რუსმა ჩოგბურთელმა დიზაინით თავის გატაცებაზე, სპორტსა და სილამაზეზე ისაუბრა
მსოფლიოს მეორე ჩოგანი, რუსი მარია შარაპოვა არა მხოლოდ ბრწყინვალე ჩოგბურთელია, არამედ სხვა მიმართულებითაც ნიჭიერი ადამიანი გახლავთ.

ცნობილია, რომ მარია მოდის სამყაროთი არის გატაცებული.

ცოტა ხნის წინ, მან საათების სახელგანთქმული ბრენდის - Tag Heuer-ის პერსონალური ხაზის პრეზენტაცია მოაწყო, შემდეგ კი დიზაინით თავის გატაცებაზე, სპორტსა და სილამაზეზე ისაუბრა.

- ყოველთვის ამბობდით, რომ მოდა ჩოგბურთის შემდეგ თქვენი ერთ-ერთი მთავარი გატაცებაა. როდის დაინტერესდით მოდის სამყაროთი?

- კარგად მახსოვს ჩემი პირველი ფოტოსესია საათების ბრენდ Tag Heuer-თვის. ეს იყო 2004 წლის ბოლოს. სრულიად მოულოდნელად ჩემს გარშემო აღმოჩდნენ სტილისტები, ვიზაჟისტები, რომლებიც მთელი დღე მუშაობდნენ ჩემთან. ეს ახდენილი ოცნებასავით იყო. იმ მომენტიდან მოდის დიდი თაყვანისმცემელი გავხდი.

- ბევრ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობთ. როგორ აკეთებთ არჩევანს - ვისთან იმუშაოთ, ვისთან - არა?

- როცა ამ საკითხების გადაწყვეტას ვიწყებ, ჩემს აგენტს ეცინება იმაზე, რომ ყოველთვის უარს ვეუბნები ბრენდებს, რომლებიც ჩემში ასპროცენტიან სიმპატიას არ იმსახურებს. მე ბოლომდე უნდა განვიმსჭვალო ბრენდის სულისკვეთებით, მის მიმართ ლტოლვა უნდა ვიგრძნო. მე ხომ არ შემიძლია უბრალოდ ნომინალური ფიგურა ვიყო რეკლამისთვის.

- შეეჩვიეთ, რომ სახელგანთქმული პიროვნება ხართ სპორტული სამყაროს მიღმა?

- მიმაჩნია, რომ არაფრით განვსხვავდები ჩემი ასაკის ჩვეულებრივი გოგონებისგან, უბრალოდ, მე უფრო გამიმართლა. თუმცა მსოფლიო დიდებამ ძალიან ბევრი რამ მომცა, კერძოდ, მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები. მე მათი დიდი მადლობელი ვარ. ისინი ძალიან კარგები არიან - წარუმატებლობის დროს მამხნევებენ, ამაყობენ ჩემი წარმატებებით. საერთო ჯამში კი ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო ჭორებს, რომელიც ნებისმიერ ცნობილ ადამიანს ახლავს თან.

- თქვენ არაერთხელ გაღიარეს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალბატონად. ამას როგორ უყურებთ?

- იცით, განსაკუთრებით არ ვწუხვარ იმის გამო, როგორ გამოვიყურები. როცა 17 წლის ასაკში უიმბლდონი მოვიგე, ხალხმა, პირველ რიგში, ჩემს ჩოგბურთს მიაქცია ყურადღება. ერთადერთი რამ მინდა - ყველას დიად ჩოგბურთელად დავამახსოვრდე. რა თქმა უნდა, ვცდილობ კორტზე მოდურად გამოვიყურებოდე. როცა მომწონს საკუთარი თავი, ეს მეტ დამაჯერებლობას მმატებს და უკეთაც კი ვთამაშობ. მაგრამ, სიმართლე გითხართ, როცა კორტზე გავდივარ, პირველ რიგში, ჩოგბურთელი ვარ. ხოლო თუ ადამიანებს მოსწონთ ჩემი გარეგნობა, ეს უბრალოდ შესანიშნავია.

- რომელ მუსიკას ამჯობნებთ უპირატესობას?

- ახლა ჩემი mp3-ფლეერი ჯგუფების - Florence and the Machine-სა და Coldplay-ის სიმღერებით არის სავსე.

- რამდენად რეგულარულად ადევნებთ თვალს მოდის სამყაროში მიმდინარე მოვლენებს?

- ვცდილობ მუდმივად ვიყო ინფორმირებული მოდის ტენდენციებზე: ვკითხულობ ჟურნალებს, შეძლებისდაგვარად ვესწრები მოდის ჩვენებებს. თუ დიზაინზე მუშაობა მჭირდება, ყველაფერს დაწვრილებით ვსწავლობ. როცა ჩოგბურთში გადატვირთული გრაფიკი მაქვს, ცნობილ სტილისტს ბექს უელჩს ვუხმობ დასახმარებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ტურნირებსა და ვარიჯშებს შორის პერიოდებში ხდება. ჩოგბურთი ჩემს პრიორიტეტად რჩება.

- როგორ დაახასიათებდით თქვენს პირად სტილს?

- მოდაში ჩემი დევიზია: "ნაკლები ნიშნავს - მეტს". ვცდილობ ავიღო ის, რაც რეალურად მომწონს და არ გამოვეკიდო ყველა მოდურ ტენდენციას.

- როგორ ინარჩუნებთ ფორმას?

- თუ სიმართლე გაინტერესებთ, მე იმ სპორტსმენებს არ განვეკუთვნები, რომლებსაც უყვართ სატრენაჟორო დარბაზებში ყოფნა. მე უფრო იოგასა და პლაჟზე სირბილს ვანიჭებ უპირატესობას.

რეგულარულად ვატარებ საერთო ფიზიკურ და საჩოგბურთო ვარჯიშებს. რაც შეეხება კვებას, ვერ ვიტყვი, რომ ჩემი დიეტა მეტისმეტად მკაცრია. ის უბრალოდ ჯანმრთელი და დაბალანსებულია. მაგრამ, ვაღიარებ, რომ ხანდახან მწვრთნელის თეფშიდან საკვებს ვიპარავ, განსაკუთრებით მაშინ, როცა ის დიდი რაოდენობით ბურგერებს მიირთმევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რჩევა - ყოველთვის ვხმარობ მზისგან დამცავ კრემს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
"დაბრუნდები ისე მაგრად, როგორც დიდ ჩემპიონს ეკუთვნის!" - ნონა გაფრინდაშვილმა ხვიჩა კვარაცხელიას მიმართა
ლიგა 1-ში პსჟ-ის მორიგ შეხვედრას სავარაუდოდ, გადადებენ
როგორ მოქმედებს SEO ოპტიმიზაცია ბიზნესის განვითარებაზე?
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...