ქალებს შორის ხუთჭიდში მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, უკრაინელმა ნატალია დობრინსკაიამ
მსოფლიოს ჩემპიონატი 9 მარტს დაიწყო და პირველ დღეს მედლების ორი კომპლექტი გათამაშდა. ერთ სახეობაში - ქალებს შორის ხუთჭიდში მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა პეკინის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონმა, უკრაინელმა ნატალია დობრინსკაიამ. საინტერესოა, რომ წინა რეკორდი 1992 წელს რუსი ირინა ბელოვას მიერ იყო დამყარებული. მეორე დღეს შვიდჭიდში მამაკაცებს შორის ამერიკელმა ეშტონ იტონმა მოიპოვა ოქრო და მანაც ეს მსოფლიოს რეკორდით გააკეთა.

მამაკაცთა შორის ჭოკით ხტომის სექტორში დომინირებდა ფრანგი რენო ლავილენიე, რომელმაც კონკურენტებს 15 სანტიმეტრით აჯობა. ეგონათ, რომ ფრანგის მთავარი მეტოქე გერმანელი მალტე მორა იქნებოდა, მაგრამ 5.75 მეტრის აღების შემდეგ მან 5.80 გამოტოვა, 5.85 მეტრი კი ვეღარ აიღო და სამეულის მიღმა დარჩა. ლავილენიემ უკვე ჩემპიონის რანგში მსოფლიოს ჩემპიონატების რეკორდის დამყარება სცადა, მაგრამ სტივენ ჰუკერის მიღწევა (6.02) ხელუხლებელი დარჩა.

სამხტომში, ოლგა სალადუხას არყოფნაში, წესით, ოქროს მედალი უნდა მოეგო მის მუდმივ მეტოქეს იარგერის სავინიეს, მაგრამ კუბელი მხოლოდ მეოთხე ადგილით დაკმაყოფილდა. გამარჯვება კი ბრიტანელმა იამილე ალდამამ მოიპოვა, რომელიც მეორე ცდაზე 14.82 მეტრზე გადახტა.

ალდამა, რომელიც ადრე კუბისა და სუდანის სახელით გამოდიოდა, 39 წლის ასაკში პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

მეხუთედ გახდა ჩემპიონი ბირთვის კვრაში ვალერი ადამსი ახალი ზელანდიიდან, თან მან დარბაზებისთვის პირადი რეკორდი დაამყარა - 20.54 მეტრი. მისი მთავარი კონკურენტი ნადეჟდა ოსტაპჩუკი 12 სანტიმეტრით ჩამორჩა და მეორე ადგილით დაკმაყოფილდა. დანარჩენმა კონკურენტებმა ამ დუეტთან ბევრი წააგეს - ბრინჯაოსმედალოსანმა მიშელ კარტერმა 20 მეტრსაც ვერ მიაღწია.

400-მეტრიან დისტანციაზე ტურნირის ფავორიტი კირანი ჯეიმსი სამეულის მიღმა აღმოჩნდა. 19 წლის გრენადელი ვერ შეხვდა ჩემპიონატს სათანადო ფორმაში. გამარჯვება კი კოსტარიკელმა ნერი ბრენესმა მოიპოვა, თანაც მსოფლიოს ჩემპიონატების ახალი რეკორდი დაამყარა (45.11). ასევე მოულოდნელი იყო მაროკოელი აბდალატი იგუდერას მოგება 1500 მეტრზე მამაკაცებს შორის. იგივე დისტანციაზე ქალებში ცნობილი ტირუნეშ დიბაბას უმცროსმა დამ - გენზელე დიბაბამ გაიმარჯვა.

უსიამოვნო სიუპრიზი მოუმზადა რუს გულშემატკივრებს სიმაღლეზე მხტომელმა ანა ჩიჩეროვამ. ხორვატი ბლანკა ვლასიჩის არყოფნაში მას თითქოს ხსნილი ჰქონდა გზა ოქროს მედლისკენ, მაგრამ რუსმა მხოლოდ მესამე შედეგი აჩვენა - მოულოდნელად 1.95 მეტრზე გაჩერდა. თუ ანტონიეტა დი მარტინოს პოდიუმზე ხილვა სავსებით ლოგიკური იყო, შონტე ლოუეს წარმატები სრული სენსაცია აღმოჩნდა. ამერიკელმა არც ისე დამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც 1.98 მეტრი დასძლია.

მეორე დღის პროგრამას ასრულებდა ორი ფინალი 60-მეტრიან ბილიკზე. თავდაპირველად გამარჯვება იზეიმა სალი პირსონმა. ბარიერული სპრინტის ახალმა დედოფალმა ზაფხულის ჩემპიონატის შემდეგ ზამთრისაშიც არავის დაუთმო პირველობა. ავსტრალიელმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა - 7.73 წამი, რაც ხუთი მეასედით უარესია სიუზან კალურის რეკორდზე.

60-მეტრიან სპრინტში საუკეთესო გახდა ჯასტინ გეტლინი. მსოფლიოს ჩემპიონატებზე პირველი ოქრო ამერიკელმა 2003 წელს ბირმინგემში მოიგო.

შემდეგ იყო გამარჯვებები ათენის ოლიმპიადაზე და ჰელსინკის მსოფლიოს ჩემპიონატზე. 2006 წელს ჯასტინმა ოთხწლიანი დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგის გამოყენებისთვის. თითქოს მისი კარიერა დასრულებული იყო, მაგრამ დისკვალიფიკაციის ვადის გასვლით შემდეგ დიდ სპორტში დაბრუნება გადაწყვიტა. და აი, ახლა უმაღლესი დონის ტურნირზე ოქროს მედალი აიღო - ფინალში დუეინ ჩემბერსსა და ნესტა კარტერს გაუსწრო.

მამაკაცები

60 მ

1. ჯასტინ გეტლინი (აშშ) - 6,46; 2. ნესტა კარტერი (იამ) - 6,54; 3. დუეინ ჩემბერსი (ბრიტ) - 6,60...

400 მ

1. ნერი ბრენესი (კ-რიკა) - 45,11; 2. დემეტრიუს პინდერი (ბაჰ) - 45,34; 3. კრის ბრაუნი (ბაჰ) - 45,90...

ჭოკი

1. რენო ლავილენიე (საფ) - 5,95; 2. ბიორნ ოტო (გერ) - 5,80; 3. ბრელ უოკერი (აშშ) - 5,80...

სიგრძე

1. მორო ვინისიუს და სილვა (ბრა) - 8,23; 2. ჰენრი ფრეინი (ავსტრა) - 8,23; 3. ალექსანდრ მენკოვი (რუს) - 8,22...

ბირთვი

1. რაიან უაიტინგი (აშშ) - 22,00; 2. დავიდ შტროლი (გერ) - 21,88; 3. ტომაშ მაევსკი (პოლ) - 21,72...

შვიდჭიდი

1. ეშტონ იტონი (აშშ) - 6645 (მსოფლიოს რეკორდი); 2. ალექსეი კასიანოვი (უკრ) - 6071; 3. არტიომ ლუკიანენკო (რუს) - 5969...

ქალები

400 მ

1. სანია რიჩარდსი (აშშ) - 50,79; 2. ალექსანდრა ფედორივა (რუს) - 51,76; 3. ნატაშა ჰასტინგსი (აშშ) - 51,82...

60 მ/თარჯრბენი

1. სალი პირსონი (ავსტრა) - 7,73; 2. ტიფანი პორტერი (ბრიტ) - 7,94; 3. ალინა ტალაი (ბლრ) - 7,97...

1500 მ

1. გენზებე დიბაბა (კენ) - 4:05.78; 2. მარიემ ალუი სელსუი (მარ) - 4:07.78; 3. ასლი ჩაქირ ალფთექინი (თურ) - 4:08.74...

სიმაღლე

1. შონტე ლოუე (აშშ) - 1,98; 2. ანტონიეტა დი მარტინო (იტა) - 1,95; 3. ანა ჩიჩეროვა (რუს) - 1,95...

სამხტომი

1. იამილე ალდამა (კუბ) - 14,82; 2. ოლგა რიპაკოვა (ყაზ) - 14,63; 3. მაბელ გეი (კუბ) - 14,29...

ბირთვი

1. ვალერი ადამსი (ზელ) - 20,54; 2. ნადეჟდა ოსტაპჩუკი (ბლრ) - 20,42; 3. მიშელ კარტერი (აშშ) - 19,58...

ხუთჭიდი

1. ნატალია დობრინსკაია (უკრ) - 5013 (მსოფლიოს რეკორდი); 2. ჯესიკა ენისი (ბრიტ) - 4965; 3. აუსტრა სკუიტე (ლატ) - 4802...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]
ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა
"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა