ჰოლანდიელი დარწმუნებულია, რომ "არსენალი" შეძლებს რობინ ვან პერსის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებას
მარკო ვან ბასტენი დარწმუნებულია, რომ "არსენალი" შეძლებს რობინ ვან პერსის ახალ კონტრაქტზე დაყოლიებას, თუკი ზაფხულზე ახალ ფეხბურთელებში დიდ ფულს დახარჯავს და თავის უმთავრეს ვარსკვლავს გარანტიას მისცემს, რომ მომავალში გუნდი უფრო ამბიციურ მიზნებს შეეჭიდება, ვიდრე უბრალოდ ჩემპიონთა ლიგის ოთხეულისთვის ბრძოლაა.

ის კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს, ვისაც "მეთოფეთა" ხელმძღვანელობის ადგილზე შეიძენდა. ესენი არიან იან ვერტონგენი (აიაქსი), მარიო გიოტცე (დორტმუნდი), ხავიერ მარტინესი (ბილბაო) და ლუკას პოდოლსკი (კიოლნი) დაბოლოს, გამოცდილი მეკარე, რომელიც ვოიცეხ შჩესნის ღირსეული დუბლიორი იქნება.

"არსენალში" არიან პიროვნებები, რომლებიც კულისებში ხშირად ამბობდნენ, რომ გუნდს შემადგენლობის გასაძლიერებლად ფულის დახარჯვა მართებდა. კლუბში მათი აზრით დღემდე არავინ დაინტერესებულა. მაგრამ ახლა დადგა მომენტი, როცა ისეთ ავტორიტეტულ ფეხბურთელს, როგორიც ვან პერსია, შეუძლია ხმამაღლა თქვას, რომ მას არ მოსწონს კლუბის ფილოსოფია, რადგან მისთვის მთავარია პროგრესის შანსი ჰქონდეს. რობინს გუნდიდან წასასვლელად ლოგიკური მიზეზი აქვს - წლებია მას ტიტულების მოგება სურს.

ის არ ეტყვის მწვრთნელს, რომ იცი რა? "არსენალში" ცხოვრებით ვტკბები და აქედან რატომ უნდა წავიდე, მაგრამ ახალი ფეხბურთელები მაინც შეიძინეთო. მე მის ადგილას ვეტყოდი, რომ ტიტულების მოგება სწორედ "არსენალთან" ერთად მსურდა, მაგრამ თუკი ჩემი ამბიციების განხორციელების შანსს არ მომცემდნენ, მაშინ დავფიქრდებოდი".

"არსენალის" თავკაცმა იცის, ვისი გადაბირება მართებს, რათა გუნდში ხარისხმა იმატოს. მაგალითად, უკვე რამდენჯერმე გაცნობეთ, რომ ჩრდილოლონდონელები კიოლნელი ლუკას პოდოლსკის გადაბირებასთან ძალიან ახლოს არიან.

ეს ტრანსფერი 12 მილიონი ფუნტი დაჯდება. ამას გარდა ვან ბასტენის მიერ შეთავაზებულ სხვა კანდიდატურებსაც შევეხოთ: "დორტმუნდიდან" მარიო გიოტცეს გადაყვანას 20 მილიონზე მეტი დასჭირდება, დაახლოებით ამდენივე ეღირება ხავიერ მარტინესი, ხოლო იან ვერტონგენის ფასი 12 მილიონამდეა. "არსენალი" უფრო დიდი და უფრო ძლიერი უნდა იყოს. ეს ტიტულების მოგების გარანტია ვერასოდეს გახდება, მაგრამ ამის შანსს კი ნამდვილად გაზრდის.

პლუს, შესაძლებელი გახდება ინგლისისა და ევროპის საუკეთესო კლუბებთან ღირსეული კონკურენცია. ამჟამად გუნდს შემადგენლობაში ოქსლეიდ-ჩემბერლენის სახით ნამდვილი ბრილიანტი ჰყავს, მაგრამ მწვერვალებზე ასასვლელად ნიჭის გარდა გამოცდილებაც არის საჭირო. ასე რომ, "არსენალს" უკვე დაღვინებული ფეხბურთელების შეძენა მართებს. ასეთ შემთხვევაში კი ვან პერსი დარჩება," - აი, ასე ფიქრობს მარკო ვან ბასტენი.

დღევანდელი მდგომარეობა

გუშინ, დილას ინგლისურმა სააგენტოებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ტომაშ როსიცკიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალებზე ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება. 31 წლის ჩეხი ნახევარმცველი "მეთოფე" 2006 წელს გახდა, თუმცა ის უზარმაზარი პოტენციალი, რაც გააჩნდა, ბოლომდე ვერ გამოავლინა.

მიზეზი ბანალურია - ტრავმები. თუმცა იანვრის შემდეგ ტომაში ძალიან მაღალ დონეზე ათამაშდა და გულშემატკივრებმა ვან პერსის შემდეგ ის თებერვალში გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "ახალი ხელშეკრულება ჩემთვის ნამდვილი სიურპრიზი იყო. მე მიყვარს ეს კლუბი და ამაყი ვარ, როცა მისი მაისურა მმოსავს. აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში," - განაცხადა აღფრთოვანებულმა როსიცკიმ.

გარდა არსებული კადრების შენარჩუნებაზე ზრუნვისა, "არსენალი" ახალ ფეხბურთელებთანაც მუშაობს. "ფრანს პრესის" ცნობით, ვენგერს "მონპელიედან" 22 წლის ცენტრალური ნახევარმცველის იუნეს ბელჰანდას გადაბირება სურს. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი ლიდერი წამყვან ფეხბურთელს 15 მილიონ ფუნტად აფასებს. ფეხბურთელს კლუბთან ხელშეკრულება 2014 წლამდე აკავშირებს.

"დიახ, ბელჰანდას თამაში მანერას მშვენივრად ვიცნობ და მე ის მომწონს," - ამბობს ვენგერი. თავად ფეხბურთელი კი აცხადებს: "ბევრს წერენ ჩემდამი "მილანის" ინტერესზე, მაგრამ მე ეს ტყუილი მგონია. თუკი საფრანგეთიდან სხვა ქვეყანაში წავალ, ეს ინგლისი იქნება ან გერმანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა