ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართველი მოჭიდავეები ორი მედლით "ტახტის თასზე"

ქართველი მოჭიდავეები ორი მედლით "ტახტის თასზე"

მეორე ადგილზე ელიზბარ ოდიკაძე გავიდა, ბრინჯაოს მედალი კი გიორგი ედიშერაშვილმა ირგუნა
თეირანში დასრულდა "ოქროს დიდი პრიზის" მეორე ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში - "ტახტის თასი", სადაც ქართველმა ფალავნებმა ორი მედალი - თითო ვერცხლ-ბრინჯაო მოიპოვეს.

მეორე ადგილზე ელიზბარ ოდიკაძე (96) გავიდა, რომელმაც თავიდან მასპინძლებს, ჯაფარ დალირს და ელიას ბახტიარს ძირითად დროში სძლია, რომლებსაც მერე რუსი ისლამ გაჯიევიც მიაყოლა ასევე ორ პერიოდში, ფინალში კი ირანელ აბას ტაჰანთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედალი 55-ში გიორგი ედიშერაშვილმა ირგუნა, რომელმაც დამამშვიდებლის ფინალში თანაგუნდელ ლაშა ლომთათიძეს აჯობა.

ძირითად ბადეში ორივე ჩვენებური მომავალ ჩემპიონთან, რუსთა ევროპის ჩემპიონ ნარიმან ისრაპილოვთან დამარცხდა. მანამდე კი ედიშერაშვილი საკმაოდ მძიმე ბრძოლებით მივიდა - ირანელ მეჰრან შეიკისა და რუს არტემ გებეკოვთან დამატებითი დრო დასჭირდა, ლომთათიძემ კი მასპინძელ ხალილ აგჰარლოოს ორ პერიოდში 4:0 სძლია.

მან დამამშვიდებელში კიდევ ერთ ირანელს, ჰადი ნოსრატისაც იოლად აჯობა - 4:1. ბრინჯაოსთვის შეხვედრა დაძაბული გამოდგა და დამატებითში გაგრძელდა. თავიდან ლომთათიძე დაწინაურდა - 1:0, მაგრამ მომდევნო პერიოდები ედიშერაშვილმა ასეთივე ანგარიშით მოიგო და მედალიც დაისაკუთრა.

ჩვენი გუნდიდან ბრინჯაოსთვის იაკობ მაქარაშვილმაც (74) იჭიდავა, მაგრამ წააგო და მეხუთეზე დარჩა. ის პირველივე წრეში დამარცხდა მასპინძელთა მომავალ ჩემპიონ მაჰმუდ ჰოსეინხანისთან, თუმცა პირველი პერიოდი კი მოუგო და გვარიანად ანერვიულა. სანუგეშოში ერთ ირანელთან - ჰასან ტაჰმასიბისთან კი იმარჯვა, მაგრამ მეორესთან - იმან მოჰამადიანისთან წააგო.

ჩვენი გუნდის სხვა წევრები - დავით ბერძენიშვილი, მალხაზ ქურდიანი (ორივე - 60), გიორგი ლობჟანიძე, კობა კაკალაძე (66), ბექა ჭელიძე, თორნიკე სვანიძე (84) და გოგა ხუჭუა (74) პირველივე შეხვედრებში დამარცხდნენ და მერე არც სანუგეშოში გადასვლის შანსი მიეცათ.

მძიმეწონიანმა გიორგი საკანდელიძემ ერთი შეხვედრა მოიგო - მასპინძელთა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ფარიდ მასოუმი ვალადის 1:0; 3:3; 4:0 სძლია, მაგრამ მომდევნო შეხვედრა მომავალ მესამე პრიზიორთან, ყაზახ იერბოლან დიუსენბეკოვთან წააგო ასევე დამატებითში და გავარდა. ამ წონაში ლევან ბერიანიძეს არ უჭიდავია.

გუნდურ ჩათვლაში ჩვენები მეოთხეზე გავიდნენ მასპინძლების, რუსებისა და ყაზახების შემდეგ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კონსტანტინე პეტრიაშვილმა 23-წლამდელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა

[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...