"ბოროტი ენები"ამბობენ, მომავალ სეზონში უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი იქნებაო!
...ყველა "ზღაპარი", როცა იქნება, უნდა დასრულდეს, და ასე მოხდა ჩვენ ჩემპიონატშიც: ავად თუ კარგად, უმაღლეს ლიგაში პირველი ეტაპი დამთავრდა! "პარალელურად" მიმდინარე პირველ ლიგაშიც ყველაფერი გაირკვა და ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორშაბათიდან გადამწყვეტი, მეორე ეტაპი დაიწყება.

თანაც, ერთის მაგივრად, ორი გათამაშება (გნებავთ, ტურნირი) გვექნება, ანუ, შესაბამისად, ყოველი ტურის მერე ორ-ორი ცხრილითაც "გავანებივრებთ" ფეხბურთის გულშემატკივრებს. თუმცა, "ორცხრილიანობას" ხომ უკვე მივეჩვიეთ?

შეგახსენებთ, რომ მავანთა მიერ დანერგილი "ნოვაციის" შედეგად ჩემპიონატის პირველ ეტაპი ასევე ორი ცხრილის "აკომპანიმენტით" მიმდინარეობდა: ერთს "ჩვეულებრივი" ვუწოდეთ, მეორეს კი - "ვირტუალური"; ჰოდა, ახლა, ყველაფერი რომ დალაგდა, კურიოზულ სიტუაციებსაც ვაწყდებით: აბა, როგორი საქმეა, "ჩვეულებრივი" ცხრილის მიხედვით, "ზესტაფონს" რომ "მეტალურგთან" 21 ქულიანი სხვაობა ექნება, მაგრამ ქვეყნის ჩემპიონები "ვირტუალურში" რუსთაველებს მხოლოდ და მხოლოდ 7 ქულით აღემატებიან! თანაც, როგორ გგონიათ, მხოლოდ ეს ორი გუნდი აღმოჩნდა მსგავს "გაუგებრობაში"?

მოკლედ, კვლავაც უამრავი კითხვაა უპასუხოდ დარჩენილი და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, ორივე ტურნირის დაწყებას დაველოდოთ. პირველს, პირობითად "პლეი ოფი" ვუწოდეთ და შეგახსენებთ, რომ რვავე გუნდს პირველ ეტაპზე ერთმანეთთან მოგროვებული ქულები გადმოჰყვათ;

რაც შეეხება მეორეს და, ჩვენი აზრით, არანაკლებ საინტერესო გათამაშებას, "პლეი აუტის" რვავე მონაწილე გუნდი ტურნირს ნული ქულით დაიწყებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ინტრიგა აქაც არანაკლები გველოდება: რვიდან ოთხი საუკეთესო გუნდი მომავალ სეზონს უმაღლეს ლიგაში დაიწყებს, დანარჩენ ოთხს კი პირველ ლიგაში მოუწევს გამოსვლა. ყოველ შემთხვევაში, XXIII ჩემპიონატის რეგლამენტში ასეა "თეთრით შავზე დაწერილი", მაგრამ არავის გაუკვირდეს, ამ ზაფხულს სხვა "საინტერესო სიახლეების" შესახებაც რომ შევიტყოთ.

აი, თუნდაც, უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდაზე: "ბოროტი ენები" ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მომავალ სეზონში უმაღლესი ლიგა 16-გუნდიანი იქნებაო!

ზაფხულამდე ჯერ კიდევ დროა და მანამდე ეს ორი ტურნირი უნდა ჩავატაროთ; იმედი დავიტოვოთ, რომ აღარც უამინდობა შეგვაფერხებს და, რაც მთავარია, პლეი ოფსა თუ პლეი აუტში მატჩების უმრავლესობა... სპორტული პრინციპების დაცვით ჩაივლის. ანუ, აღარც ისეთი "სპარინგ-მატჩები" თუ, ცოტა არ იყოს, "უცნაურსცენარიანი" შეხვედრები იქნება, როგორიც პირველი ეტაპის დასკვნით ტურში ვნახეთ.

პლეი ოფი

ა გ თ მ ფ წ ქ

1.ზესტაფონი 14 9 3 2 24-12 30

2.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24

3. დინამო 14 7 2 5 27-20 23

4.მეტალურგი 14 7 2 5 18-19 23

5.ბაია 14 4 4 6 11-15 16

6.დილა 14 4 3 7 16-17 15

7.მერანი 14 4 1 9 12-22 13

8.კოლხეთი 14 2 6 6 8-16 12

პლეი აუტი

გუნდები ასპარეზობას განულებული ქულებით გააგრძელებენ

1.ჩიხურა

2.ბათუმი

3.გურია

4.მერცხალი

5.ვიტ ჯორჯია

6.სპარტაკი

7.გაგრა

8.სიონი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

dudu
მიუხედავად რამდენიმე უარყოფითი მახასიათებლისა, 16 გუნდიანი ჩემპიონატი მაინც ჯობს 10 გუნდიანს, რომელასაც მეტი უარყოფითი აქვს საბოლოო ჯამში.თავად ჩემპიონატისვის იმდენად არა, რამდენადაც ქართული ფეხბურთისთვის ზოგადად.
irakli
იმედია ჯერ ეგეთ სისულელეს არ გააკეთებენ და 16 გუნდამდე არ გაზრდიან ჩემპიონატს. ჯერ საქართველოში არ არსებობს 16 გუნდი რომლიც თანამედროვე მოთხოვნილებებს და კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს. ჩემი აზრით უმჯობესია თუ 10 გუნდამდე დავა რაოდენობა და ჩემპიონატი 4 წრედ ჩატარდება.
gaga
კაი იქნება თუ 16 გუნდი იქნება მომავალ სეზომში
gio
იმედია ახალი სეზონიდან ასეთი სულელური წესი აღარ იქნება გუნდების და ქულების გადანაწილების. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ზესტაფონი აღმოჩნდა ეხლა, ამდენი იწვალო და სულ ტყუილად... არ არის სამართლიანი. 21 ქულიანი უპირატესობა 7 რო გახდება :)
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა