ლეგენდა მესიზე, რომელიც ჯერ რაღაც 24 წლისაა, გრძელდება - "ლევერკუზენის" კარში გატანილმა ხუთმა გოლმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაწერა
7:1-ის შემდეგ რუდი ფიოლერმა თქვა: "ახლა უკვე მესი იმ ლიგაში თამაშობს, სადაც მხოლოდ პელე და მარადონაა". მართლაც, პატარა არგენტინელმა ჯადოქარმა ხუთი გოლის გატანით კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა საფეხბურთო ევროპა.

მოდი, მესის ბრწყინვალე კარიერას, რომელიც ჯერ მხოლოდ იწყება, კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი - ციფრები მრავლისმეტყველია.

ლეგენდა მესიზე, რომელიც ჯერ რაღაც 24 წლისაა, გრძელდება - "ლევერკუზენის" კარში გატანილმა ხუთმა გოლმა ჩემპიონთა ლიგის ისტორია გადაწერა.

3 - ახლა მესის ანგარიშზე სამი ჰეთ თრიკია ჩემპიონთა ლიგაზე. ის ამ მაჩვენებლით ფილიპო ინძაგის გაუთანაბრდა. ჩემპიონთა ლიგაზე აქამდე მხოლოდ "ბარსას" 3 ფეხბურთელს გაუტანია ჰეთ თრიკი - რივალდოს, რონალდინიოსა და სამუელ ეტოოს. მესი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ სეზონში ორი ჰეთ თრიკი გაიტანა.

3 - წლის დასაწყისში არგენტინელმა ზედიზედ მესამედ მოიგო "ოქროს ბურთის" პრიზი. ამ მაჩვენებლით მესი მიშელ პლატინის, იოჰან კრუიფს და მარკო ვან ბასტენს გაუთანაბრდა.

4 - მეოთხე სეზონია ლეო მესი ლიდერობს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავაში. პირველი სამი არგენტინელმა უკვე მოიგო და ახლაც, 12 გოლით უპირობო ფავორიტია. ერთადერთი, ვინც 4-ჯერ მოახერხა ამ ტურნირის ბომბარდირობა, "ბაიერნის" ლეგენდა გერდ მიულერია. თუმცა გერმანელი ორჯერ თანაბომბარდირი იყო, მესის კი ბომბარდირობა არავისთან გაუზიარებია.

5 - არგენტინელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მატჩში 5 გოლი გაიტანა. ამ ტურნირის წინამორბედში - ევროპის თასზე "აიაქსის" სორენ ლერბიმ (1979 წ.) გაიტანა თამაშში ხუთი გოლი. "ბარსელონას" ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც თამაშში ხუთი გოლი გაიტანა (ნებისმიერ ოფიციალურ მატჩში), იყო ზალდუა (1965 წ).

6 - როსარიოელმა ამ სეზონში "ბარსას" მაისურით 6 სხვადასხვა ტურნირში მოახერხა გატანა: ლა ლიგაში, კოპაზე, სუპერკოპაზე, ევროპის სუპერთასზე, ჩემპიონთა ლიგაზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში. თუმცა ის ერთადერთი არ არის "ბარსელონაში". პედრომაც მოახერხა 6 სხვადასხვა ტურნირში გატანა.

10 - Goal.com-მა არგენტინელს "ლევერკუზენთან" მატჩში იშვიათი შეფასება - 10-იანი დაუწერა 10-ბალიანი შეფასებით.

12 - ამ სეზონში მესის ანგარიშზე ჩემპიონთა ლიგაზე 12 გოლია და ის კიდევ აგრძელებს თამაშს ტურნირზე. ამით მესიმ უკვე მიაღწია თავისსავე შარშანდელ შედეგს და გაიმეორა რუუდ ვან ნისტელროის მიღწევა 2002/03 წლების ჩემპიონთა ლიგაზე.

18 - რაც კატალონიურ გუნდში დაიწყო თამაში, მესიმ 18 საკლუბო ტიტული მოიგო.

22 - მას შემდეგ, რაც შვეიცარიის ნაკრების კარში მან ჰეთ თრიკი შეასრულა, ეროვნულ გუნდში მესის 22 გოლი დაუგროვდა.

24 - ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების სტადიაში მესის ანგარიშზე უკვე 24 გოლია, რაც ყველა დროის რეკორდია.

49 - სულ არგენტინელმა ჩემპიონთა ლიგაზე 49 გოლი გაიტანა. ის უკვე გასცდა ალექს დელ პიეროს (44), ფილიპო ინძაგის (46), ეუსებიოს (47) და ანდრეი შევჩენკოს (48) და ეს ყველაფერი ერთ მატჩში მოახერხა! ის დაეწია "რეალის" ლეგენდას ალფრედო დი სტეფანოს (49) და ახლა მასთან ერთად მე-4 ადგილს იყოფს. წინ კი რაული (71), ვან ნისტელროი (54) და ტიერი ანრი (51) არიან.

53 - ახლა მესის ანგარიშზე სეზონში "ბარსელონას" მაისურით და ეროვნულ ნაკრებში ჯამში 53 გოლია.

93 - მესის ანგარიშზე 93 საგოლე პასია "ბარსელონაში" თამაშისას. აქედან 20 ამ სეზონში (ყველა ტურნირში).

188 - მას მერე, რაც "ბარსელონას" მწვრთნელი პეპ გვარდიოლაა, მესიმ 201 ოფიციალურ მატჩში 188 გოლი გაიტანა.

228 - გოლი "ბარსელონაში", 7-იც და კლუბის რეკორდს მოხსნის, რომელიც სესარ როდრიგესს ეკუთვნის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

iviko
12 არა 13 გოლი აქვს გატანილი 7 თამაში
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
"კომომ" "მანჩესტერ იუნაიტედი" გაანადგურა, "გალათასარაიმ" "ლილს" სძლია
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა