მესამე წრე ხმაურიანი სენსაციით დაიწყო - კრისტინა მაკჰეილმა ბრძოლას მესამე ნომერი პეტრა კვიტოვა გამოთიშა
ინდიან უელსის ქალთა ტურნირზე მესამე წრე ხმაურიანი სენსაციით დაიწყო. მისი ავტორი გახდა კრისტინა მაკჰეილი, რომელმაც ბრძოლას გამოთიშა მესამე ნომერი პეტრა კვიტოვა.

პირველ სეტში ჩეხი ჩოგბურთელი დომინირებდა. ამერიკელმა მიღებაზე მხოლოდ ერთი ქულა აიღო, ისიც კვიტოვას ორმაგი შეცდომის გამო.

მაგრამ მეორე სეტიდან მოყოლებული უიმბლდონის ჩემპიონის თამაში მოიშალა. ამჯერად უკვე მას უწევდა ბრეიკ-პოინტების მოგერიება, მაგრამ ორჯერ მეტოქეს ხელი ვერ შეუშალა ბრეიკების აღებაში, რისი წყალობითაც მაკჰეილმა აღადგინა თანაფარდობა.

კვიტოვამ ვერც გადამწყვეტ სეტში დაალაგა თამაში. პეტრამ თავიდანვე წინ გაუშვა მეტოქე - 1:4, მაგრამ შემდეგ შეძლო ზედიზედ ორი გეიმის მოგება და თითქოს მატჩის გადარჩენის შანსი მიიღო. მაგრამ მერვე გეიმში კვიტოვას მოწოდებაზე ამერიკელმა ისევ მოახვია თავს ბრძოლა მეტოქეს და ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, კვიტოვამ კი ორმაგი შეცდომა დაუშვა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. თუმცა ამ წაგებისთვის პეტრა სარეიტინგო ქულებს არ დაკარგავს; პირიქით, დამატებით 80 ქულას მიიღებს, რადგან შარშან აქ პირველივე წრეში წააგო.

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ვიქტორია აზარენკამ გააგრძელა მოგებათა სერია - მას წელს ზედიზედ 19 მოგება აქვს და ჯერ ერთხელაც არ დამარცხებულა. შეგახსენებთ, რომ ინდიან უელსის მეორე წრეში მან ბეწვის ხიდზე გაიარა, როცა თითქმის წაგებული მატჩი გადაარჩინა გერმანელი მონა ბარტელის წინააღმდეგ.

მესამე წრეში მსოფლიოს პირველი ჩოგანი რუს სვეტლანა კუზნეცოვას ეთამაშებოდა, რომელთანაც აქამდე ხუთიდან ოთხი მატჩი ჰქონდა წაგებული. ამჯერად ბელარუსი ჩოგბურთელი მაქსიმალურად მობილიზებული იყო და წარმატების მინიმალური შანსი არ დაუტოვა მეტოქეს.

პირველ სეტში რუსმა თავის მოწოდებაზე ყველა გეიმი წააგო და ერთადერთი ქულა აზარენკას გეიმზე აიღო. მეორე პარტიაში ვიქტორია ბრწყინვალედ იცავდა თავს და მეტოქეს საკუთარ გეიმებზე მხოლოდ სამი ქულა დაუთმო. ორი შესაძლებლიდან ორი ბრეიკ-პოინტის გამოყენებით, აზარენკამ მეორე სეტიც იოლად მოიგო და ერთ საათში დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია.

როლან გაროსის ჩემპიონმა ნა ლიმ შეძლო თანამემამულე ჟიე ჟენგთან წარუმატებელი სერიის შეწყვეტა. წინა ოთხ შეხვედრაში გამარჯვებული ჟენგი რჩებოდა, თუმცა ბოლოს ისინი თითქმის ექვსი წლის წინ შეხვდნენ ერთმანეთს. ამჯერად ნა ლის უპირატესობა აშკარა იყო. ის დომინირებდა მეტოქის მოწოდებაზე და შვიდი ბრეიკ-პოინტიდან ექვსი გამოიყენა. თავის მხრივ, ჟენგმა ორი ბრეიკის გასაკეთებლად ძალები გამონახა, რამაც მისი მარცხი ოდნავ ღირსეული გახადა.

BNP Paribas Open

ინდიან უელსი (აშშ). ჰარდი

საპრიზო ფონდი: 5 536 664 დოლარი

III წრე

ანჟელიკ კერბერი (გერ, 18)-ვანია კინგი (აშშ) უარი; იულია გორგესი (გერ)-ანაბელ მედინა გარიგესი (ესპ, 24) 6:3, 6:4; ნა ლი (ჩინ, 8)-ჟიე ჟენგი (ჩინ, 31) 6:1, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 1)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 25) 6:1, 6:2; კრისტინა მაკჰეილი (აშშ, 32)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 3) 2:6, 6:2, 6:3; კლარა ზაკოპალოვა (ჩეხ)-ვერა ზვონარევა (რუს, 9) უარი; ჯეიმი ჰემპტონი (აშშ)-იარმილა გაიდოშოვა (ავსტრა) 6:2, 6:7, 6:2; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ფლავია პენეტა (იტა, 27) 6:4, 6:2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა