ორი ვარიანტი გვაქვს - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ან ნაღდი თამაში იყო, ან სცენარი წინასწარ იყო დაწერილი
ორი ვარიანტი გვაქვს: 1.ნაღდი თამაში იყო; 2.სცენარი თამაშამდე იყო დაწერილი;

ზოგადად, მესამე ვარიანტი ბუნებაში არ არსებობს, მაგრამ არსებობს საშუალებები, რითაც შეიძლება ცუდი "რაღაცების" გამრავალფეროვნება და დაჯერება.

დავუშვათ, რომ ნაღდი თამაში იყო და მივყვეთ მატჩის მსვლელობას. პირველ ტაიმში "სპარტაკი" მეტოქეზე უკეთ გაისარჯა და ორი გოლითაც დაწინაურდა. "დილა" სუმბურულად უტევდა, "სპარტაკი" კი მწყობრად თამაშობდა, ბურთს მოწინააღმდეგეზე კარგად აგორებდა.

კონსტანტინე გაბაშვილმა ოციოდე მეტრიდან ააცილა კარს. საჯარიმოში შეჭრილ გიორგი კახელიშვილსაც გაუცუდდა მიზანი - პირველ გოლამდე საინტერესო სხვა არაფერი მომხდარა. გოლი კი "სპარტაკმა" მრავალსვლიან, მოხდენილ კომბინაციას მიაყოლა - ლაშა ჩაფიძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ზუსტად დაარტყა.

"დილამ" მეტოქეს მწვავე შეტევათა ჯერი მიაყოლა. რევაზ ჯიქიას ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ კახა ალადაშვილის ჩაწოდებულზე თავური გიორგი ნადირაძის ხელებს

"დაუმიზნა".

"სპარტაკს" ანგარიშის გაზრდა 33-ე წუთზე შეეძლო - ბადრი ტეტუნაშვილის დარტყმას სიზუსტე ოდნავ დააკლდა. ნომინალურმა მასპინძლებმა მეორე გოლი მალევე გაიტანეს - თემურ შარაშენიძემ მარცხენა ფლანგიდან ისე ჩააწოდა, "დილას" მეკარე და დაცვა შეცდნენ და ჩაფიძემაც დუბლი გაიფორმა.

"დილა" მწვავე და აგრესიულ შეტევებს აგრძელებდა, რასაც ცოტა ქაოტური ელფერი დაჰკრავდა. შესვენებამდე გორელებს ერთი გოლის გაქვითვა მართებდათ - ირაკლი ლექვთაძის დარტყმა კარში გიორგი ნადირაძემ არ შეუშვა.

შესვენების შემდეგ "დილამ" უფრო შლეგად შეუტია, "სპარტაკმა" კი ბურთზე კონტროლი დაკარგა და თამაში, ფაქტობრივად, მოედნის ცალ მხარეს მიდიოდა. ნადირაძემ ერთხელაც იყოჩაღა და ილურიძეს არ დაანება გოლის გატანა. ჩინებული შანსი ჰქონდა მათე ვაწაძესაც, ვისაც ახლო მანძილიდან დარტყმა გაუცუდდა.

გაუთავებელმა ზეწოლამ შედეგი მაინც მოუტანა გორელებს - ვაწაძემ ხვეული დარტყმით შორეულ ცხრიანში მოათავსა ბურთი.

მეორე გოლის გასატანად "დილას" დრო საკმარისად ჰქონდა და ასეც მოხდა - ნაკუთხურალ ბურთს გიორგი კახელიშვილმა შეაგება თავური, ნადირაძის მოგერიებულზე კი გიორგი ილურიძემ ისარგებლა - 2:2.

ყველაფერი ისე დამთავრდა, როგორც მოსალოდნელი იყო - "დილა" ზედა რვიანში მოხვდა.

8.03. თბილისი. მ. მესხი. 3000 მაყურებელი

სპარტაკი-დილა 2:2

1:0 ჩაფიძე (10, შონიას პასით), 2:0 ჩაფიძე (35, შარაშენიძის პასით), 2:1 ვაწაძე (80, კახელიშვილის პასით), 2:2 ილურიძე (89)

სპარტაკი დილა

4-4-2 4-4-2

ნადირაძე სკენდერი

ჭაფოძე ალადაშვილი

ტეტუნაშვილი სალუქვაძე

ლომაია თოთაძე

ნ. მაისურაძე ინწკირველი

შარაშენიძე ლექვთაძე

თ. შონია არზიანი

ჩივაძე კაშია

ჩაფიძე კახელიშვილი

გაბაშვილი ილურიძე

ლ. მელქაძე ჯიქია

მწვრთნელი მწვრთნელი:

ვ. ხაჩიძე თ. მახარაძე

სპარტაკი

55. მელქაძე - გელაშვილი

60. შარაშენიძე - მ.ჯიშკარიანი

83.ჩივაძე - გიორგი გურეშიძე

სათადარიგოები: ბერაია, ბურძენაძე, მამუჩიშვილი, თუხარელი

დილა

42. კაშია - გურული

46. ლექვთაძე - ვაწაძე

76.თოთაძე - მეგრელიშვილი

სათადარიგოები: შეყრილაძე, ბეჭვაია, კანდელაკი, ქარქუზაშვილი

გაფრთხილება: მელქაძე (23), გურული (70), ჩაფიძე (70), ალადაშვილი (74), არზიანი(78), ილურიძე (85)

არბიტრი: მ.ბეუქლიშვილი

საბოლოო მდგომარეობა I ეტაპის შემდეგ

ა გ თ მ ფ წ ქ

1.ზესტაფონი 22 17 3 2 45-17 54

2.დინამო 22 14 3 5 44-24 45

3.ტორპედო 22 13 4 5 33-19 43

4.მეტალურგი 22 9 6 7 25-26 33

5.მერანი 22 9 3 10 23-26 30

6.ბაია 22 8 4 10 21-26 28

7.დილა 22 7 5 10 29-28 26

8.კოლხეთი 22 6 8 8 19-24 26

9.ვიტ ჯორჯია 22 6 7 9 23-27 25

10.სპარტაკი… 22 6 6 10 22-32 24

11.გაგრა 22 6 3 13 21-32 21

12.სიონი 22 2 6 14 13-37 12

პლეი ოფი

ა გ თ მ ფ წ ქ

1.ზესტაფონი 14 9 3 2 24-12 30

2.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24

3. დინამო 14 7 2 5 27-20 23

4.მეტალურგი 14 7 2 5 18-19 23

5.ბაია 14 4 4 6 11-15 16

6.დილა 14 4 3 7 16-17 15

7.მერანი 14 4 1 9 12-22 13

8.კოლხეთი 14 2 6 6 8-16 12

პლეი აუტი

გუნდები ასპარეზობას განულებული ქულებით გააგრძელებენ

1.ჩიხურა

2.ბათუმი

3.გურია

4.მერცხალი

5.ვიტ ჯორჯია

6.სპარტაკი

7.გაგრა

8.სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dima
ვანოს გუნდია და თასსას მოაგებინებენ. სცენარი წინასწარ იყო დაწერილი ვანოს კაბინეტში.
fc dila
ამ სტატისს დამდებსს ტვინი ააქვს?
Parma
უფრო სწორად რომ ვთქვა, უკოცნიდეს D:
Parma
არა ლელოს ეს თავართქილაძე მაგარი ჰყავს რა D: ზუსტად არ მახსოვს, სპარტაკის ან ვიტ-ჯორჯიას პრეს-ატაშეც არის მგონი... თამაშს კი გიყურებია და რა ვიცი ეს თუ დადგმული სცენარი იყო, ჰოლივუდი ქართველ ფეხბურთელებს ფეხებს უნდა უკოცნიდნენ...
giorgi
ეხ რას უსვრება შური ხალხს
zako
ქოთოლა, მართალი ხარ. როგორ შეიძლება ჟურნალისტმა ასეთი უაზრო ვარაუდები გამოთქვას. რით ასაბუთებს საინტერესოა.მაშინ დააკონკრეტოს ერთი ეჭვი მაინც, რომ მოგვეცეს პოლემიკის საშუალება. "დაუშვათ ასე იყო","დაუშვათ ისე იყო", სირცხვილია, რა ბოდვებია, დაფიქრდი დავით.
ramo
ძლივს ჟურნალისტმა ნახევრად სიმართლის თქმა გაბედა. როგორ დაემთხვა 8 გუნდში გასვლა, როგორ დაემთხვა რომ თასის წილისყრამ დილას სუსტი შეახვედრა? ფინალში გავა დილა, მერე გავა ევროპაზე და იქნება ახალი ვასიუკი.
ქოთოლა
თქვენ ბიძია ხო არ გაგიჟებულხართ??? რას ქვია სცენარი წინასწარ იყო დაწერილი??? რამდენის უფლებას აძლევთ მართლა თქვენ თავს??? ჟურნალისტები ხართ და მიხედეთ თქვენ საქმეს და გააშუქეთ უბრალოდ თამაში და თქვენი საქმე არაა რა იყო მოსალოდნელი და როგორ იყო. რა გაგვიხურეთ საქმე თქვენი შიშით ვეღარავინ უნდა დაგვაფინანსოს??? ყელში ამოვიდა ბიჭო მართლა ამდენი ენის ტლაკუნი. ნუ გელანდებათ ყველგან რაღაც ინდური ზღაპრები. სპარტაკი დილაზე ძლიერია თუ გასვლას ის უფრო იმსახურებდა და გულდასაწყვეტია??? ვის რათ უნდა უსტადიონო და უგულშემატკივრო გუნდები??? და თუ მართლა ეგეთი სიმართლის მოყვარულები ხართ კომენტარი არ დაბლოკოთ და დააფიქსირეთ ჩემი აზრი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია