ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი ნაკრებიდან მადლობის ტაშის გარეშე წავიდნენ
აღარც კი ვიცი, რითი დავიწყო. აქეთ ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობაო, იქეთ თასის ნახევარფინალების საოცარი კენჭისყრა, კიდევ იქით ეროვნული ჩემპიონატის პირველი ეტაპის ასევე საოცარი ტური.

მე მაინც მგონია, რომ ნაკრებით უნდა დავიწყო. ეროვნულ გუნდს ორი ძალიან კარგი ფეხბურთელი გამოაკლდა - ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი. მათ ნაკრებში აღარ იწვევენ და რადგან აღარც კი დაურეკეს, ეს იმას უნდა ნიშნავდეს, რომ ისინი ნაკრების ფეხბურთელები აღარ არიან.

ადამიანებთან ურთიერთობის უნარი მწვრთნელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, უამისოდ მწვრთნელის ფასი პატარაა. არ გამოვიძახე ერთხელ, მეორედ... დარეკვის გარეშე არ უნდა მიხვდეს ფეხბურთელი, რომ მე ის აღარ მჭირდება?!

თუ ქეცბაია ასე ფიქრობს, მისი პოზიცია გასაგებია, ოღონდაც საკითხავია, რამდენად მისაღებია ურთიერთობის ასეთი ფორმა იმ ფეხბურთელებთან, წლობით რომ თამაშობდნენ ეროვნულ ნაკრებში, წლობით რომ აკრიტიკებდნენ, უსტვენდნენ და ტაშს უკრავდენ.

საქართველოს ეროვნულ გუნდში თამაში თავისებური ტვირთი იყო, ეს იყო გუნდი, რომელიც თითქოს სულ განწირული იყო მარცხისთვის. ფეხბურთელები ბევრს რამეზე ხუჭავდნენ თვალს, ბევრ რამეს არ ამბობდნენ ინტერვიუებში.

ვინმეს ახსოვს ცხვირაწეული კობიაშვილი? ან ისეთი იაშვილი, თავი რომ დაუზოგავს მოედანზე?

მათ ჩვენ ბეჩავ ნაკრებს ასე თუ ისე შეუქმნეს სახე. მათ ცუდ დროს მოუწიათ ნაკრებში თამაში, როცა ნაკრებზე და ფეხბურთზე სახელმწიფო ან საერთოდ არ ზრუნავდა, ან კი ძალმომრეობის დემონსტრაციას ახდენდა და ლამის ყველაფერს თვითონ წყვიტავდა.

ქეცბაიას ნაკრებში კობიაშვილთანაც უთამაშია და იაშვილთანაც. როცა ის გახდა ნაკრების მწვრთნელი, ეროვნული გუნდის და საერთოდ ქართული ფეხბურთის გარშემო სიტუაცია შეიცვალა, კობიაშვილი და იაშვილი კი ისევ ნაკრებში თამაშობდნენ. კობიაშვილის გოლით ქეცბაიას გაწვრთნილმა ნაკრებმა ხორვატიას მოუგო, ამაზე მნიშვნელოვანი თამაში კი მწვრთნელ ქეცბაიას ნაკრებში ჯერ არ მოუგია.

კობიაშვილი და იაშვილი ნაკრებიდან ისე წავიდნენ, რომ გულშემატკივარს მათთვის მადლობის ტაში არ დაუკრავს. ეს არ არის სენტი და მენტი, ეს ეტიკეტია, რომლის დაცვა პირველ რიგში, ვის თუ არა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას უნდა მართებდეს. კობიაშვილმა სულაც 100 მატჩი ითამაშა ნაკრებში...

"ლელოსთან" ინტერვიუში კობიაშვილმა სხვათა გარდა ისიც თქვა, არც კობიაშვილი ითამაშებს ნაკრებში ასი წელი, არც ქეცბაია იქნება ნაკრების მწვრთნელი ასი წელი და არც სიჭინავა იქნება ასი წლით ფედერაციის პრეზიდენტიო....

ფედერაციის პრეზიდენტმა თავად უხელმძღვანელა საქართველოს თასის ნახევარფინალების კენჭისყრას და თვითონ მიაწოდა გასახსნელი ბურთულა (უფრო ზუსტად "ქინდერ-შოკოლადის" ყუთი) რუსთავის "მეტალურგის" წარმომადგენელს, გიჯობს, ეს აიღოო. თუ ყველაფერი ეს ხუმრობა იყო, შეგვიძლია, მას საოცრება დავარქვათ, რადგან ასე ჯერ არავის არ უხუმრია საფეხბურთო კენჭისყრებზე.

მთავარი კი შედეგია და კენჭისყრამაც კარგად ჩაიარა, გორის "დილა" ნახევარფინალში"ზესტაფონსა" და "მეტალურგს" ასცდა. მოსაკითხი მხოლოდ ერთი დარჩა - სად გაქრა საზოგადოებრივი აზრი ქართულ ფეხბურთზე? ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ? და საერთოდ, რატომ უნდა ვიყოთ უმადურები, როცა გაჩნდა იმის იმედი, რომ საქართველო და აზერბაიჯანი ევროპის ჩემპიონატს ერთად უმასპინძლებენ?!

ამ ორ ქვეყანას მენტალურად საერთო მგონი არაფერი უნდა ჰქონდეს. აზერბაიჯანში ბოლოს მაშინ ვიყავი, ბოლნისის "სიონი" ჩემპიონთა ლიგის შესარჩევში იქაურ "ბაკის" რომ ეთამაშა.

როგორც კი მატარებლით საზღვარი გადავკვეთეთ, უშველებელი ბანერები დავინახეთ - ჰეიდარ ალიევი მეტყველი სახით რაღაცას საუბრობს, ჩაფიქრებული შვილი ილხან ალიევი კი მას გაფაციცებით უსმენს. ასეთი კონცეფციის სურათი სხვადასხვა ვარიანტებით - ეს იყო მაშინდელი აზერბაიჯანის ფასადი და როგორ გგონიათ, მას შემდეგ რამე შეიცვლებოდა იქ ამ მხრივ?

გასაკეთებელი კიდევ ბევრია - თუ ამ პრინციპით ვაპირებთ ევროპის ჩემპიონატის თანამასპინძლობას, კარგია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო კიდევ უფრო მეტს გააკეთებს ფეხბურთისთვის და იდეის გაჟღერება ოდენ წინასაარჩევნო ტრიუკი ვერ იქნება.

ცოტა ხნით მაინც დავანებოთ პოლიტიკას თავი, ფეხბურთის აღქმა ბურთით და მოედნით იწყება და მთავრდება, პოლიტიკა კი ალბათ, ამ ყველაფრის გვერდითი მოვლენებია.

ქეცბაიამაც მოედანზე ბურთის თამაშით შეაყვარა თავი გულშემატკივარს. ნაკრების ბოლო ორ ამხანაგურ შეხვედრაშიც არაერთი პოზიტივი დავინახეთ. ალბანეთთან მატჩის მეორე ტაიმში ქეცბაიამ სანდრო კობახიძე ფლანგიდან შუაში შემოწია, კობახიძემ გოლიც გაიტანა და 11-მეტრიანიც მოინაგრა. ყველაფერი ეს მწვრთნელის შედეგიან ტაქტიკურ ცვლილებას მოჰყვა. ზედიზედ ორი ამხანაგური თამაშის მოგებაც იმედის ნაპერწკალს ჰგავს.

სენტი და მენტი კი მაინც დამრჩა, ეს არც გულჩვილობის ბრალია და არც გულუბრყვილობის, ფეხბურთში ასეთები ხშირად ხდება, გაუგებარი მხოლოდ ის არის, სხვას რატომ არ აქვს ეს სენტი და მენტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mario
სტატიის ავტორი მართალია და ქეცბაის ასე გამეტებით ნუ იცავთ!!!ვინც ქეცბაის ლობირებს იმაზე რას იტყვით ძვირფასო ოპონენტებო?...
ramnishvnelobaaqvs
რას აიჩემეთ იქნებ იძახებს შესარჩევსზე რა..
dato
თვითონ თქვა ქეცბაიამ ამხანაგურებში არ-გამოძახება არ ნიშნავს იმას რომ აღარ გამოვიძახებო..თქვენივე აზრებით გამოტანილ დასკვნებს რატომ ახვევთ თავს მკითხველს???
gigi
კარგი სტატიაა. კობიაშვილი და იაშვილი ასე მოქცევას ნამდვილად არ იმსახურებდნენ
[VIDEO] ქუთაისის "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო საქართველოს სუპერთასი!
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
კირილე თვაური ბრინჯაოს მატჩს იმსაჯებს, რომელიც ოქროდ ფასობს
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის B დივიზიონი დანიის ძლევით, მე-15 ადგილზე დაასრულა
18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა
"ფეხბურთს ჰყავს ოსტატი და მისი სახელია ლეო მესი" - მაქსი როდრიგესი
"ხულიგნობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის თითოეულ ფაქტზე განხორციელდება დაუყოვნებლივი და უმკაცრესი რეაგირება" - "ტორპედოს" განცხადება
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"ნაპოლიში" 10 ვირი და მარადონა იყო - მესიმ აჯობა" - ამბობს დიეგოს მეგობარი
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
U20. საქართველოს ნაკრები ფიჯისთან დამარცხდა და ისტორიაში ყველაზე უარყოფითი შედეგი დააფიქსირა
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილი ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია!
"ეს დასასრული არ არის, მათ კიდევ შევხვდებით" - კონატე ესპანეთთან მარცხის შემდეგ
მუნდიალის აღმოჩენას, 40 წლის ვოზინიას, ისტორიულმა კლუბმა კონტრაქტი შესთავაზა
დიდი მატჩის დღე! მესი თუ იამალი, ორგანიზება თუ ბრძოლისუნარიანობა?
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
"შეუძლია თუ არა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგება? - ტოტიმ ქართველზე ისაუბრა
"სხეული თავად გაძლევს სიგნალს, როდესაც მოედანზე ძალების ბოლომდე გაღება აღარ შეგიძლია" - ბრაზილიელმა რონალდომ კრიშტიანოსა და ნეიმარზე ისაუბრა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს