თეირანში, "ოქროს დიდი პრიზის" მეორე ტურნირში - "ტახტის თასში" ჩვენი ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა გამოვა
10 და 11 მარტს თეირანში "ოქროს დიდი პრიზის" მეორე ტურნირი - "ტახტის თასი" ტარდება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც საქართველოს ნაკრების სათადარიგო შემადგენლობა მიიღებს მონაწილეობას.

გიორგი ედიშერაშვილი, ბექა ლომთაძე (ორივე - 55), დავით ბერძნიშვილი, მალხაზ ქურდიანი (60), კობა კაკალაძე (66), იაკობ მაქარაშვილი, გოგა ხუჭუა (ორივე - 74), ბექა ჭელიძე, ბექა სვანიძე (84), ელიზბარ ოდიკაძე (96), გიორგი საკანდელიძე, ლევან ბერიანიძე (ორივე - 120) - თეირანში საქართველოს ღირსებას ეს მოჭიდავეები დაიცავენ.

გუნდი 9 მარტს დილით გაფრინდა თეირანში.

შეჯიბრება პირად-გუნდურია, თუმცა გუნდურში ცალკე შეჯიბრება არ ტარდება, მისი შედეგები ინდივიდუალურიდან გამომდინარე შეჯამდება დაგროვილი ქულების მიხედვით.

როგორც ამ რანგის ყველა ტურნირი, ესეც კომერციულია - პირადში გამარჯვებულები ჯილდოდ 4 000 ამერიკულ დოლარს მიიღებენ, მეორეზე გასულები 3 000-ით დაჯილდოვდებიან, ბრინჯაოს მედალოსნებს კი 1500-1500 დოლარი ერგებათ. სოლიდურია პრემია გუნდური წარმატებისთვისაც - პირველ ადგილზე გასული 6 000 დოლარით დაჯილდოვდება, ვიცე-ჩემპიონს 4 000 ერგება, მესამე პრიზიორს - 3 000 დოლარი.

10 მარტს თეირანში 55, 66 და 96 კილოგრამების ფალავნები იჭიდავებენ, დანარჩენები კი ხვალ იასპარეზებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა