ინდიან უელსის ტურნირში ბელარუსმა თავად შეიქმნა პრობლემები გერმანელ მონა ბარტელთან მატჩში
მომავალი ერთი კვირის განმავლობაში ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება ინდიან უელსისკენ იქნება მიმართული, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ქალი და მამაკაცი ჩოგბურთელები არიან შეკრებილნი.

მეორე წრიდან ჩაებნენ ბრძოლაში განთესილი ჩოგბურთელები და კინაღამ საწყისი მატჩი დათმო მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ, რომელმაც მიმდინარე სეზონში ჯერ არც ერთი მატჩი არ წაუგია.

ბელარუსმა თავად შეიქმნა პრობლემები გერმანელ მონა ბარტელთან მატჩში. ყველაფერი სავსებით ლოგიკურად მიდიოდა - აზარენკამ აიღო პირველი სეტი 6:4, მეორეში კი 5:1 დაწინაურდა. რთული ასახსნელია რა მოხდა შემდეგ.

ვიქტორიამ გაფლანგა უდიდესი უპირატესობა და პარტია ტაი-ბრეიკზე წააგო. მესამე სეტში კი ბრეიკით ბარტელი დაწინაურდა, რომელიც, საბოლოოდ, ორჯერ მატჩზე აწვდიდა. თუმცა აზარენკამ ორივეჯერ გადაარჩინა მატჩი, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე მესამე ჯერზე გამოიყენა მატჩბოლი და სამ სეტში გაიმარჯვა - 6:4, 6:7(4), 7:6(6). კომფორტული გამარჯვების ნაცვლად, ვიქტორიამ სამი საათი მოანდომა ამ ნერვულ მატჩს. რთული სათქმელია, დაეხმარება თუ არა ბელარუსს ეს მარათონი ტურნირში ხეირიანად შესასვლელად.

მეორე წრეს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია. მართალია, ბოლო პერიოდში ელენა იანკოვიჩი ვერ ბრწყინავს, მაგრამ უაილდ-ქარდის მქონე ამერიკელ ჯეიმი ჰემპტონთან მარცხი მაინც დიდი მოულოდნელობა იყო. თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ პირველ წრეში ჯეიმიმ 6:0, 6:1 გაანადგურა პოლონა ჰერცოგი და მაღალი დონე იანკოვიჩთან მატჩშიც შეინარჩუნა. თამაში საათნახევარი გაგრძელდა და ამერიკელმა თითო სეტში გაკეთებული თითო ბრეიკით გაიმარჯვა - 6:4, 6:3.

მეორე წრის კიდევ ერთი მოულოდნელობა გახდა საბინ ლისიცკის მარცხი. მე-11 ნომრად განთესილმა გერმანელმა წააგო ესპანელ ლურდეს

დომინგეს-ლინოსთან, რომელიც ჰარდზე კარგი თამაშით არასოდეს გამოირჩეოდა.

კიდევ ორი მოულოდნელობის შესახებ: ყაზახი ქსენია პერვაკი სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო ტურნირს თამაშობს. მეორე წრეში მან ძალიან იოლად მოუგო ძლიერ ჩინელ შუაი პენგს - 6:4, 6:0, ხოლო კლარა ზაკოპალოვამ ტურნირს გამოთიშა ინდიან უელსის ორგზის ჩემპიონი (2002, 2007) დანიელა ჰანტუხოვა - 6:3, 6:7(7), 6:3.

გუშინდელი დღის ერთ-ერთი გამორჩეული შეხვედრა იყო მოქმედ ჩემპიონ კაროლინ ვოზნიაცკისა და რუს ეკატერინა მაკაროვას შორის. ამ უკანასკნელს კარიერაში აღმასვლა აქვს, ვოზნიაცკის კი პირიქით, აშკარა ჩავარდნა დაეწყო. დანიელი რეიტინგში მეოთხეა და თუ აქ ტიტულს ვერ დაიცავს, შეიძლება მეექვსე პოზიციამდე ჩამოქვეითდეს.

ვოზნიაცკისთან შეხვედრამდე მაკაროვამ პირველ წრეში საკმაოდ იოლად დაამარცხა ამერიკელი ბეტანი მატეკი, ამიტომაც კაროლინთან შეხვედრაში ბევრი დაძაბულ ბრძოლას ვარაუდობდა. მაგრამ დანიელმა სწრაფად მოიპოვა ინიციატივა და ბრწყინვალე ტემპის წყალობით ყოველი გეიმის შემდეგ ზრდიდა უპირატესობას. რუსს შეხვედრის შემოტრიალების არანაირი შანსი არ ჰქონდა და 68 წუთში 2:6, 0:6 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ მაკაროვამ ორივე გეიმი მეტოქის მოწოდებაზე მოიგო.

ინდიან უელსში სასტარტო მატჩი ჩაატარა მარია შარაპოვამ. მისი მეტოქე ხისელა დულკო იყო. მათ წელს ერთხელ უკვე ითამაშეს ერთმანეთში - ავსტრალიის ღიას პირველ წრეში რუსმა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო არგენტინელს. შარაპოვას პრობლემები არც ამჯერად ჰქონია. მართალია, ხანდახან ჩავარდნები ჰქონდა და ერთხელ მეტოქეს საკუთარი გეიმიც დაუთმო, მაგრამ გლობალურ პრობლემებამდე საქმე არ მისულა - 6:2, 6:0.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 5 536 664 დოლარი

II წრე

ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 12) 6:4, 6:3; კრისტინა მაკჰეილი (აშშ, 32)-ელენა ვესნინა (რუს) 6:3, 7:5; იულია გორგესი (გერ)-ელენა ბალტაჩა (ბრიტ) 6:3, 6:2; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-მონა ბარტელი (გერ) 6:4, 6:7, 7:6; სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 25)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეი) 6:3, 2:0 უარი; ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 24)-სანია მირზა (ინდ) 6:2, 7:5; იარმილა გაიდოშოვა (ავტსრა)-იანინა ვიკმაიერი (ბელ, 22) 2:6, 6:2, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 27)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ) 6:3, 6:4; ვერა ზვონარევა (რუს, 9)-კიმიკო დატე (იაპ) 6:3, 6:4; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვა, 19) 6:3, 6:7, 6:3; ჟიე ჟენგი (ჩინ, 31)-მიხაელ კრაიჩეკი (ჰოლ) 6:1, 6:3; ნა ლი (ჩინ, 8)-გალინა ვოსკობოევა (ყაზ) 3:6, 6:3, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-სორანა კირსტეა (რუმ) 6:2, 6:4; პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 3)-ბარბორა ზახვალოვა (ჩეხ) 6:1, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 15)-იოჰანა ლარსონი (შვედ) 6:1, 6:2; ლურდეს დომინგეს-ლინო (ესპ)-საბინ ლისიცკი (გერ, 11) 6:1, 6:4; სოფია არვიდსონი (შვედ)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ, 26) 6:3, 6:3; შანელ სხეპერსი (ს. აფრ)-კაია კანეპი (ესტ, 29) 6:3, 6:2; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 16)-მაგდალენა რიბარიკოვა (სლოვაკ) 2:1 უარი; სიმონა ჰალეპი (რუმ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ, 28) 6:2, 6:4; რობერტა ვინჩი (იტა, 21)-სილვია სოლერ ესპინოსა (ესპ) 6:3, 6:3; ფრანჩესკა სკიავონე (იტა, 10)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:2, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 23)-ტამირა პაჩეკი (ავსტრია) 6:3, 3:1; მარია კირილენკო (რუს, 20)-ირინა კამელია ბეგუ (რუმ) 7:6, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:0, 6:3; ქსენია პერვაკი (ყაზ)-შუაი პენგი (ჩინ, 17) 6:4, 6:0; კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4)-ეკატერინა მაკაროვა (რუს) 6:2, 6:0; ნადია პეტროვა (რუს, 30)-ლორენ დევისი (აშშ) 6:3, 6:2; მარიონ ბარტოლი (საფ, 7)-ვარვარა ლეპჩენკო (აშშ) 2:6, 6:2, 7:5; მარია შარაპოვა (რუს, 2)-ხისელა დულკო (არგ) 6:2, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
სანიოლი: ამიტომ ვითამაშეთ ასე - ამ შეკრებით ძალიან კმაყოფილი ვარ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
U21. საქართველოს ნაკრები აშშ-სთან დამარცხდა
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ფარერებთან თითქმის მოგებული მატჩი წააგო
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
"შავმა ლომმა" "ტოიოტა ჩელენჯი" გამარჯვებით დაიწყო
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
რუსი მწვრთნელი ვან დერ ვაარტს ფსიქიატრის დახმარებას დაჰპირდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოში რომის გრან პრის გამარჯვებულია
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
[VIDEO] არშავინმა "კვარა" მეორეაო და თბილისში წაუცეკვა
"კვარა", ნევეში, თუ ვიტინია? - პერესმა მომდევნო კვირას 150-მილიონიანი ტრანსფერი დაანონსა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად