საქართველოს ნაკრების ყოფილ თავდამსხმელს უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" მეორე სუნთქვა გაეხსნა
ლაშა ჯაკობია უკრაინის პირველი ლიგის უჟგოროდის "გოვერლა-ზაკარპატიეში" ზაფხულში ჩაირიცხა. დისკვალიფიკაციისა და უნდობლობის გამო გაცდენილი ორწლიანი უქმობის შემდეგ, თავდაპირველად ფორმის აღდგენას ცდილობდა.

როგორც ჩანს, ეს გამოუვიდა - საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა პირველი წრის 17 მატჩში 7 გოლი გაიტანა და უკრაინული მედიის შეფასებით, გუნდის ლიდერი და შეუცვლელი მოთამაშე გახდა.

პირველი ლიგის შეხვედრები 24 მარტიდან განახლდება, "ზაკარპატიე" კი სეზონისთვის მზადებას თურქეთში აგრძელებს.

31 წლის ჯაკობიამ უჟგოროდელთა რიგებში ყველა საკონტროლო შეხვედრა ჩაატარა, შედეგიანობითაც გამორჩა და ამჟამინდელი ფორმით კმაყოფილია:

"ახლაც ანთალიაში ვართ და სერიოზულად ვემზადებით. ვგრძნობ, რომ ფორმაში შევდივარ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ წრეში 7 გოლი გავიტანე, ახლა გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს, ვიდრე პირველ წრეში. უკვე 90 წუთი შემიძლია სრული დატვირთვით ვარჯიში და თამაში.

მესამე წელია შეკრებაზე არ ვყოფილვარ და ეს ძალიან დამეხმარა. ასე მგონია, მეორე სუნთქვა გამეხსნა. თუმცა, არც პირველი წრის მიწურულს მქონდა პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ კლასის ნაკლებობის გამო, პირველ ლიგაში უფრო მეტს დარბიან, "ზაკარპატიე" კი ლიდერია და ჩვენთან ყველა გაორმაგებული მონდომებით თამაშობდა".

ლაშა დარწმუნებულია, რომ მომავალ სეზონში გუნდი პრემიერლიგაში ითამაშებს:

"პირველი ეტაპის შემდეგ მეორე ადგილზე ვართ და პრემიერლიგაში გადასვლის რეალური შანსები გაგვაჩნია. საგზურის მოპოვება დროის ამბავია: დარჩენილია 13 ტური, მესამეადგილოსანს კი 7 ქულით ვუსწრებთ.

თამამად ვიტყვი, კონკურენტებთან მოპოვებულ ასეთ უპირატესობას არ დავკარგავთ.

საერთოდ, ბედნიერი ვარ, დიდ ფეხბურთში რომ დავბრუნდი და ეს კიდევ არაა დასასრული. მალე უმაღლეს ლიგაში გადავალთ და...".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე