კაპელ-ლა-გრანდეს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში ჩვენებურს ექვსი ტურის შემდეგ 4,5 ქულა აქვს
49 ქვეყნის 500-ამდე წარმომადგენელი (მათ შორის - 74 დიდოსტატი) მონაწილეობს კაპელ-ლა-გრანდეს მოჭადრაკეთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 30.000 ევრო).

საპრიზო ადგილებისთვის ოთხი ჩვენებურიც იბრძვის - საქართველოს ექსჩემპიონი თორნიკე სანიკიძე, დავით ჯოჯუა, დავით არუთინიანი და დღეს უკვე ავსტრიის მოქალაქე ალექსანდრე დგებუაძე.

ექვსი ტურის შემდეგ 5-5 ქულით ჩანდა სანდიპანი, პარიმარჯან ნეგი, პენტალა ჰარიკრიშნა (სამივე-ინდოეთი), ანდრეი სოკოლოვი, იგორ ლისი (ორივე-რუსეთი), ტიგრან პეტროსიანი (სომხეთი), იაჩეკ ტომჩაკი (პოლონეთი) და ბასემ ამინი (ეგვიპტე) მეწინავეობდნენ.

ლიდერებს ნახევარ-ნახევარი ქულით სანიკიძესთან ერთად 18 მოჭადრაკე ჩამორჩებოდა. ჯოჯუას და არუთინიანს 4-4 ქულა ჰქონდათ.

8 მარტს მე-7 ტურის პარტიები გაიმართა. სანიკიძემ შავი ფიგურებით ეტლების ენდშპილში ზედმეტი პაიკი შეინარჩუნა და 58-ე სვლაზე მეტოქე დანებდა. ხუთოსანთა პაექრობები ასე დამთავრდა: ჩანდა სანდიპანი-პენტალა ჰარიკრიშნა 0:1, ბასემ ამინი-იგორ ლისი 0,5:0,5, იაჩეკ ტომჩაკი-პარიმარჯან ნეგი 0:1, ანდრეი სოკოლოვი-ტიგრან პეტროსიანი 0,5:0,5.

სხვა ორთაბრძოლებიდან ასევე აღსანიშნავია სამი შეხვედრის შედეგი, რადგან გამარჯვებულები ლიდერებს ჩაუდგნენ კვალში: ტიგრან ჩარამიანი-ალექსანდრე დგებუაძე 1:0, თამას ბანუში-ანდრეი ვოვკი 1:0, დრაგან სოლაკი-ვიტალი ბერნადსკი 1:0. ჯოჯუამ ერიკ ჟირარდი დაამარცხა, არუთინიანმა მელქიორ კოტონეჩს სძლია.

შვიდი ტურის შემდეგ 6-6 ქულით ჰარიკრიშნა და ნეგი დაწინაურდნენ. სანიკიძემ, ამინიმ, ლისიმ, სოკოლოვმა, პეტროსიანმა, ჩარამიანმა, ბანუშმა და სოლაკმა 5,5-5,5 ქულას მოუყარეს თავი. ჯოჯუას და არუთინიანს 5-5 ქულა აქვთ.

მიხეილ მჭედლიშვილი აგზამოვის მემორიალზე

ერთადერთი ქართველი მოჭადრაკე - მიხეილ მჭედლიშვილი - მონაწილეობს ტაშკენტში პირველი უზბეკი დიდოსტატის - გიორგი აგზამოვის მე-6 საჭადრაკო მემორიალში (საპრიზო ფონდი 20.000 დოლარი, საიდანაც გამარჯვებული 5000-ს დაიმსახურებს). მთავარი პრიზისთვის სხვადასხვა ქვეყნის 110 წარმომადგენელი იბრძვის.

მჭედლიშვილმა სტარტზე ირინა გევორქიანი (უზბეკეთი) დაამარცხა. შემდეგ ასევე მასპინძელ ელბეკ ალიკულოვს აჯობა, მესამე ტურში კი ბეგალი საიდოვს (უზბეკეთი) დაუზავდა და სამი ტურის შემდეგ 2,5 ქულა აქვს.

უდანაკარგოდ ექვსი მოჭადრაკე დაწინაურდა. ესენი არიან: ვიტალი გოლოდი (ისრაელი), ანდრეი კვონი, ალექსანდრ კასიანი (ორივე - უზბეკეთი), რუსტამ ხუსნუტდინოვი (ყაზახეთი), გადირ ჰუსეინოვი (აზერბაიჯანი) და მაქსიმ ტუროვი (რუსეთი).

მე-4 ტურში მჭედლიშვილი, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, იაჰონგირ ვახიდოვს (უზბეკეთი) დაუპირისპირდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად