ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა: მოვიგეთ, ფეოლა...

ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა: მოვიგეთ, ფეოლა...

"ბარსამ" "ლევერკუზენს", არსებობის ისტორიაში, ევროტურნირებზე ყველაზე დიდი მარცხი აგემა
ვფიქრობთ, აქ და ახლა უადგილო და ცოტათი სასაცილოც იქნება იმაზე ლაპარაკი, თუ რა კარგი გუნდია "ბარსელონა", ან რამდენად სუსტია "ბაიერი" კატალონიურ გრანდთან შედარებით.

ამიტომაც მხოლოდ და მხოლოდ საინტერესო ფაქტები: "ბარსამ" "ლევერკუზენს", არსებობის ისტორიაში, ევროტურნირებზე ყველაზე დიდი მარცხი აგემა; ლიონელ მესიმ ხუთი გოლი გაიტანა, რითაც ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა. დანარჩენი ორი გოლი კი კრისტიან ტელიოს ანგარიშზეა, რომელიც გუშინწინ ჩემპიონთა ლიგაში პირველად თამაშობდა. "ლევერკუზენმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 8 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაუშვა; "ბარსას" "ნოუ კამპზე" უკვე 50-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და წინა ოთხი სეზონის დარად, ამჯერადაც მეოთხედფინალშია; "ლევერკუზენს" ჩემპიონთა ლიგაში გასვლითი მატჩი 2002 წლის შემდეგ აღარ მოუგია, არადა, ამ ხნის განმავლობაში სტუმრად 13 მატჩი ჩაატარა.

რეაქციები

რუდი ფიოლერი ("ლევერკუზენის" სპორტული დირექტორი): "როცა ერთ ტაიმში ხუთ გოლს გაგიტანენ, კარგს ვერაფერს იტყვი. მეორე ნახევარში სამარცხვინოდ ვთვლემდით. არადა, პირველ 45 წუთში ცუდად ნამდვილად არ გვითამაშია. "ნოუ კამპზე" წაგება კატასტროფა ჩვენთვის კი არა, სუპერგრანდებისთვის არ არის ხოლმე, მაგრამ 7:1 მართლა ნამეტანია..."

რობინ დუტი ("ლევერკუზენის" მწვრთნელი): "ახლა არ დაიწყოთ გერმანული ფეხბურთის დაკნინება და ბუნდესლიგის კრიტიკა. "ვალენსია" ჩვენს ჯგუფში იყო და "ბარსასთან" 1:5 დამარცხდა...

ესპანურ კლუბებთან გერმანელების 8:0-ებიც მახსოვს! ასე რომ, ამ მარცხის გამო გერმანული ფეხბურთის ეჭვქვეშ დაყენება უადგილოა. ჰო, 1:7 ძალიან ცუდად ჟღერს, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ბარსელონა" არაჩვეულებრივი გუნდია. იმისათვის, რომ "ბარსა" დაამარცხო, ყველაფერში უნდა გაგიმართლოს. კატალონიელებს კი ეს არ სჭირდებათ..."

სიმონ როლფესი (ლევერკუზენი): "შევეცადეთ, პირველ მატჩთან შედარებით, უფრო თამამად გვეთამაშა, მაგრამ პირველივე ტაიმში გამოჩნდა, რომ სასტიკად დავისაჯეთ. მეორე ტაიმი კი უკვე ჯოჯოხეთი იყო. ვფიქრობ, მარტო იმაზე უნდა გვეფიქრა, რომ რაც შეიძლება ცოტა გოლი გაგვეშვა."

პეპ გვარდიოლა ("ბარსელონას" მწვრთნელი): "მესი გენიალურია და მე ბედნიერი ვარ, რომ ამ ფეხბურთელს ვწვრთნი. მიხარია, რომ მიუხედავად პირველი შეხვედრის დამაჯერებლად მოგებისა, ჩემმა გუნდმა მაინც მაქსიმალური კონცენტრაციით ითამაშა. მადლობა ბიჭებს!"

TOP ფეხბურთელი

ლიონელ მესი (ბარსელონა)

ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ "ლევერკუზენს" მარტო მესიც ეყოფოდა. ერთ მატჩში ხუთი გოლი, თანაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, მართლაც ნამეტანია. არგენტინელს ევროპის ელიტურ საკლუბო ლიგაში ახლა 64 მატჩში უკვე 49 გოლი აქვს გატანილი, კონკრეტულად ამ სეზონში კი, 49 ოფიციალურ შეხვედრაში 53 (!) გოლი შეაგდო (აქედან, 12 ჩემპიონთა ლიგაში).

FLOP ფეხბურთელი

გონსალო კასტრო (ლევერკუზენი)

ამჯერად მარჯვენა მცველის პოზიციაზე გამწესებულ კასტროს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში ჰქონდა სერიოზული პრობლემები, რადგან ინიესტას ვერაფერს უხერხებდა. მეორე ნახევარში კი მისი საცოდაობის ყურება უკვე მართლა შეუძლებელი გახლდათ - კატალონიელები მის ფლანგზე ისე დანავარდობდნენ, როგორც უნდოდათ. კასტრო თვით ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტმა ტელომაც მაგრად დაჩაგრა.

ტაქტიკა-სტრატეგია

გვარდიოლამ "სპორტინგთან" 3:1-ზე მოგებული მატჩის შემდეგ ძირითადი შემადგენლობა ოდნავ შეცვალა: კვენკასა და კეიტას ნაცვლად, სასტარტოში მესი (პრიმერადივიზიონში დისკვალიფიცირებული გახლდათ) და ბუსკეტსი ვიხილეთ. პუიოლი, ტიაგო ალკანტარა, აბიდალი და სანჩესი ტრავმირებულები იყვნენ, ისევე, როგორც ვილია, აფელაი და ფონტასი, რომლებიც უკვე დიდი ხანია, ლაზარეთში არიან.

"ლევერკუზენის" თავკაცმა დუტმა კი 4-3-2-1 ტაქტიკური სქემა აირჩია და გასულ უქმეებზე, "ბაიერნთან" მოგებული (2:0) მატჩისგან განსხვავებით, ფრიდრიხისა და შიურლეს ნაცვლად, სასტარტოში როლფესი და დერდიოკი ათამაშა. სხვათა შორის, წელს შიურლე პირველად არ იყო "ბაიერის" ძირითადში. გარდა ამისა, დუტმა შვააბი დაცვის მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში გადასწია, მისი პოზიცია კი კასტროს ჩააბარა. ჩორლუკა, და კოშტა, სემი, ბალაკი, ბარნეტა და ადლერი ტრავმირებულები არიან.

ანალიზი

რაც უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ლევერკუზენელებს თამაში არ დაუწყიათ სამარცხვინოდ. მართალია, ბურთი იშვიათად ჰქონდათ, სამაგიეროდ, მოედნის ცენტრში პოზიციურად სწორად იდგნენ და როგორც შეეძლოთ, ბარსელონელებს დერეფნებს უკეტავდნენ. მერე და მერე კი პოზიციური შეცდომების დაშვება დაიწყეს. "ბარსამ" კი ისევ ცივსისხლიანად დაიწყო ამ შეცდომების გამოყენება.

ლევერკუზენელთა მოძრაობა და პრესინგი მოედნის ცენტრში აშკარად სარისკო იყო და იგრძნობოდა, რომ დუტის გუნდს ასეთი სტრატეგია კარგს არაფერს უქადდა.

თუკი ბურთს მოიპოვებდნენ, გერმანელები სწრაფად ცდილობდნენ შეტევაზე გადასვლას და თან მეტწილად ერთი გრძელი პასით. სხვა საქმეა, რომ ამ ისედაც იშვიათი პასების უმრავლესობა არაზუსტი გახლდათ. პირველი ტაიმის ბოლო ხუთ წუთში და მეორე ნახევარში "ლევერკუზენის" ნორმალური ფეხბურთი დამთავრდა - ჩავის და ფაბრეგასის სიღრმისეულმა პასებმა "ბაიერი" "მარტივ მამრავლებად დაშალა".

ფეხბურთი, რომელიც "ლევერკუზენმა" 42-იდან 62-ე წუთამდე ითამაშა, ჩემპიონთა ლიგის დონეს არ აკმაყოფილებს. "ბარსელონა" კი ფორმაშია და ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლას აგრძელებს.

დასკვნა

"ლევერკუზენი" მე-40 წუთამდე თავს ნორმალურად იცავდა, მერე კი გერმანელებს ესეც დაეზარათ და თან კლასებს შორისაც იმდენად დიდი განსხვავება იყო, რომ საბოლოო ჯამში 7:1 ლოგიკური შედეგია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე

პსჟ სიაში მესამეა - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა

ბერნალს 382 დღე გაუცდა და "ბარსელონამ" კონტრაქტი გაუხანგრძლივა

კონტე: "მილანთან" დავმარცხდით და არა რომელიმე აუტსაიდერთან

"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში

გოჩოლეიშვილის კარგი მატჩი - "ჰამბურგი" "უნიონს" ფრედ ეთამაშა

[VIDEO] დრამა "სენტ ჯეიმს პარკზე" - "არსენალმა "ნიუკასლს" ბოლო 10 წუთში თამაში შემოუტრიალა

წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

იური ტაბატაძე შეცვალეს - "კადისი" "სეუტასთან" ფრეს დასჯერდა

გოგლიჩიძე ისევ არ ათამაშეს - "უდინეზე" დამარცხდა

"დარწმუნებული ვარ, სიტუაციის შეცვლა შემიძლია" - ამორიმი "ბრენტფორდთან" მარცხის შემდეგ

"ვესტ ჰემმა" პოტერი გაათავისუფლა - "ჩაქუჩები" ეშპირიტუ სანტუმ ჩაიბარა

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა

ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"

ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

[VIDEO] ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "სპორტინგმა" "ნაპოლიმდე" "ეშტორილს" სძლია

"[VIDEO] ბარსელონასთან" მატჩის წინ ხვიჩამ ტრავმა მიიღო - პსჟ-მ "ოსერს" მცველების გოლებით მოუგო

მიქაუტაძის 73 წუთი - "ვილიარეალმა" "ატლეტიკი" დაამარცხა და ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა

დავითაშვილი შეცვალეს - "სენტ-ეტიენი" სახლში "გენგამთან" დამარცხდა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ