რაფაელ ნადალმა პირველი მატჩი ჩაატარა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ და იოლი გამარჯვება იზეიმა
ინდიან უელსის ტურნირის მორიგ სათამაშო დღეს მამაკაცები მეორე წრეს ასრულებდნენ, ქალებმა კი მესამე რაუნდში დაიწყეს ურთიერთობის გარკვევა.

კაცების მასტერსზე სენსაცია არ მომხდარა. განთესილებიდან ოთხი ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას, თუმცა არც ერთ მარცხს სრულფასოვანი სიურპრიზი არ ეთქმოდა.

იურგენ მელცერი არც ისე ჯანმრთელი შეხვდა ტურნირს და თან მეტოქეც საკმაოდ ძლიერი ჰყავდა ტომაშ ბელუჩის სახით. ავსტრიელის გარდა, წააგეს ხუან-იგნასიო ჩელამ, ფელისიანო ლოპესმა და მარინ ჩილიჩმა. თუმცა ჩელა ნამდვილად არ იყო დენის ისტომინთან მატჩში ფავორიტი.

უზბეკს ორ სეტშიც შეეძლო გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ტაი-ბრეიკზე სამი მატჩბოლი გაანიავა და ამის გამო კორტზე სამი საათის გატარება მოუწია. მესამე წრეში ის დავიდ ფერერზე გავიდა.

რაც შეეხებათ ლოპესსა და ჩილიჩს, მათ მარკოს ბაღდატისი და დავიდ ნალბანდიანი ერგოთ მეტოქეებად. შედეგად, ფელისიანომ და მარინმა ორ-ორ სეტში წააგეს, თუმცა არგენტინელს ორი ტაი-ბრეიკის ჩატარება დასჭირდა.

რაფაელ ნადალმა პირველი მატჩი ჩაატარა ავსტრალიის ღია პირველობის ფინალის შემდეგ. მისი მეტოქე ლეონარდო მაიერი იყო, რომელსაც დღემდე არ დაუმარცხებია ტოპ-ათეულის არც ერთი წევრი. ამჯერადაც სასწაული არ მოხდა. რაფამ პირველი ხუთი გეიმი ზედიზედ მოიგო და მხოლოდ ამის შემდეგ გაქვითა ანგარიში არგენტინელმა. მეორე სეტში ესპანელმა მესამე და ბოლო გეიმებში გააკეთა ბრეიკი და იოლი გამარჯვება გაიფორმა. შემდეგ წრეში მას თანამემამულე მარსელ გრანოლერსი ელოდება.

ხუან მარტინ დელ პოტრომ სეზონში მე-17 გამარჯვება იზეიმა. მან მეორე წრეში მარინკო მატოშევიჩი დაამარცხა. პირველ სეტში ავსტრალიელი ღირსეულად გამოიყურებოდა. მას კარგად ეჭირა დარტყმა, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გაძლო - პარტიის მიწურულს წააგო ერთი გეიმი საკუთარ მოწოდებაზე. მეორე სეტში არგენტინელმა უპრობლემოდ მიიყვანა საქმე ლოგიკურ გამარჯვებამდე, როცა ექვსი ბრეიკ-პოინტიდან ორი გამოიყენა და მატოშევიჩს მხოლოდ ოთხი ქულა დაუთმო საკუთარ გეიმებზე. შემდეგ რაუნდი დელ პოტრო ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება.

თავისი კარგი ფორმა დაადასტურა დავიდ ფერერმა, რომელმაც 66 წუთში გაანადგურა გრიგორ დიმიტროვი. ეს იყო ესპანელი ჩოგბურთელის ზედიზედ მე-11 გამარჯვება. წლევანდელ სეზონში ფერერს მხოლოდ ერთი წაგება აქვს - ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩთან. რაც შეეხება დიმიტროვთან მატჩს, ესპანელმა ხუთიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და მეტოქეს საკუთარ მოწოდებაზე მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 4 694 969 დოლარი

II წრე

ხუან-მარტინ დელ პოტრო (არგ, 9)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 7:5, 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ბიორნ ფაუ (გერ) 7:5, 6:2; მარსელ გრანოლერსი (ესპ)-ტომი ჰაასი (გერ) 6:3, 2:6, 6:3; დენის ისტომინი (უზბ)-ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 31) 7:6(5), 6:7(7), 7:5; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ლეონარდო მაიერი (არგ) 6:1, 6:3; მარკოს ბაღდატისი (კვიპ)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 15) 6:3, 6:4; ტომას ბელუჩი (ბრა)-იურგენ მელცერი (ავსტრია, 20) 6:3, 6:3; იანკო ტიპსარევიჩი (სერ, 10)-ჟილ მიულერი (ლუქ) 6:4, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:2, 6:2; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 6)-მიკაელ ლოდრა (საფ) 4:1 უარი; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 24) 7:6(3), 7:6(4); ალექსანდრ დოლგოპოლოვი (უკრ, 21)-სტივ დარცისი (ბელ) 6:7(13), 6:3, 7:5; როჯერ ფედერერი (შვეიც, 3)-დენის კუდლა (აშშ) 6:4, 6:1; მილოშ რაონიჩი (კან, 27)-კარლოს ბერლოკი (არგ) 6:4, 6:2; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 19)-რაიან სვიტინგი (აშშ) 6:2, 6:2; რადეკ შტეპანეკი (ჩეხ, 28)-ქსავიე მალისე (ბელ) 6:2, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს