28-ე ტურში "სუონსისთან" წაგების შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ", პირველი ადგილის გარდა, ფსიქოლოგიური უპირატესობაც დათმო
28-ე ტურში "სუონსისთან" წაგების შემდეგ "მანჩესტერ სიტიმ", პირველი ადგილის გარდა, ფსიქოლოგიური უპირატესობაც დათმო.

შეიძლება ჩვენი მხრიდან ეს ძალიან თამამი პროგნოზია, მაგრამ მაინც გვგონია, რომ ჩემპიონატის ბოლომდე თამაში "იუნაიტედის" სცენარით წარიმართება. ალექს ფერგიუსონის გუნდის უმთავრესი უპირატესობა გადამწყვეტი თამაშების ჩატარების გამოცდილებაა.

რობერტო მანჩინის ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ესმის, მაგრამ აცხადებს, რომ: "იუნაიტედთან" ბოლომდე ვიბრძოლებთ. ჯერ დაკარგული არაფერია, რადგან პრემიერლიგის დასრულებამდე კიდევ ბევრი დარჩა. იქამდე კი სიტუაცია შეიძლება კვირაში ერთხელ შეიცვალოს. მთავარია, რომ ამჟამად არსებული სხვაობა არ გაიზარდოს".

ერთია, რას ამბობს გუნდის მთავარი მწვრთნელი, მაგრამ "ქალაქელებს" ნერვები რომ ღალატობთ, ეს უკვე თვალშისაცემი ხდება. 38-ე წუთზე მანჩინიმ გარეთ ბერის ნაცვლად მოედანზე სერხიო აგუერო შეუშვა.

ამან ინგლისელი ფეხბურთელი იმდენად აღაშფოთა, რომ პირით ხაზთან მდგომ დევიდ პლატს (მანჩინის თანაშემწე) მეტისმეტად ხმამაღლა უყვირა. ის არც სკამზე დაჯდომის შემდეგ გაჩუმებულა და თავისთვის რაღაცას ბურდღუნებდა. უსიამოვნება ამით არ ამოწურულა. გასახდელში სიტყვიერი საქმის გარჩევის შემდეგ ერთმანეთს ხელით შეეხნენ მარიო ბალოტელი და იაია ტურე. საბედნიეროდ, მათი გაშველება მალე მოხერხდა.

"სიტის" იტალიელ თავკაცს გუნდში ვნებების მოთოკვა მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში საჩემპიონო ამბიციები დაუკმაყოფილებელი დარჩება.

ამასობაში ცნობილი ხდება, რომ მანჩინის გადაწყვეტილებით, 21 მარტს "სიტი"-"ჩელსის" განაცხადში მოხვდება კარლოს ტევესი. იქამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მაგრამ თუკი რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, არგენტინელი "სიტის" სკამზე 6-თვიანი პაუზის შემდეგ პირველად დაჯდება.

"კარლოსს ჯერ კიდევ ბევრი ვარჯიში სჭირდება იმისთვის, რომ იდეალურ კონდიციებში შევიდეს. 10 დღე ან ცოტა ნაკლები, წესით, უნდა ეყოს. ჩვენ არ ველოდებით, რომ პირველივე თამაშში გვაჩვენებს იმას, რაც შეუძლია. ეს შეუძლებელია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის რეალურად გაგვიწევს დახმარებას დარჩენილ ორ თვეში," - განუცხადა მანჩინიმ "სქაი სპორტსს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"ყველა მწვრთნელს ვახშამზე დავპატიჟებ" - გვარდიოლას პრემიერ ლიგაში 250 გამარჯვება დაუგროვდა
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
ტერზიჩმა უარი თქვა, კონსეისაო საუდის არაბეთში წავიდა - "მონაკოს" ორი კანდიდატი დარჩა
სერჟიო კონსეისაო "მილანიდან" წასვლის შემდეგ საუდის არაბეთში დასაქმდა
ფანტასტიკური ფინალი საქართველოს სუპერთასის ფინალში - თსუ-მ "ქუთაისი" მესამე ოვერტაიმში დაამარცხა
ევროპული კალათბურთის მომავალი ნისლშია – NBA ახალ დივიზიონს ამზადებს
ტერ შტეგენი პრემიერლიგის გრანდების სამიზნეა - სად გააგრძელებს კარიერას გერმანელი?
ფიბა-მ ქართველი მსაჯები და კომისარი მატჩებით დატვირთა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდი ჩაიბაროს
ლორენცო ინსინიე შესაძლოა, იტალიის სერია A-ს დაუბრუნდეს
ენდრიკს ალონსო არ ათამაშებს და ბრაზილიელს პრემიერ ლიგის ვარიანტი გამოუჩნდა
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთი ფორვარდის დამატებას გეგმავს
"აინტრახტი" მორიგ დიდ შემოსავალს ელის - კლუბი უზუნს 80 მილიონზე ნაკლებად არ გაუშვებს
გამოტოვებს თუ არა იამალი "ელ კლასიკოს" - "ბარსელონას" ვარსკვლავის დაბრუნების თარიღი ცნობილია
[PHOTO] "არ შეიძლება მისი დედა იყოს... 20 წლის გოგოს წააგავს" - "კაირატის" მეკარის დედამ ყველა გააოგნა
პსჟ-ის ახალი ვიცე-კაპიტანი ჰყავს - ის თავად გუნდის ფეხბურთელებმა აირჩიეს
[VIDEO] როგორ აიღეს მამარდაშვილის კარი მეორედ - კუკურელიამ ახსნა, რა იყო "ლივერპულის" მთავარი სისუსტე ამ მომენტში
კიტეიშვილმა ავსტრია დაიპყრო - ქართველი ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ დაასახელეს!
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი დებიუტი ახალ გუნდში - "ტორონტო" დენვერთან" მინიმალური ანგარიშით დამარცხდა
U21 | პირველი ვარჯიში რიგაში და იძულებითი ცვლილება შემადგენლობაში
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა