ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

წილი ნაყარია, ჯერი ბიჭებზეა

წილი ნაყარია, ჯერი ბიჭებზეა

დღეს ტოკიოში ძუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც 100 და +100 წონების ფალავნები გახსნიან. ჩვენს უმთავრეს იმედს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს (100) დიდად არ გაუმართლა, თუმცა ბევრად უარესი წილისყრაც შეიძლებოდა რგებოდა.

დღეს ტოკიოში ძუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება, რომელსაც 100 და +100 წონების ფალავნები გახსნიან. ჩვენს უმთავრეს იმედს, მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონ ირაკლი ცირეკიძეს (100) დიდად არ გაუმართლა, თუმცა ბევრად უარესი წილისყრაც შეიძლებოდა რგებოდა. ის პირველ წრეში უკრაინელ არტემ ბლოშენკოს ხვდება, მოგებულს კი უზბეკ რამზიდინ საიდოვსა და ავსტრალიელ ჯოშუა დაჰლის შორის გამარჯვებული ელოდება. დასახელებულთაგან არც ერთი არაა დაუძლეველი ზღუდე და ძლიერი მეტოქე (უკრაინელი კიდევ აღემატება სხვებს), მაგრამ მერე ტიტულოვანებთან შეხვედრის დროც დადგება. კუბელი მსოფლიოს პრიზიორი ორეიდის დესპიგნე, ბრაზილიელი მსოფლიოს ჩემპიონი ლუსიანო კორეა და კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი ჰე ტაე ჰვანგი მოხვდნენ მის ბადეში. რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ? ტიტულები ერთია, მაგრამ გავითვალისწინოთ, რომ კუბელმა და ბრაზილიელმა ის მედლები 2007-ში მოიპოვეს, მას შემდეგ კი ისე ვეღარ ბრწყინავენ. კორეელი მსოფლიოს ჩემპიონი 90 კილოგრამში გახდა - 2003 წელს, ოსაკაში გამართულ ფინალში ზურაბ ზვიადაური დაგვიმარცხა, თუმცა წლევანდელი სეზონიც კარგად დაიწყო და რამდენჯერმე მოუგო ლომერ ჟორჟოლიანს. მაგრამ ერთია ჟორჟოლიანი და მეორე - ცირეკიძე. თუ ჩვენებური ოპტიმალურ ფორმაშია, კორეელი არაა მისთვის გადაულახავი ზღუდე. თუმცა ნამდილად გასათვალისიწნებელია, რომ ჰვანგმა წონის ლიდერს, იაპონელ მსოფლიოს პრიზიორ ტაკამასა ანაის წლეულს საინტერესო პაექრობა გაუმართა - ჯერ იყო და ტოკიოშივე, კანოს ტურნირის ფინალში ჰვანგმა დაამარცხა მასპინძელი, მაგრამ ანაიმ კორეულ მასტერსზე სრულფასოვანი რევანში აუღო, სადაც ასევე ფინალში აჯობა. საბედნიეროდ, ანაი ამჯერად სხვა ჯგუფში მოხვდა და ცირეკიძეს ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება, სხვა ანგარიშგასაწევ ფალავანთაგან კი ჩვენებურთან რუსი ზაფარ მახმადოვი და ახალგაზრდებში აზერბაიჯანელი ევროპის ჩემპიონი ელმარ გასიმოვიც მოხვდნენ, ოღონდ ამას იმ წარმატების შემდეგ არაფერი მოუგია. შეგახსენებთ, რომ ევროპის იმ ახალგაზრდულ პირველობაზე გასიმოვმა ერევანში იმარჯვა - ფინალში ჩეხი ლუკაშ კრპალეკი დაამარცხა, რომელმაც მერე ასევე ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობა მოიგო. ახლა კრპალეკი ანაისთანაა ჯგუფში, როგორც ებრაელი ოლიმპიური პრიზიორი და მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი არიელ ზეევი.

ჟორჟოლიანი მოლდოველ სტანისლავ კერნეგას ხვდება, მის ჯგუფში კი ეგვიპტელი მსოფლიოს პრიზიორი რამადან დარვიში, რუსი ევროპის ჩემპიონი ტაგირ ხაიბულაევი, მონღოლი ოლიმპიური ჩემპიონი ნაიდინ ტუვშინბაიარი და უნგრელი მსოფლიოს პრიზიორი დანიელ ჰადფი არიან.

პირველ წრეში ჩვენი ორივე მძიმეწონოსანი ისვენებს. მეორეში ლაშა გუჯეჯიანი ოლიმპიადის უზბეკ ვიცე-ჩემპიონ აბდულო ტანგრიევსა და ისლანდიელ ტორმოდურ იონსონს შორის მოგებულს შეხვდება, ადამ ოქრუაშვილი კი კორეელი სუნგ მინ კიმისა და გერმანელი ანდრეას ტოლცერის ჭიდილს მიადევნებს თვალს. ფრანგი ორგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური პრიზიორი ტედი რინერი ორივეს ასცდა - ის გუჯეჯიანის მხარესაა, მაგრამ ნახევარფინალამდე ვერ შეხვდება. ჩვენებს იაპონელებშიც მეტ-ნაკლებად გაუმართლათ - კაზუჰიკო ტაკაჰაში გუჯეჯიანის ჯგუფშია კი არის, მაგრამ მასპინძელთა ლიდერი, მსოფლიოს ორგზის და ოლიმპიადის ჩემპიონი კეიჯი სუძუკი სხვა მხარესაა - ოქრუაშვილისკენ, მაგრამ ნახევარფინალამდე არც მათი გზები იკვეთება.

რაც შეეხება სხვა წონებს, ვალერი ლიპარტელიანი (90) ინდოელ საჰილ პატანიას ეჭიდავება, მათი მომდევნო მეტოქე კი ბრიტანელ ვინსტონ გორდონისა და ტაილანდელი ვუტიკრაი სრისოპრაპის შეხვედრაში გაირკვევა. ლიპარტელიანს მეტ-ნაკლებად გაუმართლა წილისყრაში, რასაც მინდია ბოდაველზე ვერ ვიტყვით - პირველ წრეში ბრიტანელ მიშეილ ჰორლეის კი ხვდება, მაგრამ ამავე ჯგუფში არიან ბერძენთა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ილიას ილიადისი და წლეულს ჩინებულად მოასპარეზე იაპონელი მსოფლიოს პრიზიორი ტაკაში ონო.

ჩვენი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი, ევროპის პრიზიორი ლევან წიკლაური (81) ამერიკელ ტრევის სტევენსთან მოსინჯავს ძალას, ამათში მოგებულს კი მეორე წრეში შვეიცარიელი მიშა ეგერი ელოდება. ამათგან არც ერთი არაა წონის ლიდერი, ტიტულოვანთაგან კი აქ ბრიტანელი მსოფლიოს პრიზიორი ეუან ბურტონი მოხვდა. აქვეა მასპინძელი მასაჰირო ტაკამაცუც. ამავე წონაში გრიგოლ შინჯიკაშვილი პირდაპირ აზერბაიჯანელ ოლიმპიურ ჩემპიონ ელნურ მამადლის დაეჯახა, თუმცა მეტოქეს ოლიმპიადის შემდეგ კრიზისი აქვს.

ევროპის სამგზის ჩემპიონი ზაზა კედელაშვილი (73) ჩემპიონატში მეორე წრიდან ჩაებმება ალჟირელ მუსტაფა ბულემიასთან შეხვედრით. მის ჯგუფში მოხვდნენ ტაჯიკი ოლიმპიადისა და მსოფლიოს პრიზიორი რასულ ბოკიევი (წარმატების შემთხვევაში, მას მესამე წრეში გაეჯიბრება) და უკრაინელი ევროპის ჩემპიონი ვოლოდიმირ სოროკა. ამ წონაში ნუგზარ ტატალაშვილიც მეორე წრიდან ჩაებმება ჩემპიონატში - იემენელ ზეიად მატერს ეჭიდავება. ამავე ჯგუფშია ორივე იაპონელი - პარიზის წლევანდელი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ჰიროიუკი აკიმოტო და იასუჰირო ავანო.

პირველ წრეში შალვა ქარდავაც (66) ისვენებს, მისი მეტოქე კი სერბ ევროპის ვიცე-ჩემპიონ მილოშ მიიალკოვიჩისა და კვიპროსელ ანდრეას კრასასის შეხვედრაში გაირკვევა. აქვეა მონღოლი მსოფლიოს ჩემპიონი ხაშბაატარ ჩაგანბაატარი, სომეხი ევროპის ჩემპიონი არმენ ნაზარიანი, რუსი მუსა მოგუშკოვი, კანოს ტურნირის ჩემპიონი ჯუნპეი მორიშიტა. მიხეილ ხომიზურიც მეორე წრეში გამართავს პირველ შეხვედრას - სლოვენიელ ევროპის პრიზიორ როკ დრაკშიჩთან. ძლიერი კონკურენტები არც მას აკლია - ესპანელი ევროპის ჩემპიონი და მსოფლიოს ვერცხლის პრიზიორი სუგოი ურიარტე, რუსი ევროპის პრიზიორი ალიმ გადანოვი... დავით ასუმბანი (60) პირველად ყაზახ ბაკიტზან ტურებეკოვს ხვდება, ამირან პაპინაშვილი (60) - ტაივანელ ჰსუან ჰაო ჩანგს. რაც შეეხება აბსოლუტურ წონით კატეგორიას, წილისყრა ჯერ არ გამართულა.

ლელო

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია

[VIDEO] მოტეხილი ყბა და კბილები - ქართველი და გერმანელი ძიუდოისტების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება

საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?

გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა

ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო

იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა

ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი

"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია

არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს

იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი

"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს

მესის რეკორდი დამხობილია - მასტანტუონო "ფიორენტინას" ისტორიაშიც შევიდა

"ოქროს ბურთი" მხოლოდ "კვარაცხელიას" - აცხადებს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი

მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში