დიდთოვლობამ ქუთაისში "ტორპედო"-"მერანის" თამაში შეუძლებელი გახადა
დღეიდან ზედმეტი არითმეტიკა აღარაფერში დაგვჭირდება, რადგან უკვე დათვლილია, რომელ კლუბს რა მონაგარი გადმოჰყვა ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან.

საბედნიეროდ, ამიერიდან ჩვენს უმაღლეს ლიგაში სამი ქულა აღნიშნავს სამს, ერთი - ერთს და ნული - ნულს. ასე რომ, კლუბებს შორის სადღეისო ძალთა თანაფარდობა ზუსტად ისეთია, როგორსაც სატურნირო ცხრილში ხედავთ - პლეი ოფში მოხვედრილი გუნდები ბრძოლას ერთმანეთთან დაგროვებული ქულებით განაგრძობენ, პლეი აუტში კი ოთხი უარესი უმაღლესლიგელი და ამდენივე საუკეთესო პირველლიგელი მომავალი უმაღლესი ლიგის ოთხი საგზურისთვის ბრძოლას ნული ქულით დაიწყებს.

ბუნებრივია, ჩემპიონატის მთავარი ინტრიგა ისაა, როგორ წარიმართება საჩემპიონო ბრძოლა და შეძლებს თუ არა მოქმედი ჩემპიონი და უმაღლესი ლიგის ერთპიროვნული ლიდერი "ზესტაფონი" მდევრებთან სოლიდური უპირატესობის შენარჩუნებას. თუმცა მეორე პლანზე სულაც არ გადაინაცვლებს ქვედა რვა გუნდის დაპირისპირება.

საინტერესოა საუკეთესო პირველლიგელთა ნახვა და იმის შეფასება, რომელი მათგანია მზად საუმაღლესლიგოდ.

ტურის ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, "დინამო"-"დილაა", სადაც კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რომელი მათგანის ამბიციები უფრო მართებულია. ეს შეხვედრა 18 საათზე დაიწყება და ვინც ეროვნულ სტადიონზე მისვლას ვერ შეძლებს, თამაშის ნახვა პირდაპირი ტელეეთერით შეეძლება.

სამწუხაროდ, ტური სრულად ვერც ამჯერად ჩატარდება. დასავლეთ საქართველოში მოსულმა დიდმა თოვლმა ქუთაისში თამაში შეუძლებელი გახადა და "ტორპედო"-"მერანი" გადაიდო. ასევე დიდთოვლობის გამო არც ზესტაფონის სტადიონი იყო სათამაშო კონდიციაში და "ზესტაფონისა" და "კოლხეთის" ურთიერთშეთანხმებითა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დასტურით, ეს მატჩი ზესტაფონიდან ფოთში გადაიტანეს.

სფფ-ისვე გადაწყვეტილებით, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს გაუუქმდათ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე მიღებული ყვითელ-წითელი ბარათები. შესაბამისად, თამაშის უფლება აქვთ იმ ფეხბურთელებსაც, რომლებსაც ეს ტური დისკვალიფიკაციის გამო უნდა გამოეტოვებინათ. ძალაში რჩება მხოლოდ ამ ბარათების მიღებისთვის დაწესებული ფულადი სანქციები.

საქართველოს ჩემპიონატი. მეორე ეტაპი

12.03. ფოთი. ფაზისი. 15:00

კოლხეთი-ზესტაფონი

12.03. რუსთავი. ფოლადი. 15:00

მეტალურგი-ბაია

ტორპედო-მერანი (გადაიდო)

12.03. თბილისი. დინამო არენა. 18:00. რეპორტაჟი I არხზე

დინამო-დილა

12.03. მცხეთა. მცხეთა პარკი. 15:00

ვიტ ჯორჯია-მერცხალი

12.03. თბილისი. ბენდელა. 15:00

სპარტაკი-გურია

12.03. თბილისი. მერანი (ზეემკა) 15:00

გაგრა-ბათუმი

12.03. ბოლნისი. თ.სტეფანია. 15:00

სიონი-ჩიხურა

სატურნირო ცხრილები

პლეი ოფი

ა გ თ მ ფ წ ბ ქ

1.ზესტაფონი 14 9 3 2 24-12 30

2.ტორპედო 14 7 3 4 17-12 24

3.დინამო 14 7 2 5 27-20 23

4.მეტალურგი 14 7 2 5 18-19 23

5.ბაია 14 4 4 6 11-15 16

6.დილა 14 4 3 7 16-17 15

7.მერანი 14 4 1 9 12-22 13

8.კოლხეთი 14 2 6 6 8-16 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს