კახა კალაძეს ტურინის "იუვენტუსთან" გმირობაში ხელი ჯანლუიჯი ბუფონმა შეუშალა

გერმანული ბუნდესლიგის დასრულებამდე 9 ტურია დარჩენილი, ლევან კობიაშვილს კი ბრაზილიელი ზე რობერტოს რეკორდის დამხობამდე 7 მატჩიღა აშორებს.

შეგახსენებთ, საქმე ეხება ბუნდესლიგაში ლეგიონერთა მიერ ჩატარებული შეხვედრების რაოდენობას. ზე რობერტოს ანგარიშზე 336 მატჩია, კობის კი უკვე 330 შეხვედრა დაუგროვდა, რითაც მეორე ადგილზე მყოფ ბოსნიელ სერგეი ბარბარესს უკვე გაუთანაბრდა.

დიდი ალბათობით, ლევანი დისკვალიფიკაციის გამო ბუნდესლიგის უახლოეს ორ მატჩს გამოტოვებს (შემდეგ ტურში მისი "ჰერტა" მიუნხენის "ბაიერნს" მასპინძლობს). ასე რომ, მას დარჩენილ შვიდივე შეხვედრაში თამაში სჭირდება. ოტო რეჰაგელის მიერ მის მიმართ გამოცხადებულ ნდობას თუ გავითვალისწინებთ, რეკორდის შანსი კვლავაც არსებობს.

კობიაშვილმა ბერლინელებს ამჯერადაც უკაპიტნა, მაგრამ "კიოლნთან" მატჩიდან მას მხოლოდ ცუდი მოგონებები გამოჰყვება. მასპინძლებს მასთან უხეშობისთვის ფეხბურთელი გაუძევეს, რამაც კიოლნელი ფანები განარისხა და ქართველი სტვენით აიკლეს. 76-ე წუთზე კი კობიაშვილი ლუკას პოდოლსკის ეუხეშა. ამ უკანასკნელმა ლევანს ლამის ხელჩართული ჩხუბი დაუწყო. პოდოლსკიმ პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო, კობიაშვილმა კი - მეორე ყვითელი.

ლეგიონის უქმეების მთავარი თემა სწორედ ეს იყო, თუმცა ორიოდე სიტყვით სხვა მნიშვნელოვან ამბებსაც შევეხოთ. იტალიაში "ჯენოამ" "იუვენტუსს" ძვირფასი ქულები აართვა, კახა კალაძეს კი შეეძლო, ამ მატჩის გმირი გამხდარიყო - ჯანლუიჯი ბუფონმა ტურინელთა კარი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის სახიფათო დარტყმებისგან ორჯერ იხსნა.

რუსულ პრემიერლიგაში დადებითი ის მოხდა, რომ "რუბინის" ძირითად შემადგენლობაში ხანგრძლივი პაუზის შემდეგ საბა კვირკველია გამოჩნდა, ეს კი მისი ესპანელი კონკურენტის, სესარ ნავასის დისკვალიფიკაციის გამო მოხდა.

"კრასნოდარის" კაპიტანმა ალექსანდრე ამისულაშვილმა სიცხის გამო ვერ ითამაშა, მისმა თანაგუნდელმა ოთარ მარცვალაძემ კი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.

თუმცა ამ უკანასკნელმა მასპინძელთა პრესტიჟის გოლში მაინც მიიღო მონაწილეობა - მისი დარტყმული ბურთი ხარიხაში მოჰყვა და დამატებაზე თანაგუნდელმა იმარჯვა. რუსეთში მოთამაშე ქართველ ლეგიონერთა ნაწილს კი საქმეში 12 მარტს ვნახავთ.

უკრაინულ პრემიერლიგაში დავით თარგამაძემ თავისი კლუბის, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშა. უჩა ლობჟანიძე კი კიევის "დინამოს", რომელმაც მისი "კრივბასი" 3:0 გაანადგურა, ავტოგოლით "შეეწია".

უკრაინაში "ქართული დერბიც" გაიმართა და კარგია, რომ სანდრო კობახიძეცა და ჯაბა ლიპარტიაც საკუთარი გუნდების ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ქართველთა კიდევ ერთ დაპირისპირებას კი 12 მარტს პოლონეთში უნდა ველოდოთ.

ბუნებრივია, მხედველობიდან არც ირაკლი სირბილაძის, გიორგი ადამიასა და ლევან კორღალიძის გოლები უნდა გამოგვრჩეს. აზერბაიჯანში კი გიორგი ჩიხრაძე დააფასეს და ქართველი სპეციალისტი ბაქოს "ინტერის" მეორე მწვრთნელობიდან ზაქათალის "სიმურგის" მთავარ მწვრთნელობამდე დაწინაურდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიორგი
მატჩის შემდეგ მთავარმა არბიტრმა ინტერვიუში აღნიშნა რომ თვითონ კობიაშვილი-Podolski -ს მომენტი ვერ აღიქვა და ამიტომ გვერდით მსაჯთან მოლაპარაკების შემდეგ გადაწყვიტა Podolski -სთვის წითელი ბარათის ჩვენება, რაც არამარტო ჩემის აზრით მას იმ მომენტში არ დაუმსახურებია. საქმე კი აი რაში იყო: გვერდით მსაჯს (მთავარი არბიტრის სიტყვებია) მოეჩვენა რომ Podolski -მ ხელი კობიაშვილის ყელისკენ წაიღო (ანუ ყელში სწვდა) და მწორედ ამის შედეგი იყო ის (დაუმსახურებელი) წითელი ბარათი! ისე ვინ ვის სწვდა ყელში (შესაბამისად კისერში)მგონი ყველა კადრში ძალიან კარგად ჩანს! კობიაშვილი რომ გამოტოვებს შემდეგ ტურს ეგაა საწყენი თორემ Podolski -ს არ აწყენს ეგ წითელი ბარათი (თუმცაღა, კიდევ ერთხელ: დაუმსახურებელი!)
გიორგი
Giorgipirwel -ს ვეთანხმები და გარდა ამისა მგონი კობიაშვილსაც ზედმეტი მოუვიდა (ისე პოდოლსკი რომ პროვოკატორია, საკმაოდ ცნობილი ფაქტია და ალბათ რამეს ეტყოდა) და პოდოლსკის საერთოდ არ უნდა შეხებოდა. თორე ამ სტატიის ავტორი რასაც წერს: " 76-ე წუთზე კი კობიაშვილი ლუკას პოდოლსკის ეუხეშა. ამ უკანასკნელმა ლევანს ლამის ხელჩართული ჩხუბი დაუწყო." მე რაც ვნახე და მოვისმინე ასე საერთოდ არ ყოფილა, თვითონ არ უნდა მოვარდნოდა "Sascha Riether" -ს და მერე არც პოდოლსკის პატარა პროვოკაციას (პატარა ხელისკვრას) არ უნდა აჰყოლოდა. თორე ისე ძალიან კარგი ფეხბურთელია და ძალიან პატივს ვცემ!
Giorgipirweli
კობიაშვილი პოდოლკის არ ეუხეშა, პოდოლსკი მერე მოვიდა და კობიაშვილმა ყვითელი ბარათიც პოდოლსკის მოსვლამდე, ჯარიმისთვის მიიღო.
კვარაცხელიამ 60 წუთი ითამაშა - პსჟ სეზონის პირველ მატჩში "მალიორკასთან" დამარცხდა
კიტეიშვილმა ვერ ითამაშა - "შტურმი" ჩემპიონთა ლიგაზე "ფენერბაჰჩესთან" დამარცხდა
შეთანხმება შედგა, სამედიცინო შემოწმება კვირის ბოლოს - ესპანურმა პრესამ ქოჩორაშვილის ახალი გუნდი დაასახელა
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა