აზერბაიჯანში საქართველოსთან ერთად ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ჯერ არ ფიქრობენ
7 მარტს საქარველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აზერბაიჯანის მილი-მეჯლისში სიტყვით გამოსვლამ, სადაც მან ორი მეზობელი სახელმწიფოს მიერ ფეხბურთში ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობის სურვილი გაამჟღავნა, უდიდესი ინტერესი გამოიწვია.

ამის შემდეგ "კავკასიური ევრო 2020"-ის იდეა სფფ-ის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა კიდევ უფრო დააკონკრეტეს და განაცხადეს, რომ 22 მარტს, თურქეთში დაგეგმილ უეფას კონგრესის ფარგლებში, ქართული და აზერბაიჯანული მხარეების წარმომადგენლები ერთობლივ განაცხადთან დაკავშირებით იმსჯელებენ.

თემასთან დაკავშირებით კომენტარი აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციათა ასოციაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა გააკეთა:

"ევროპის 2020 წლის ჩემპოინატის ერთობლივად მასპინძლობის თემა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტ ილხამ ალიევს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სპორტის სფეროში კავშირების კიდევ უფრო გამყარება შევთავაზე. მოგეხსენებათ, "სოკარ-ჯორჯია" ქართულ სპორტს აფინანსებს და მათ შორის ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასაც.

მაგრამ ჩვენ ჯერ მხოლოდ ერთობლივი განაცხადის მომზადების შესაძლებლობას ვსწავლობთ და ოფიციალურად რაიმეს თქმა არ შეიძლება.

ვფიქრობ, რომ თემის განვრცობა არ ღირს, მითუმეტეს, რომ ეს საკითხი არც სტამბულში დაგეგმილ უეფას კონგრესზე განიხილება.

მოგეხსენებათ, ბაქო 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მასპინძლობის პრეტენდენტია და არ ვიცი, ოლიმპიური განაცხადი რა გავლენას იქონიებს ფეხბურთისაზე".

ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის სურვილი ერთია, შანსი კი - მეორე და ბოლო სიტყვას ამ საქმეში უეფა 2014 წელს იტყვის. იქამდე კი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აზერბაიჯანიდან 2020 წლის ოლიმპიდის მასპინძლობაზე ბაქოს განაცხადის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე კენულ ნურულაევაც გამოეხმაურა, რომელმაც ჩვენს აღტყინებას საფუძველშივე "ცივი შხაპი" გადაასხა.

ამ ქალბატონის თქმით, ახლა აზერბაიჯანი მთლიანად 2020 წლის ოლიმპიადის მასპინძლობაზეა ფოკუსირებული და შესაბამისად, ევრო 2020-ის მიღებაზე საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი განაცხადის მომზადება ეჭვქვეშ დააყენა.

"ეს მეტწილად მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სურვილია, რომ მისმა ქვეყანამ ევროპის ჩემპიონატს აზერბაიჯანთან ერთად უმასპინძლოს. მან მხოლოდ წადილი გაახმოვანა და სახელმწიფოთა დონეზე ოფიციალურად არაფერია გადაწყვეტილი.

ჩვენ საქართველოსთან ერთად ევრო 2020-ის მასპინძლობაზე არ ვფიქრობთ და პირველ რიგში, 2020 წლის ოლიმპიადის მიღებაზე ვზრუნავთ, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა ნურულაევმა.

მომზადებულია azerisport.com-ის მიხედვით

ana mari
მე მგონი ჩვენი პრეზიდენტი ხმამაღლა ოცნებობს
арт
აზერბაიჯანი მესმის, მარა ჩვენ რისი ტ**კი გვაქვს?
nika
დათანხმდნენ ჩვენ წინადადებას თუარა დარჩებიან ისე :)
jarji
აბა, ახლა ესენი რამის ღირსები არიან? არც ოლიმპიადას ჩაუტარებენ და არც არაფერს, თავში აუვარდათ ევროვიზიას რომ მასპინძლობენ და.....
gio
მალაეც თქვენ
beso
ეს ქალი ალბათ უმუშევარი რჩება აქ რო ჩაატარონ და ამიტომ თქვა, ისე აზერბაიჯანმა აღარ იცის ფული სად წაიღოს და სტადიონებს ააშენებენ, ჩვენც ორი სტადიონი ავაშენოთ და ეგ არი რა დანარჩენსაც მიეხედება
vereli
აზერბაიჯანელების ამბიციებს ხომ ბოლო არ აქვს... რის ოლიმპიადა, რა ოლიმპიადა. დროზე გააკეთონ, რასაც სააკაშვილი სთავაზობს. მათი ფინანსებით და ჩვენი გონებით შეიძლება რაიმე სახეირო გამოვიდეს ორივე ქვეყნისათვის.
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ცნობილი გახდა, როდის ჩადგება ჩაკვეტაძე მწყობრში
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
"რეალმა" შესაძლოა, კიდევ ერთი უკრაინელი მეკარე დაიმატოს
"ბორდო" საფრანგეთის მე-6 დივიზიონში დააქვეითეს
ინგლისელები ტუხელს არ გაუშვებენ - გერმანელი მწვრთნელი უკვე ევროპის ჩემპიონატზე ფიქრობს
"კუნძულები ჩვენია" - გამარჯვებულმა არგენტინელებმა მოედანზე ბანერი გაიტანეს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
[VIDEO] ფეხბურთის გამარჯვება. არგენტინული საოცრება - მესის გუნდმა ინგლისურ "ავტობუსს" თამაში შემოუტრიალა და ფინალში გავიდა!
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
მამარდაშვილმა ირაოლასთან ვარჯიში დაიწყო - წავა ალისონი "ლივერპულიდან"?
"საფრანგეთი სრულად უკანალშია - ბედნიერები ვართ" - UFC-ის მებრძოლი
სატონი: ესპანეთმა საფრანგეთს სკალპი გააძრო
"წინ, არგენტინა მეკობრე - უზურპატორი ინგლისელების წინაღმდეგ!" - ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი
პსჟ-ის რიგებს სავარაუდოდ, გუნდის 18 წლის შემტევი დატოვებს
ბრილიანტებიანი სამკაული - იამალმა თავის თავს საკმაოდ ძვირადღირებული საჩუქარი გაუკეთა
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
ოფიციალურად: ტილემანსი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია
გამარჯვება 2 სეტში - ბასილაშვილმა ბაშტადში მოგებით დაიწყო
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
ნურმაგომედოვმა თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო 6 ფეხბურთელი დაასახელა - მერამდენე ადგილზე დააყენა მან კვარაცხელია