44 წლის სპეციალისტი ბოლოს ბაქოს "ინტერის" მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტად მუშაობდა
44 წლის ქართველი სპეციალისტი გიორგი ჩიხრაძე აზერბაიჯანული კლუბის, ზაქათალის "სიმურგის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

შეგახსენებთ, რომ 2009 წლის ზაფხულიდან დღემდე ჩიხრაძე აზერბაიჯანის ყველაზე "ქართულ გუნდში", ბაქოს "ინტერში" მუშაობდა და მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტი გახლდათ.

"ინტერთან" ერთად ჩიხრაძე აზერბაიჯანის ჩემპიონი გახდა (2010 წელს), შარშან კი სანკტ-პეტერბურგში "თანამეგობრობის თასზე" გაიმარჯვა.

ვიდრე აზერბაიჯანში გადავიდოდა, ჩიხრაძემ რამდენიმე ქართული ტიტულიც მოიპოვა: მისი ხელმძღვანელობით თბილისის "ამერმა" ორჯერ მოიპოვა საქართველოს თასი და ასევე ორჯერ გაიმარჯვა საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში.

ბოლო წლების ერთ-ერთ წარმატებულ ქართველ მწვრთნელს არანაკლებ ჩინებული საფეხბურთო კარიერაც ჰქონდა და თბილისის "დინამოს", სოხუმის "ცხუმის", შეპეტოვკის "ტემპის", დონეცკის "შახტარის", თბილისის "ლოკომოტივის", ჩინეთის "ხუანდაოსა" და ისრაელის "პაპოელის" შემადგენლობაში არაერთი ტიტულიც მოუპოვებია.

1994-2000 წლებში ჩიხრაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა და ჩვენ უპირველეს გუნდში 26 მატჩი ჩაატარა. სხვათა შორის, დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჩიხრაძე ერთადერთია, ვისაც საქართველოს თასი აქვს მოგებული როგორც მოთამაშეს (2000 წელს, თბილისის "ლოკომოტივში" ასპარეზობისას) და როგორც მწვრთნელს.

რაც შეეხება "სიმურგს", ეს გუნდი აზერბაიჯანის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და კლუბის ხელმძღვანელობამაც მშველელად გიორგი ჩიხრაძეს უხმო.

ქართველი სპეციალისტი თავის ახალ გუნდში მუშაობას ორშაბათიდან დაიწყებს.

bakar.
კარგია.. აბა შენ იცი გია,წარმატებებს გისურვებ ახალ პოსტზე!! ძალიან გამიხარდება თქვენი წარმატება :)
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"