"რეინჯერსის" რიგი მეწილეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ კლუბს გარდაუვალი ლიკვიდაცია ელის, საფუძველს მოკლებულია
"რეინჯერსის" ყოფილმა დირექტორმა პოლ მიურეიმ ოფიციალურად განაცხადა კონსორციუმ "ლურჯი რაინდების" დაარსების შესახებ, რომელიც მიზნად ისახავს, კლუბი ამჟამინდელი მფლობელის, კრეიგ უაიტისგან გამოისყიდოს.

"ჩაფრების" მოქმედი ადმინისტრაცია მიურეისა და მისი ბიზნესპარტნიორებისგან ოფიციალურ წინადადებას უახლოეს დღეებში მიიღებს. მიურეის თქმით, "რეინჯერსის" რიგი მეწილეების მტკიცება იმის თაობაზე, რომ კლუბს გარდაუვალი ლიკვიდაცია ელის, საფუძველს მოკლებულია. ამასთან, ის აცხადებს, რომ როდის გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის და რა სახის ვერდიქტს გამოიტანს მსგავსი დავების განმხილველი სპეციალური ტრიბუნალი.

ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გადაწყვეტს თემიდა კომპანია "ტიკეტუსის" მიერ "რეინჯერსის" სახელზე გაცემული 24 მილიონი ფუნტის სესხზე, რომლის დაფარვას უაიტი სეზონური აბონემენტების გაყიდვიდან მიღებული ფულით ვარაუდობდა და რისი საბუთებიც კლუბის ბუღალტერიაში საერთოდ არ არის გატარებული. "რეინჯერსის" ამჟამინდელი მმართველები კომპანია Duff and Phelps-დან აცხადებენ, რომ ბოლო ვადა, როცა ისინი კლუბის შეძენაზე განაცხადს მიიღებენ, 16 მარტია.

"ბატონები პოლ კლარკი და დევიდ უაიტჰაუზი "რეინჯერსში" უკვე 3 კვირაა, რაც ინტენსიურად მუშაობენ. ამ დროის განმავლობაში მათ უკვე სამჯერ შევხვდი. ისინი შემპირდნენ, რომ მაქსიმალურ ინფორმაციას მომაწოდებენ კლუბში არსებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ჩემი აზრით, გამოსავალის მონახვა ნამდვილად შეიძლება. მათ შეშფოთებას ვეთანხმები, მაგრამ ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ კლუბს გარდაუვალი კრახი ელის. კლარკთან და უაიტჰაუზთან კონსულტაციების შემდეგ მე უკვე დავიწყე მოლაპარაკებები კრედიტორებთან," - აცხადებს მიურეი.

სიტუაციას მეტისმეტად ართულებს გაწელილი მოლაპარაკებები კლუბის ადმინისტრაციასა და ფეხბურთელებს შორის. უკანასკნელთაგან ითხოვენ, რომ თავისი ნებით თქვან უარი ანაზღაურების სოლიდურ ნაწილზე - ყველაზე ძვირადანაზღაურებადი ფეხბურთელებისგან 75%-ზე, საშუალო ხელფასის მქონეთაგან - 50%-ზე და ყველაზე დაბალხელფასიანთაგან - 25%-ზე.

ბუნებრივია, ეს მხოლოდ დაუდასტურებელი ინფორმაციაა. გეგმა ასეთი იყო: თუკი ყველაფერი გამოვიდოდა, "რეინჯერსს" "აიბროქსზე" და საწვრთნელ ბაზა "მიურეი პარკზე" კადრების შემცირება არ მოუწევდა. თუმცა ფეხბურთელთა უმეტესობა უარზეა. მათ თავიანთი მოთხოვნები აქვთ. სანაცვლოდ ზოგი ზაფხულზე თავისუფალი აგენტის სტატუსს ითხოვს, ზოგი - კონტრაქტში შემცირებული სატრანსფერო ღირებულების დაფიქსირებას. ჯერჯერობით არც ერთ ფეხბურთელთან მოლაპარაკებას შედეგი არ გამოუღია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე