კვიპროსული ფეხბურთის საღამო
"თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამაო", - სავარაუდოდ ამასაც ფიქრობდნენ აპოელ-ის ფეხბურთელები, როცა "ლიონის" დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გასვლას ზეიმობდნენ და ცხადია, მეორე თხაში "ანორთოსისს" გულისხმობდნენ. ვისაც შარშანწინ ამ უკანასკნელის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა სასწაული ეგონა, თემურ ქეცბაიას მაშინდელი გუნდის ის წარმატება ჟურნალი ყოფილა, კინოს კი ამ სეზონში ვუყურებთ: ნიქოზიის აპოელ-მა ევროპული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი სენსაცია გამოაცხო და რაღა დამატება უნდა, მაგრამ მაინც, პირველი კვიპროსული გუნდია, რომელიც ევროპის რვა საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა.

დიონისის ქიოტისმა პენალტების სერიაში ორი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ცხადია, მატჩის გმირიც სწორედ ის არის. თუმცა არც გუსტავო მანდუკას უმნიშვნელოვანესი გოლი უნდა დაგვავიწყდეს, რომლის წყალობითაც კვიპროსელები ადრევე დაწინაურდნენ და მერე შეხვედრა პენალტების სერიამდე მიიყვანეს. სხვათა შორის, 115-ე წუთიდან ნიქოზიელები კაცნაკლულები თამაშობდნენ - მოედანი ნაადრევად სწორედ მანდუკამ დატოვა.

ფრანგულ გრანდს ანგარიშის გათანაბრების საუკეთესო შანსი 25-ე წუთზე ჰქონდა, მაგრამ ქიოტისმა თავისიანები შესანიშნავი რეფლექსით იხსნა. საერთო ჯამში კი უნდა ითქვას, რომ აპოელ-ის ფეხბურთელები თამაშს თავიდან ბოლომდე თითქმის უპრობლემოდ აკონტროლებდნენ. მეტიც: მეორე ტაიმში "ლიონს" გაუმართლა კიდეც, როცა ხარალამბიდისის საჯარიმო დარტყმის შემდეგ სისოხომ ბურთს მიმართულება უნებლიეთ საკუთარი კარისკენ შეუცვალა - ბურთი ძელს მოხვდა.

რეაქციები

ივან იოვანოვიჩი (აპოელ-ის მწვრთნელი): "აპოელ-ის ისტორიაში ნოქოზიელი ფანებისთვის და ზოგადად კვიპროსული ფეხბურთისთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანი, ზღაპრული საღამოა. ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასე შორს გავიდოდით, მაგრამ როდესაც ასეთი მებრძოლი და თავდაჯერებული ფეხბურთელები გყავს, როდესაც ასეთი ფანტასტიკური ფანები გყავს, როგორც ხედავთ, ყველაფერი შესაძლებელია.

თამაშის წინ შეგირდებს ვუთხარი, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად სრულყოფილი ფეხბურთის თამაში გვჭირდება-მეთქი. ბიჭებმა დღეს ძალიან ბევრი ირბინეს და ორთაბრძოლებს ერთი ამოსუნთქვით იგებდნენ. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ ფეხბურთელებმა, რომლებმაც პენალტები დაარტყეს, თვითონ გამოთქვეს ამის სურვილი. ჩვენ ვიმსახურებდით ამ გამარჯვებას, რადგან ძალიან ბევრი ვიშრომეთ. მე კი ბედნიერი ვარ, რომ ამ ზღაპრის მონაწილე გავხდი."

რემი გარდი ("ლიონის" მწვრთნელი): "დღევანდელი საღამო ჩემთვის უდიდესი იმედგაცრუებაა. ჰო, აპოელ-ი არ არის ევროპის გრანდი, მაგრამ თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ეს გუნდი მერვედფინალშიც დამსახურებულად გავიდა და დღესაც დამსახურებულად გაიმარჯვა, ასეთი რამ კი შემთხვევით ნამდვილად არ ხდება. ყველანი საშინელ ხასიათზე ვართ, მაგრამ ახლა დეპრესიაში ჩავარდნის დრო არ არის, საფრანგეთის ჩემპიონატი ხომ გრძელდება. წინ საფრანგეთის ლიგის თასის და თასის მატჩები გვაქვს, რაც ბიჭებისთვის საკმარისი მოტივაცია უნდა იყოს."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს