ნინო წიკლაურმა და სუსანა გავამ იტალიაში მოსინჯეს ძალები, ჯაბა გელაშვილი კი ავსტრიულ Hinter-stoder-ში უწევდა მეტოქეობას კონკურენტებს
ევროპის ზამთრის კურორტებზე გრძელდება სამთო მოთხილამურეთა საერთაშორისო ტურნირები, რომლებშიც ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ.

ნინო წიკლაურმა და სუსანა გავამ იტალიაში მოსინჯეს ძალები. Roccaraso-ში წიკლაური გიგანტურ სლალომში 2.59,46-ით 62-ე ადგილზე გავიდა. სამაგიეროდ, სლალომში უკეთ იასპარეზა: ასზე მეტ მონაწილეს შორის 31-ე ადგილი (1.59,87) დაიკავა.

თანაგუნდელს შვიდი საფეხურით ჩამორჩა სუსანა გავა (2.29,04). მთავარი პრიზი ავსტრიელმა შტეფანი ბრუნერმა მოიპოვა. Piancavallo-ში წიკლაურს სლალომში (1.27,06) 27-ე ადგილი ერგო, გავა (1.36,52) კი 56-ე ადგილით დაკმაყოფილდა.

ჯაბა გელაშვილი ავსტრიულ Hinter-stoder-ში უწევდა მეტოქეობას კონკურენტებს. გიგანტურ სლალომში იგი 1.57,97-ით მეთერთმეტე იყო, სლალომში კი ორი საფეხურით წინ წაიწია - გამარჯვებულ მანუელ კარელის (ავსტრია, 1.29,90) 0.04,4 წამით ჩამორჩა.

9 და 10 მარტს მესტიაში, კერძოდ, ჰაწვალის ფერდობზე გიგანტურ სლალომსა და სლალომში საქართველოს თასის გათამაშების მე-4 ეტაპი გაიმართება.

გამარჯვებულები და პრიზიორები სამ ასაკობრივ ჯგუფში (1999-2000 წწ, 1997-98 წწ, 1996 და უფრო ადრე დაბადებულთა შორის) გამოვლინდებიან. შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრების წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სილქნეტის მხარდაჭერით, საქართველოს თასის ბაკურიანის ეტაპი დიდველის ტრასაზე ჩატარდება
სილქნეტის მხარდაჭერით საქართველოს თასის გათამაშების მეოთხე ეტაპი გუდაურში გაიმართება
ფიგურულ სრიალში ქართულმა წყვილმა გრან პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად