საქართველოს ნაკრების თავკაცი მიიჩნევს, რომ ჯანო ანანიძისთვის მოსკოვის "სპარტაკი" ზედგამოჭრილია
რუსული გამოცემა "სოვეტსკი სპორტის" კორესპონდენტი საქართველოს ნაკრების მწვრთნელს თემურ ქეცბაიას დაუკავშირდა. კვიპროსული "ანორთოსისის" ყოფილ თავკაცთან ინტერვიუს საბაბი ჩემპიონთა ლიგის 2011/12 წლების გათამაშების მეოთხედფინალში აპოელ-ის გასვლა გახდა, თუმცა ქეცბაიამ რუსულ საიტთან საუბარში გვერდი არც საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ქართველი ჰავბეკის ჯანო ანანიძის მდგომარეობას აუარა.

ჩვენ ამ ინტერვიუდან სწორედ საქართველოს ნაკრებთან და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხს გთავაზობთ.

- ამჟამად საქართველოს ნაკრებს წვრთნით. როდესაც ჯგუფში ესპანეთთან და საფრანგეთთან მოხვდები, წარმატებაზე ფიქრიც კი ძნელია...

- იოლი არც ბელორუსთან და ფინეთთან თამაში იქნება. ჯგუფი რთულია, მაგრამ ჩვენ მიზნად ევრო 2016 დავისახეთ და ამ მიმართულებით ვმუშაობთ.

მოგეხსენებათ, მომდევნო ევროპის ჩემპოინატზე 16-ის ნაცვლად 24 ნაკრები იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, თავის გამოჩენის შანსი ექნებათ.

ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ნაკრებში ყველაზე გამოცდილი ხიზანიშვილი და ამისულაშვილი, შესაბამისად, 30 და 29 წლისანი არიან, დანარჩენები კი ახალგაზრდები არიან.

გვინდა ნაკრები ესპანეთის მაგალითზე ჩამოვაყალიბოთ, რომლის ფეხბურთელებიც შემდეგ 5-6 წლის განმავლობაში ერთად ითამაშებენ, გაიზრდებიან და რაღაცას მიაღწევენ.

- ჯანო ანანიძის საქმეებს "სპარტაკში" თვალს ადევნებთ?

- არამხოლოდ. რუსეთში ჩვენი ნაკრების სხვაც ბევრი ფეხბურთელი თამაშობს.

გული მწყდება, რომ ჯანოს არ ათამაშებენ, თუმცა ვიცი, რომ "სპარტაკში" მასი სჯერათ. ვიმედოვნებ, მას თამაშის საშუალება მომავალში მიეცემა და პროგრესირებას შეძლებს.

- მას გუნდის შეცვლა არ ურჩიეთ?

- აბა, სად უნდა წავიდეს? როგორც წესი, "სპარტაკის" ახალგაზრდები რუსეთის პირველ დივიზიონში, ტომსკში მიდიან სათამაშოდ... ჯანო კი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შემტევი და კომბინაციური სტილით მოთამაშე გუნდი სჭირდება. ის ძალისმიერ ფეხბურთში ვერ ივარგებს. "სპარტაკი" ამ მხრივ მისთვის საუკეთესოა.

ჯანო ჯერ 19 წლისაა და ყველაფერი გამოუვა.

- რუსეთში ყველაზე მეტად არშავინს აკრიტიკებენ...

- ბუნებრივია, როცა ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელისგან ბევრს მოელიან, მაგრამ ის რატომ ახსენეთ?

- ჯანო საქართველოსთვის იგივეა, რაც ჩვენთვის არშავინი და საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენთან ვარსკლავებისადმი. მათ საქართველოშიც ლაძღავენ?

- არა, ჯანო ჩვენთან ძალიან უყვართ. ყველამ იცის, რომ "სპარტაკი" დიდი კლუბია, სადაც მაღალი კონკურენციაა... მას ყველა გულშემატკივრობს და მხარს უჭერს!

ჩვენთან ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. აი, მაგალითად, გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველ ლევან ყენიას წელიწადნახევარი გაუცდა ტრავმის გამო, მაგრამ ნაკრების ბოლო ამხანაგურ თამაშზე მაინც გამოვიძახე - მინდოდა გამემხნევებინა.

ვიფიქრე, ლევანს მატჩის ბოლოს ხუთი წუთით შევუშვებ მოედანზე-მეთქი, მაგრამ ტრიბუნებიდან თამაშში მისი ჩართვა მომთხოვეს და შეცვლის გაკეთება გაცილებით ადრე მომიხდა.

საქართველოში ყენიასა და ანანიძეზე უდიდეს იმედებს ამყარებენ.

მომზადებულია www.sovsport.ru-ის მიხედვით

zuzu
goleta888, საიდან დაასკვენით, რომ კობი უკვე გაუშვეს ნაკრებიდან?
mentalitet
მორჩეს ესპანური და კატალონიური სტანდარტები!
robo
იაშკას და კობის ჯერ ვერ ეტყოდა ქეცბა კარგათ იყავიტო იმიტომ რომ შეიძლება დაჭირდეს კიდე.და 1 ტამაშზე არ გამოძახებაზე მწვრთნელის ახსნაგანმარტება სასაცილოა.მოკლედ კობის არ უნდა წყენოდა ას ამბავი მიტუმეტეს რომ მიუხედავად ბიჭების დიდი პატივისცემისა ნაკრებში მატ ვერაპერს მიაღწიეს
gazza_metreveli
ვეტერნების ჩანაცვლებას ახალი თაობით ეტაპობრივად მივესალმები
robo
ალბათ ეგრეა სწორიც არი ჩემი აზრით. იაშკას კობის და ძველებსაც ნემსოს არველაძეებს ცხადაძეს ქინქლაძეს და სხვებს ქონდათ თავის გამოჩენის სასვალება და ასე თუ ისე რაგაც გააკეთეს ეხლა არ უნდა ეწყინოს კობის და არც იაშკას თუ არჩევანი ახალგაზრდებზე კეთდება სხვებსაც ხო უნდა მიეცეს შანსი
Tornike
ვაჟიკო, ალბათ მართალი ხარ... ვეთანხმები იმ აზრს, რომ ახალგაზრდები რაც უფრო მეტს ითამაშებენ ერთად მით უკეთესი, მაგრამ ვეტერანებსაც არ უნდა დაუკარგონ დამსახურება და მათი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ბოლო-ბოლო, თუ აღარ ათამაშებენ, უთხრან მაინც დიდი მადლობა და წინასწარ შეატყობინონ, რომ იგნორირებასავით არ გამოუვიდეთ.
goleta888
ვიგაც რუსისგან უნდა ვიგებდეთ, რომ კობი ნაკრებიდან გაუშვეს. სამაგალითო საქციელია ეროვნული ნაკრების თავკაცისგან.
beqa
ქეცბაიამ ყველაზე ასაკოვნებად ნაკრებში ხიზანიშვილი და ამისულაშვილი დაასახელა და ეს ალბათ იმას ნიშნავს რომ კობიაშვილს და იაშვილს აგარ გამოიძახებს, არადა კობიაშვილის გამოყენება ნამდვილად შეიძლება შემდეგ ციკლშიც, იაშვილი ალბათ მართლა ვეგარ მოუტანს სარგებელს ნაკრებს.
vajiko
"ნაკრებში ყველაზე გამოცდილი ხიზანიშვილი და ამისულაშვილი, შესაბამისად, 30 და 29 წლისანი არიან, დანარჩენები კი ახალგაზრდები არიან. " ეს იმას ნიშნავს ალბათ რომ კობის და იაშკას დაემშვიდობა?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად