პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები 10:6 დამარცხდა, მაგრამ მეორე ნახევარში თამაშის შემობრუნება მოახერხა
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთთან ერთა თასის შეხვედრა არცთუ კარგად დაიწყო. მასპინძლები მალევე დაწინაურდნენ, ლელო დადეს და რეალიზაციაც ზუსტად შეასრულეს. საქართველოს ნაკრებმა მეტოქეს კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმოთი უპასუხა, თუმცა მასპინძლებმა 7 ქულიანი უპირატესობა მალევე აღადგინეს.

პირველი ტაიმის დასკვნითი ხუთი წუთი საქართველოს ნაკრების შეტევებში წარიმართა. კვირიკაშვილმა ჯარიმით სხვაობა 4 ქულამდე შეამცირა, რასაც რუმინელთა დაჯარიმება და სინბინი მოჰყვა, მაგრამ ტაიმი ასევე დასრულდა 10:6.

აღსანიშნავია, რომ მე-14-ე წუთზე სინბინით ირაკლი მაჩხანელიც დაისაჯა.

მეორე ტაიმში ქართველებმა მატჩის შემობრუნება მოახერხეს, კაჭარავამ ლელოც გაიტანა და 19:13 იმარჯვეს.

მეორე ტაიმის ბოლო ათი წუთი ბორჯღალოსნები კაცნაკლულნი თამაშობდნენ, მაგრამ შეტევაზე გადასულ რუმინელეს ლელოს დადების საშუალება არ მისცეს.

რუმინეთი - საქართველო 13:19 (10:6)

რუმინეთი: 15. იულიან დუმიტრაში, 14. მედელინ ლემნარუ, 13. ჩობა გალი, 12. კრისტიან დინიში, 11. ადრიან აპოსტოლი, 10. ფლორინ ვლაიკუ, 9. ვალენტინ კალაფეტეანუ; 1. მიჰაიტა ლაზარი, 2. მარიუს ტინკუ, 3. პაულიცა იონი, 4. ვალენტინ ურსაჩე, 5. კრისტიან პეტრე, 6. მიჰაი მაკოვეი, 7. ვიორელ ლუკასი, 8. დანიელ კარპო.

სათადარიგოები: 16. ანდრეი რადოი, 17. ანდრეი ურსაჩე, 18. ალინ კოსტა, 19. ანდრეი გორჩიოაია; 20. ფლორინ სურუგუ, 21. კონსტანტინ გეარა, 22. დორინ მანოლე.

მწვრთნელი: ჰარი დუმიტრაში

1 ლელო: კარპო

1 გარდასახვა: ვლაიკუ

2 ჯარიმა: კალაფეტეანუ

2 სინბინი: ლუკასი, ურსაჩე

საქართველო: 15. გიორგი შკინინი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. ვიტო კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.

სათადარიგოები: 16. რეზო ბელქანია, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. დიმიტრი ბასილაია, 19. გივი ბერიშვილი, 20. გიორგი ბეგაძე, 21. თედო ზიბზიბაძე, 22. ლაშა მალაღურაძე.

მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

ასისტენტები: კრის გიბსი (ახალი ზელანდია), ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე

1 ლელო: კაჭარავა

1 გარდასახვა: კვირიკაშვილი

4 ჯარიმა: კვირიკაშვილი

1 სინბინი: მაჩხანელი

1 გაძევება: კოლელიშვილი

რეფერი: ჯონ-პოლ დოილი (ინგლისი)

ასისტენტები: ენდრიუ სმოლი, პოლ დიქსი (ორივე ინგლისი)

კომისარი: გჟეგოჟ ბორკოვსკი (პოლონეთი)

TaTa
ძაან მაგარი ბიჭები გვყავს! :) ბოლო წუთები რა იყოო :) დაცვა მომეწონა. ყოჩაღ!!! :))))))))))
lasha
ომში შესულმა თავი გააკონტროლო, ძალიან ძნელია! თავშეკავება და დადინჯება უფრო წლებს მოაქვთ. ახალგაზრდა კოლელიშვილისგან მსგავსი საქციელი სულაც არ გამკვირვებია, მითუმეტეს როდესაც მეტოქე ძალიან არა სპორტულად იქცევა. წარმოიდგინეთ კაცი მთელი არსებით ბრძოლობს და ამ დროს უბურთოს, ქალივით თმებიდან ქაჩავენ!!!
გორანა
რუმინელმა აშკარად თმებზე მოქაჩა საკადრისი მიიღო, მარა ეს გაგდება შეიძლება საბედისწერო აღმოჩენილიყო და ამიტომაც სხვა დროს თავს თუ შეიკავებს უფრო მაგარი კაცი იქნება. გამარჯვება შენს პირად ემოციაზე ზემოთ უნდა დააყენო!!!
დავითი
სანამ ფეხბურთელებიც ისევე არ იმღერებენ საქართველოს ჰიმნს,როგორც ამას აკეთებენ მორაგბეები, არაფერი გამოვა
shalva.
რაგბი ძალისმიერი სპორტია, მაგრამ უმჯობესია თუ თავს შეიკავებ და ხელჩართულ ჩხუბში არ გადავა. თუ ასე ძლიერი ვართ მაგ საქმეში ჯობდა ლიცენზიები აგვეღო კრივში. გილოცავთ გამარჯვებას.
gia
ჯიგრები არიან.ქართული ტკივათ და ქართული უხარიათ. ვიტომ რა კაცურად მიუნგრია დინგი,არასპორტული იყო,მაგრამ კაცური და არც ვამტყუნებ,მითუმეტეს მოვიგეთ. კარგად მახსოვს რუმინელებმა რომ გადაგვიარეს არასპორტულად და იმიტომ გამისწორდა მაგრად ეს. ყოჩაღ ბიჭებო,აი სად არის ნამდვილი ქართული სული.
ალიკო
ნეტავ ასეთი ჟინი მოგვცა ყველაფერში.გაიხარეთ!!!
დავითა
კოლელიშვილს ვენაცვალე მის მუშტებშიიიიი,მაგრები ხართ შემოგევლეთ ყველას ,ავოიეეეეეეეეეეეეე მაგრები ხართ მაგრებიიიიიიიიიიიიიიიი
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ბორჯღალოსნები" | მეორე ტესტი "ვოლაბებთან" - 2029 წელს ავსტრალიაში
შტორმის მოლოდინში და სრული დომინაციით - საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე ჩილესაც მოუგო
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
"ატლეტიკო" ალვარესის გაყიდვას დათანხმდა, მაგრამ ძალიან ძვირად აფასებს
შენგელია პირველი ტიტულისთვის! დუბაი ევროლიგის სუპერთასზე ითამაშებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა