ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლანჩი რუმენიგესთან და ტყავაძე-ფიგუს წარმატებული დუეტი

ლანჩი რუმენიგესთან და ტყავაძე-ფიგუს წარმატებული დუეტი

ქართული კლუბები უეფასგან თანხების გაზრდას ითხოვენ

ჩვენი კოლეგა, "ვიტ ჯორჯიას" სპორტული დირექტორი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი დავით თავართქილაძე ამ დღეებში დაბრუნდა შვეიცარიიდან, სადაც ევროპის კლუბების ასოციაციის ასამბლეას დაესწრო. მისგან საინტერესო ამბები გავიგეთ:

- ასამბლეა 6-7 სექტემბერს ჟენევაში გაიმართა. საქართველოდან მას ორი კლუბის წარმომადგენელი დაესწრო - "ვიტ ჯორჯიადან" თქვენი მონა-მორჩილი, თბილისის "დინამოდან" კი კლუბის მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე, აგრეთვე მალხაზ კაკაბაძე. "დინამო" ორგანიზაციის ორდინარული წევრია, "ვიტ ჯორჯია" კი - ასოცირებული, რადგან რეიტინგიდან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი ორდინარული წევრის ყოლის უფლება აქვს. ევროპის კლუბების ასოციაცია G 14-ისა და ევროპის კლუბების ფორუმის ბაზაზე ჩამოყალიბდა. მისი პრეზიდენტი კარლ-ჰაინც რუმენიგეა. ასოციაცია კლუბების ინტერესებს იცავს და ვფიქრობ, დიდ საქმესაც აკეთებს. უეფას პრეზიდენტად მიშელ პლატინის არჩევის შემდეგ ამ ორგანიზაციის სოლიდარობის ფონდიდან იმ კლუბების დაფინანსება გაიზარდა, რომლებიც ევროპის ტურნირების პირველ საკვალიფიკაციო ეტაპებს ვერ გადალახავენ. დღეისთვის, ჩემპიონთა ლიგის თითოეულ საკვალიფიკაციო ეტაპში მონაწილეობისთვის კლუბი 130 ათას ევროს იღებს, ევროპის ლიგის ეტაპზე კი 90 ათას ევროს, ხოლო ნებისმიერი ქვეყნის ჩემპიონი - 200 ათასს. ქართული კლუბებისთვის ეს საკმაოდ დიდი თანხაა. სოლიდარობის ფონდი ევროტურნირებზე მიღებული შემოსავლებიდან საზრდოობს, რაც წლიურად დაახლოებით 586 მილიონ ევროს შეადგენს. სოლიდაობის ფონდში ამ თანხის 4,4 პროცენტი ირიცხება. ესეც კლუბების ასოციაციის დამსახურებაა და არა უეფას ინიციატივა. უეფამ ასოციაციის წინადადება გაითვალისწინა და შეიძლება ითქვას, ქართულ კლუბებს შემოსავლები გაუზარდა.

- როგორც ვიცით, ასამბლეაზე კლუბები ინიციატივით გამოდიან. "ვიტ ჯორჯიას" რა ინიციატივა ჰქონდა?

- გვსურს, უეფამ სოლიდარობის ფონდში შემოსავლების არა 4,4, არამედ 10 პროცენტი ჩარიცხოს. ასეთ შემთხვევაში, ჩემპიონი 450 ათას ევროს მიიღებს, ლიგის ერთი ეტაპის მონაწილე 300 ათასს, ევროპის ლიგის ეტაპის მონაწილე კი - 200 ათასს. თუ ჩვენი კლუბების ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ, ევროპაში გასული კლუბების ბიუჯეტები მნიშვნელოვნად გაზრდის: ჩემპიონი 750 ათას ევროს მიიღებს - მინიმუმ ერთ ეტაპზე მონაწილეობისთვის გარანტირებული და ჩემპიონობისთვის მისაღებ თანხას. ჩვენ ამ წინადადების წარდგენა ასოციაციაში გვსურს. ეს კი უეფასთან პირდაპირ კავშირშია, რადგან ასოციაციას დიდი ავტორიტეტი აქვს, უეფას პარტნიორია და ასოციაციაზე მიღებულ პროექტებს თითქმის ყოველთვის ითვალისწინებს.

- თქვენი ინიციატივა თუ გაითვალისწინეს?

- ამ ეტაპზე ვერ იმსჯელეს, რადგან სხვა საკითხები იყო წარმოდგენილი, ყველაფერს თავისი რიგ აქვს. თუმცა უკვე დავიწყეთ მუშაობა, შემდეგ ასამბლეაზე რომ გავიტანოთ და 14 ქვეყნის კლუბის მხარდაჭერას მივაღწიეთ - "ლევსკის", "შერიფის", "პიუნიკის", სოლიგორსკის "შახტიორის", ნიქოზიის აპოელ-ის და ასე შემდეგ. იმედი გაგვიჩნდა, რომ მომავალ წელს ჩვენს წინადადებას მიიღებენ. ასოციაციის აღმასკომში ლიტვის "ეკრანასის" ლიტვის წარმომადგენელი აირჩიეს. წინადადება მასაც მოეწონა და აღმასკომზე გატანას შეგვპირდა. თუ ასე მოხდა, უეფაც მიიღებს. ახლა ლაპარაკია ქართული ფეხბურთის კომერციალიზაციაზე და ამ საკითხში სოლიდარობის ფონდის გაზრდა ჩვენს კლუბებს ძალიან წაადგებათ. ამას გარდა, განვიხილეთ ფინანსური "ფეარ პლეისა" და კალენდრის საკითხები. ეს უკანასკნელი კლუბებს განსაკუთრებით აწუხებთ. მათი სურვილია სანაკრებო კალენდრის შემსუბუქება, რათა ფეხბურთელები არ გამოიფიტონ. ორგანიზაცია ოლიმპიადაზე მხოლოდ ახალგაზრდული ასაკის მოთამაშეთა მონაწილეობას ემხრობა, მაგრამ ჯერჯერობით ფიფა ამ პროექტის წინააღმდეგია. ასოციაციის წევრებს სურთ, რაც შეიძლება სწრაფად აღიკვეთოს ტრანსფერებში არაოფიციალურ მენეჯერთა მონაწილეობა, რადგან ამგვარად ეს პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. მე კი ახალგაზრდა ფეხბურთელთა მიგრაციის საკითხების შემსწავლელ ჯგუფში ჩამრთეს... გაიმართა საპატიო ვახშამიც, რომელსაც მიშელ პლატინი დაესწრო. მეორე დღეს ლანჩზე, მაგიდასთან, რომელსაც მე და ბუბა ტყავაძე ვუსხედით, რუმენიგე დაჯდა და უბრალოებით გაგვაოცა. სხვათა შორის, 1979 წელს თბილისში საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებთა ამხანაგური მატჩი გაიხსენა, რომელიც გერმანელებმა 3:1 მოიგეს, თავად რუმენიგემ კი დუბლი შეასრულა. გაოცებული იხსენებდა - მომეჩვენა, რომ თბილისელ გულშემატკივრებს ჩვენ მიმართ უფრო მეტი სიმპათია ჰქონდათ, ვიდრე საბჭოთა გუნდისადმიო. ავუხსენით, რომ საბჭოთა კავშირს მხოლოდ ქართველების გამო ქომაგობდნენ, რომ ჩვენთვის ის უცხო და მიუღებელი ქვეყანა იყო... მოკლედ, მისთვის ყველაფერი გასაგები გახდა... ასამბლეის მონაწილეებისგან კი 5 გუნდი ჩამოვაყალიბეთ და ტურნირი ჩავატარეთ. ერთ გუნდში ვიყავით მე, ბუბა ტყავაძე და ფიგუ. ბუბამ და ფიგუმ ბევრი გაიტანეს და საბოლოოდ მესამე ადგილი დავიკავეთ...

[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში

თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები

"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს