თეო უოლკოტის არ იყოს, "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ ჯერმაინ დეფოსაც ძვირი დაუჯდა შვეიცარიასთან გამარჯვება...

თეო უოლკოტის არ იყოს, "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების თავდამსხმელ ჯერმაინ დეფოსაც ძვირი დაუჯდა შვეიცარიასთან გამარჯვება. მან მუხლის მყესები დაიზიანა და ახლა 6-კვირიანი უქმობა მოუწევს. შვეიცარიასთან თამაშზე მეტად დეფომ თავი გასულ პარასკევს, ბულგარეთის წინააღმდეგ გამოიჩინა - სამი გოლი გაუტანა მოწინააღმდეგეს, მაგრამ მას მერე ერთი კვირაც კი არ გასულა და ფორვარდმა შეიტყო, რომ ჩემპიონთა ლიგაში "სფურზის" პირველი სამი თამაში და ინგლისი-ჩერნოგორიის შესარჩევი დაპირისპირება მის გარეშე ჩაივლის.

გამოდის, რომ ლონდონური გუნდის მწვრთნელმა ჰარი რედნაპმა ინგლისის ნაკრების გამო უკვე მეორე ფეხბურთელი დაკარგა, სატრანსფერო ფანჯარა კი დახურულია და ახალს ვერავის შეიმატებს. პირველი, ვინც ნაკრებმა "სფურზს" მოაკლო მცველი მაიკლ დოუსონი გახლდათ. მას დეფოზე ცუდად აქვს საქმე, ბულგარელებთან შეხვედრაში მუხლის გარდა კოჭის მყესებიც დაუზიანდა და ორი თვე ექიმებთან უნდა იაროს. დეფო კი, მოგეხსენებათ, ისედაც საოპერაციო ოყო - საზარდულის ტკივილი არ აძლევდა მოსვენებას - მაგრამ ამის მიუხედავად მაინც ჩინებულ ფორმაში გახლდათ.

კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ბოლო ექვს შეხვედრაში მან ოთხი გოლი გაიტანა, თუმცა შვეიცარიელებთან დაპირისპირების 70-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ დეფო ინგლისში გუნდთან ერთად ჩაფრინდა და "ტოტენჰემშიც" დათქმულ დროს გამოცხადდა, თუმცა კლუბის ექიმებმა შუადღისას მუხლზე რენტგენი გადაუღეს და ნახეს, რომ ფორვარდი ტრავმირებულია...

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა