იტალიელი უკვე 38 წლის არის, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, ფეხბურთის თამაშს კიდევ ორი-სამი წელი აპირებს
ფილიპო ინძაგი უკვე 38 წლის არის, მაგრამ როგორც თავად აცხადებს, ფეხბურთის თამაშს კიდევ ორი-სამი წელი აპირებს.

შესაბამისად, ზაფხულში ახალი გუნდის მოძებნა მოუწევს, რადგან "მილანში" მისი ადგილი უბრალოდ აღარ არის. თუ აქამდე ხათრით აჩერებდნენ და ხანდახან განაცხადშიც შეჰყავდა მასიმილიანო ალეგრის, ამჯერად პირდაპირ განაცხადა, რომ პიპომ სხვაგან გადასვლაზე უნდა იფიქროს. ინძაგის ძალიან კი უნდა კარიერის "მილანში" დასრულება, მაგრამ მაშინ ზაფხულშივე უნდა ჩამოკიდოს ბუცები ლურსმანზე. რადგან თამაშის გაგრძელება სურს, მაშინ სხვა გუნდი უნდა მოძებნოს.

და აი, "გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფილიპოს გადაბირებით "ატალანტას" მესვეურები არიან დაინტერესებულნი და მზად არიან ვეტერანს ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმონ.

ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, პიპო აქტიურად ჩაება მოლაპარაკების პროცესში და ჯერჯერობით ყველაფერი შეთანხმებისკენ მიდის. ასე რომ, დიდია შანსი, მომდევნო სეზონიდან ინძაგი შავ-ლურჯი მაისურით ვიხილოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა