, საქართველოს ნაკრების მენეჯერი:

"რუმინეთის ნაკრები ტრადიციულად რთული მეტოქეა. ბუქარესტში მძიმე თამაში გველის. ამ გუნდთან მატჩში ასპარეზობის ბოლომდე მუდამ გაურკვეველი იყო, გამარჯვება ვის დარჩებოდა. ასე იქნება ახლაც.

სამწუხაროდ, კლუბებთან შექმნილი პრობლემების გამო გუნდს დააკლდა ორი წამყვანი მოთამაშე: ლევან დათუნაშვილი და დავით ხინჩაგიშვილი. მიუხედავად ამისა, განწყობა, როგორც ყოველთვის, საბრძოლოა და ბუქარესტში მხოლოდ გამარჯვებისთვის მივდივართ".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები რუმინეთის ეროვნულ გუნდს ბუქარესტში შაბათს, თბილისის დროით 19 საათზე დაუპირისპირდება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრები: 15. გიორგი შკინინი (არმია), 14. ალექსანდრე თოდუა (ლელო), 13. დავით კაჭარავა (ნიცა), 12. მერაბ შარიქაძე (გლოსტერი), 11. ირაკლი მაჩხანელი (სენტ ეტიენი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (სენ ჟუნიენი), 9. ირაკლი აბუსერიძე (ოსერი). 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი (ორივე-ბრივი), 3. დავით ქუბრიაშვილი (ტულონი), 4. გიორგი ნემსაძე (ვალანს დაჟენი), 5. გიორგი ჩხაიძე (სენ ჟუნიენი), 6. შალვა სუთიაშვილი (მასი), 7. ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), 8. მამუკა გორგოძე (მონპელიე).

16. რეზო ბელქანია (ლა სეინი), 17. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), 18. დიმიტრი ბასილაია (ვალანს დაჟენი), 19. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), 20. გიორგი ბეგაძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. თედო ზიბზიბაძე (პერიგო). 23. ბექა ბიწაძე (არმია), 24. ბექა წიკლაური (გდინია).

რუმინეთის ნაკრები: შერკინება: ანდრეი ურსაკე, ანდრეი რადოი, მიჰაი მაკოვეი, (სამივე-ბაია მარე), მიჰაიტა ლაზარი, ვალენტინ ურსაკე (ორივე-ექსი), პეტრუ ტამბა, ვლად ბადალიჩესკუ, ფლავიუს დობრე, მიჰაიტა ადასკალიტეი, კოზმინ რატიუ (ყველა-დინამო), პაულიკა იონი (ლონდონ აირიში), მარიუს ტინკუ (პერპინიანი), კრისატიან პეტრე (სენტ ეტიენი), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), ალინ კოსტე (ბურგ ან ბრესი), ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), დანიელ კარპო (ტიმიშოარა), ანდრეი გორჩიოაია (სარასენზი), ბოგდან პეტრანუ (ფარული).

უკნა ხაზი: ფლორინ სურუჯუ (ბუქარესტი), ვალენტინ კალაფეტეანუ, მადალინ ლემნარუ, (ორივე-ტიმიშოარა), დანუც დუმბრავა, ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), დორინ მანოლე (ორტეზი), ჩაბა გალი, კრისტიან დინსი, გეორგ კატუნა, იონუც ნიაკსუ (ოთხივე-ბაია მარე), კონსტანტინ გეარა, ადრიან აპოსტოლი (ორივე-ფარული), კატალინ ნიკოლაე (დინამო), იულიან დუმიტრაში (ლურდი).

ერთა თასი 2012

თ მ ფ წ ბ ქ

1.რუმინეთი 2 2 0 0 +33 9

2.ესპანეთი 2 2 0 0 +42 9

3.საქართველო 2 1 0 1 +18 6

4.რუსეთი 2 1 0 1 -24 4

5.პორტუგალია 3 0 0 3 -34 2

6.უკრაინა 1 0 0 1 -35 0

ორი წლის ჯამი

თ მ ფ წ ბ ქ

1.საქართველო 7 6 0 1 +151 28

2.რუმინეთი 7 5 0 2 +130 25

3.ესპანეთი 7 4 0 3 -41 19

4.პორტუგალია 8 3 0 5 -19 16

5.რუსეთი 7 3 0 4 -22 15

6.უკრაინა 6 0 0 6 -199 0

IV ტური

10 მარტი

რუმინეთი-საქართველო

პორტუგალია-ესპანეთი

რუსეთი-უკრაინა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

karlsoni
ერთი შენიშვნა - ყველა ჟურნალისტის ინტერვიუს იღებს გორგოძისგან , კჭისგა, აბუ და მაჩხანელი. ერთი ორჯერ სხვებსაც რო დაეკითხოთ აზრი ურიგო არ იქნება;) ნატიაშვილმა ლელო დადო, ვიტომ პორტუგალიასთან საუკეთესოდ ითამაშა, სუთიაშვილი საფრანგეთის ნაკრებს ესპარინგა და მგონი მაგათთან ინტერვიუ არ იქნება ცუდი;)
"ეს მარიხუანას გამო მოხდა... ვისაც დავეხმარე, იმან გამყიდა" - შარიქაძემ dailymail-თან დისკვალიფიკაციის მიზეზზე ისაუბრა
მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ მერაბ შარიქაძე 11-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა